ნიკოლ ფაშინიანი - შესაძლოა, ბაქო რეგიონში ესკალაციის „ლეგიტიმაციას“ ცდილობს, ჩვენ გამოვიყენებთ დიალოგის ენას, გავაგრძელებთ ფოკუსირებას სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტის შეთანხმებაზე
„შესაძლოა, ბაქო რეგიონში ესკალაციის „ლეგიტიმაციას“ ცდილობს“, – ასე პასუხობს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებებს.
სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, „ბაქო ცდილობს, მის აგრესიულ განცხადებებს სომხეთმაც აგრესიულად უპასუხოს, რათა რეგიონში შექმნას ახალი ესკალაციის გამართლება“.
ფაშინიანის თქმით, ერევანი მიჰყვება მშვიდობიან სტრატეგიას და თანმიმდევრულად გააგრძელებს სამშვიდობო დღის წესრიგის განხორციელებას.
„ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გამოვიყენებთ არა აგრესიის, არამედ დიალოგის ენას. ჩვენ გავაგრძელებთ ფოკუსირებას დემარკაციაზე, სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტის შეთანხმებაზე, „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტის განხორციელებაზე, ჰუმანიტარულ საკითხებზე, მათ შორის დაკარგულთა ბედის გარკვევის პრობლემებზე“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.
ალიევის განცხადებაზე, რომ სომხეთის შეიარაღება ახალ დაძაბულობას გამოიწვევს რეგიონში, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთის რესპუბლიკის აქვს უფლება, ჰყავდეს თავდაცვისუნარიანი არმია.
„რაც შეეხება იარაღს, ჩვენ ასევე გვაქვს შეშფოთება აზერბაიჯანის შეიარაღებასთან დაკავშირებით და მოვისმინეთ მათი შეშფოთებაც. სწორედ ამ მიზეზით წარვუდგინეთ წინადადება აზერბაიჯანს, რომ ჩამოვაყალიბოთ შეიარაღების ურთიერთკონტროლის მექანიზმი და ველოდებით მათ პასუხს“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
1736361938
მსოფლიოგრენლანდიისა და კანადის გამო ტრამპს შეუძლია დაივიწყოს პუტინი და უკრაინა - პოლიტოლოგი
აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთი განცხადება გააკეთა, რომელიც, ასევე, ეხება უკრაინას. კერძოდ, ის იმედოვნებს, რომ ომი უკრაინაში ექვს თვეში დასრულდება. ამასთან, ის უკრაინის ნატოში...
1736358407
ახალი ამბები„ბოლო კვირაში ძირითადად ცირკულირებდა A ტიპის გრიპის ვირუსები, საგანგაშო ნამდვილად არაფერი ხდება“ - პაატა იმნაძე
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში A ტიპის გრიპის ვირუსები ცირკულირებს. ამასთან, იმნაძე დასძენს, რომ ქვეყა...
1736356373
მსოფლიოდანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: გრენლანდია, შესაძლოა, გახდეს დამოუკიდებელი, მაგრამ არ გახდება აშშ-ის შტატი
გრენლანდია, შესაძლოა, გახდეს დამოუკიდებელი, თუ მის მცხოვრებლებს სურთ, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ გახდეს აშშ-ის შტატი, - ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა განაცხად...
1736353143
მსოფლიოაშშ მალე რუმინელებს უვიზოდ მოგზაურობის საშუალებას მისცემს
შეერთებული შტატები და რუმინეთი პარასკევს, 10 იანვარს ხელს მოაწერენ შეთანხმებას უვიზო მიმოსვლის შესახებ. შეთანხმება მოქალაქეებს საშუალებას აძლევს შეერთებულ შტატებში უვიზოდ გაემგზავრონ, - როგორც Europe...
1736351844
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი Meta-ს გადაწყვეტილებაზე: ეს არის კატასტროფული ინფორმაცია ოპოზიციისთვის
„ეს არის კატასტროფული ინფორმაცია რადიკალური ოპოზიციისთვის, ვინაიდან ყველაზე მსხვილი ფაქტჩეკერი ორგანიზაცია ეკუთვნით სერგი კაპანაძეს და ქალბატონ კინწურაშვილს“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნები...