დიმიტრი ხუნდაძე - არ დავუშვებთ, როგორც სააკაშვილის მიმართ რაიმე მძიმე შედეგის დადგომას, ასევე არეულობის შემოტანას

„ყველაზე მეტად მათ (მმართველი გუნდის) ინტერესშია, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე, ჯანმრთელობა იქნას შენარჩუნებული და ჩვენ არ დავუშვებთ, როგორც მის მიმართ რაიმე მძიმე შედეგის დადგომას, ასევე არ დავუშვებთ არეულობის შემოტანას, რომლის ინტერესიც იკვეთება, სწორედ იმ ოპოზიციონერების შეძახილებში, რომლებიც პრაქტიკულად ახალისებენ, რომ არ შეწყდეს შიმშილობა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ გლდანის დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ საკმაოდ დიდი დრო დავყავით სასჯელაღსრულების სისტემაში, სამედიცინო დაწესებულებაში და შევეცადეთ, რომ მაქსიმალურად პოლიტიკური შემადგენლობისგან ვყოფილიყავით გათავისუფლებული. ვფიქრობ, ეს შევძელით. ვისაუბრეთ ჯანდაცვის საკითხებზე“, - თქვა ხუნდაძემ.

„შევხვდით მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის მკურნალ ექიმს. შევხვდით მის პირად ექიმს და პარალელურ რეჟიმში მინისტრი ხვდებოდა მრავალპროფილური კონსილიუმის ჯგუფს. დღევანდელი განხილვის თემა იყო სუფთად ჯანდაცვითი. საყურადღებოა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მე ვიტყოდი, რომ არ არის კატასტროფული, თუმცა არის საყურადღებო და ეს ყურადღება გრძელდება.

ლაბორატორიული მონაცემებითაც, მდგომარეობა დღეს, ამწუთას არის დასტაბილურებული, თუმცა რა თქმა უნდა, საჭიროებს დამატებით სპეციალისტების კონსულტაციას და ჩვენ შევთანხმდით, რომ ასეთი კონსულტაციები გაკეთდება. შევთანხმდით, რომ ყველა საჭირო კვლევა, იქნება ეს ინსტრუმენტული, ლაბორატორიული თუ სხვა, რა თქმა უნდა, არაფერზე არ უნდა ეთქვას უარი საზიანოდ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის.

შეფასდება საკითხები, რისი გაკეთება შეიძლება ადგილზე, რისი გაკეთება არის შესაძლებელი იმის ხარჯზე, რომ დაემატოს რესურსი, მაგრამ თუ საჭიროება დადგა, მისი სხვა კლინიკაში გადაყვანის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არც ამაზე ვიტყვით უარს.

აქვე უნდა დაგვეხმარონ მიხეილ სააკაშვილის მომხრეებიც, რომელთა ნაწილი თავისი შეძახილებით ახალისებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა არ შეწყვიტოს შიმშილობა.

მრჩება ეჭვი, რომ ზოგიერთს პირად ინტერესში შედის კიდევ უფრო მეტად ვითარების დამძიმება. ყველამ უნდა მივიღოთ იმდაგვარი გადაწყვეტილება, რომელიც გავა ერთადერთ, ყველაზე მნიშვნელოვან დაზღვევაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის, ისევე როგორც ნებისმიერი ადამიანის და ამ შემთხვევაში მსჯავრდებულის ჯანმრთელობა და სიცოცხლე იქნას შენარჩუნებული.“ - განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე დიმიტრი ხუნდაძემ.

გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

დაწესებულებაში იმყოფებოდა, საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე.

გლდანის საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფებოდნენ მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი და კონსილიუმის წევრები.

რეანიმატოლოგმა ლევან ბესელიამ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს კრიტიკულად.

„გონზეა თუმცა, პერიოდულად არ არის იმ ცნობიერებაზე, რომ ადეკვატურად უპასუხოს ყველა შეკითხვას. შეიძლება გონება დაკარგოს და გონზე ვეღარც მოვიდეს. რეალურად არ არის დიაგნოზი დასმული.“ - თქვა ლევან ბესელიამ.

ამავე თემაზე:

🔵 "წაიყვანეთ იგი დაწყევლილ სამოქალაქო საავადმყოფოში, თუ გეშინიათ შემოღობეთ" - აშშ-ს ყოფილი ელჩი იან კელი მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანაზე

🔵 “გაიტაცებენო? გაიტაცონ ბოლოს და ბოლოს! არცერთი შიში არ ამართლებს ამ ყველაფერს” - ნათია ფანჯიკიძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741270395

მსოფლიო

„რუსეთი უკრაინაში ნატოს ჯარების განლაგებას არ მოითმენს“ - ლავროვი

რუსეთი არ მოითმენს ნატოს ჯარების ყოფნას უკრაინაში, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი ნატის სამხედროების ყოფნას უკრაინაში ზუსტად ისე განიხილ...

აა

1741268879

მსოფლიო

„სიენენი“ - დონალდ ტრამპი განათლების სამინისტროს გაუქმებას აპირებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განათლების სამინისტროს გასაუქმებლად ემზადება. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპმა შესაძლოა, ამ კვირაში ან  დღესაც  ხელი მოაწე...

დონალდ ტრამპი

1741267873

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ტაჯიკეთის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ტაჯიკეთის ახლადდანიშნულ ელჩს, ილხომ აბდურახმონს (რეზიდენციით ბაქო) შეხვდა. მაკა ბოჭორიშვილმა ტაჯიკეთის ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მ...

მაკა ბოჭორიშვილი

1741266370

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7830 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7858 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...

ვალუტის კურსი

1741264392

მსოფლიო

ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკაში მყოფი 240 ათასი უკრაინელისთვის სამართლებრივი სტატუსის გაუქმებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკაში მცხოვრები 240 ათასი უკრაინელისთვის სამართლებრივი სტატუსის ჩამორთმევას გეგმავს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. საუბარია იმ უკრაინელებზე, რომლე...

უკრაინის მოსახლეობა