"წაიყვანეთ იგი დაწყევლილ სამოქალაქო საავადმყოფოში, თუ გეშინიათ შემოღობეთ" - აშშ-ს ყოფილი ელჩი იან კელი მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანაზე

"ბოლოს და ბოლოს წაიყვანეთ იგი დაწყევლილ სამოქალაქო საავადმყოფოში", - ამის შესახებ აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი "ტვიტერში" წერს და მიხეილ სააკაშვილის ცუდად გახდომას ეხმაურება.
"ბოლოს და ბოლოს უბრალოდ წაიყვანეთ იგი დაწყევლილ სამოქალაქო საავადმყოფოში.
#სააკაშვილმა თქვა, რომ სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში შიმშილობას შეწყვეტს.
პერიმეტრი შემოღობეთ, თუ არეულობის გეშინიათ. უბრალოდ გააკეთეთ საპასუხისმგებლო საქმე ", - წერს იან კელი "ტვიტერში".
დღეს საღამოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ, ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ სააკაშვილი წაიქცა, რომელიც მისი თქმით საკაცეზე დააწვინეს და წაიყვანეს.
აღნიშნული განცხადებიდან მალევე პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.
ცნობისთვის, სახალხო დამცველის ექიმთა ჯგუფმა გუშინ დასკვნა გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნულია, რომ სააკაშვილივით კრიტიკული პაციენტის მართვის პირობებს მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.
უახლესი ცნობით, რესპუბლიკური კლინიკის ექიმი-რეანიმატოლოგი გულიკო ქილიფთარი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა უკვე დამაკმაყოფილებელია. მისი თქმით, სააკაშვილი დარჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც მუდმივი დაკვირვების ქვეშ იქნება.
ასევე დაგაინტერესებთ:
1741278600
ახალი ამბები„საქართველო მზად არის განაახლოს დიალოგი ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას“ - მაკა ბოჭორიშვილი
საქართველო მზად არის განაახლოს დიალოგი ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვ...
1741275993
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო.აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მთავრობის მეთაურს თურქმე...
1741274766
ახალი ამბები10 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ32-კმ47 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების...
1741274219
ახალი ამბებიგიორგი გამსახურდია ოპოზიციაზე: დასცინიან ადამიანების რელიგიურ გრძნობებს, ამათი „საღადაო“ არის ჯვარი, რწმენა და საერთოდ ყველაფერი, რაც ტრადიციებთან და სულიერ ღირებულებებთან არის ასოცირებული
დიდი მარხვის პირველ დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ Fox News-ზე ნაცრის ოთხშაბათის ჯვრით გამოჩენასთან დაკავშირებით ქართველი ოპოზიციონერების გამოხმაურებას საქართველოს პირველი პრეზიდენტ...
1741271948
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: აგრძელებენ ზეწოლას საქართველოზე, მაგრამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება საქართველოს სუვერენიტეტს არ დათმობს
„დიფ სთეითს“ უზარმაზარი გავლენა აქვს ევროპელ პოლიტიკოსებზე, ევროპული ქვეყნების ლიდერებზე, ევროკავშირის ხელმძღვანელობის სტრუქტურებზეც. ბალტიისპირეთის ქვეყნები არიან წამოწეული წინა პლანზე, რომლებიც ახმო...