„მოვუწოდებთ დესტრუქციულ ძალებს თავი შეიკავონ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისგან“ - სუსი

„მოვუწოდებთ დესტრუქციულ ძალებს თავი შეიკავონ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისგან და დარჩნენ სამართლებრივ ჩარჩოებში“, - განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

„ბოლო დროს სოციალურ ქსელებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში სხვადასხვა პირის მიერ ვრცელდება დანაშაულის ნიშნების შემცველი შინაარსის საჯარო განცხადებები და მოქალაქეები განზრახ თუ გაუცნობიერებლად პირდაპირ მოუწოდებენ თანამოაზრეებს რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობისკენ, მათ შორის ძალადობრივი გზებით“, - წერია განცხადებაში.

როგორც უწყება აღნიშნავს, მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, ან/და ასეთი მოწოდების შემცველი მასალის გავრცელება, აგრეთვე ამავე მიზნით შეიარაღებისაკენ მოწოდება, წარმოადგენს დანაშაულებრივ ქმედებას, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლით და ისჯება 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელებს კანონით გათვალისწინებულ ყველა სამართლებრივ ღონისძიებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დასაცავად და სახელმწიფო ხელისუფლების არაკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით შეცვლის თავიდან ასაცილებლად“, - წერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლებმა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მოძრაობა „თავისუფალი ზონისა“ და მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები გამოკითხეს.

ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების საქმეზე გამოძიების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში სულ ექვსი პირი გამოიკითხა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔴 მამუკა მდინარაძე: პირველი შეცდომა მაშინ დაუშვეს, როდესაც აქცია 7 ნოემბერს დააანონსეს

🔴 რეანიმაციულ განყოფილებაში პაციენტების რაოდენობა იმატებს

🔴  ეკონომისტები ფასების ზრდას კიდევ ელოდებიან

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1736590080

მსოფლიო

ბაიდენი: პუტინი რთულ მდგომარეობაშია, უკრაინას გამარჯვების შანსი აქვს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი ახლა რთულ მდგომარეობაშია, რუსული ნავთობის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების შემოღების შემდეგ. „პუტინი ახლა რთულ მდგომა...

ააა

1736589041

მსოფლიო

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ლოს-ანჯელესში ჩავიდნენ

პრინცი ჰარი და მისი მეუღლე კალიფორნიაში, ხანძრით დაზარალებულ ადამიანებთან ჩავიდნენ. როგორც BBC წერს, წყვილი ესაუბრა ადგილობრივებს, მათ შორის - გადაუდებელი დახმარების სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც...

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი

1736587735

მსოფლიო

ლოს-ანჯელესში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა

ლოს-ანჯელესში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა. სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის განცხადებით, ხუთი ადამიანია დაღუპული პასიფიკ-პალისეიდსის რაიონში, ხოლო ექვსი – ქალაქ პასადენას სამხ...

ლოს-ანჯელესი

1736586141

მსოფლიო

„ქართული კოშმარის არაღიარების აქტი“ - აშშ-ის კონგრესის საკანონმდებლო მაცნეში კანონპროექტი დარეგისტრირდა

აშშ-ის კონგრესის საკანონმდებლო მაცნეში უკვე დარეგისტრირდა რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონისა და დემოკრატი კონგრესმენის, სტივ კოენის მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომელიც „ქართული კოშმარის არაღი...

აშშ

1736585261

მსოფლიო

ჯო ბაიდენი 15 იანვარს მოსახლეობას პრეზიდენტის რანგში ბოლოჯერ მიმართავს

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 15 იანვარს მოსახლეობას გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართავს. ამის შესახებ Deutche welle იუწყება. ბაიდენი ერს სიტყვით მიმართავს თეთრი სახლის ოვალური კაბინეტიდან. გა...

ააა