„ომიკრონის“ შემთხვევაში ჩვეულებრივ ნიღაბს 60%-მდე დაცვა აქვს, ე.წ. რესპირატორს - 85%-მდე - ივანე ჩხაიძე მოქალაქეებს მიმართავს

ე.წ. ნიღაბი - რესპირატორი ყველაზე ეფექტურია და მისი გამოყენება რამდენიმე დღეც არის შესაძლებელი. ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხეიძემ მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში განაცხადა.
ის ამბობს, რომ დღეისათვის არცერთი ადამიანი, რომელსაც ნებისმიერი მუტაციის კორონავირუსი აქვს გადატანილი, დაცულად არ ითვლება, „ომიკრონს“რეინფიცირების 5-ჯერ მეტი უნარი აქვს.
„ბოლო კვლევები მიუთითებს, რომ ჩვეულებრივი ქირურგიული ნიღაბი „ომიკრონის“ შემთხვევაში 60%-მდეა დაცვის უნარის მქონე. ის ნიღაბი, რომელიც უფრო მაღალი კატეგორიისაა, ე.წ. რესპირატორი N95, იქ დაცვის მაჩვენებელი 85%-მდეა.
თუ ჩვენ ნიღაბს ვატარებთ და გვინდა, რომ ნიღბის საშუალებით ვიყოთ დაცული, უმჯობესია, რომ გამოვიყენოთ ეს ნიღაბი, „რესპირატორი“, ასევე, მინდა დავამატო, რომ ადრე არსებული შეხედულება, რომ ეს ნიღაბი უნდა გამოცვლილიყო 4-5 საათში, ახლა ასე აღარ არის და შეგიძლიათ, ეს ნიღაბი გამოიყენოთ უფრო ხანგრძლივად, რამდენიმე, 2-3 დღეც კი, თუ მას კარგად იყენებთ, არ არის მექანიკური დაზიანება. ეს ფილტრი ეფექტურია უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში“, – განაცხადა ჩხაიძემ.
ასევე საინტერესოა:
🔵 იქნება კოვიდის ახალი ვარიანტი? კი იქნება! - გიორგი ფხაკაძე
🔵 იჩქარეთ! იტალიური ენის კურსები პერუჯაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის
1741451878
საზოგადოებაპეტრე ცისკარიშვილი თვითმმართველობის არჩევნებზე: ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ მონაწილეობას არ მივიღებთ
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობა“ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. ხოლო იმ კონკრეტულ ძალებზე...
1741448456
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი გუდაურში მიმდინარე შეჯიბრებაზე: ჩვენ უკვე 300-ზე მეტ საერთაშორისო სპორტსმენს ვუმასპინძლებთ ჩვენს სათხილამურო კურორტებზე
ჩვენ უკვე 300-ზე მეტ საერთაშორისო სპორტსმენს ვუმასპინძლებთ ჩვენს სათხილამურო კურორტებზე. მიმდინარე შეჯიბრიც ძალიან წარმატებულია ჩვენი ქვეყნისთვის, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრ...
1741445968
საზოგადოებაპაატა სალია ოჯახური ღირებულებების კანონზე: ეს ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა იყო, შესაბამისად, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ ჩვენ ეს კანონი გავაუქმოთ
ირიბად, ეს ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმურობას აღიარებენ, რადგან ითხოვენ, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტმა გააუქმოს კანონი - მთავრობა ვერ გააუქმებს კანონს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლეს...
1741443176
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: სამწუხაროა, რომ ევრო ბიუროკრატები კვლავ ილუზიის ქვეშ იმყოფებიან, თითქოს არის ათასობით სქესი. მადლობა ღმერთს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენ ამის მტკიცება არ გვჭირდება, არის ორის სქესი, კაცი და ქალი
სამწუხაროა, რომ ევრო ბიუროკრატები კვლავ ილუზიის ქვეშ იმყოფებიან, თითქოს არის ათასობით სქესი. მადლობა ღმერთს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენ ამის მტკიცება არ გვჭირდება, არის ორის სქესი, კაცი და...
1741442993
ახალი ამბებისპორტის მინისტრი: სასიხარულოა, რომ დღეს სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულთა მსოფლიო ყურადღების ცენტრშია გუდაური და ამინდშიც ძალიან გაგვიმართლა
სასიხარულოა, რომ დღეს სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულთა მსოფლიო ყურადღების ცენტრშია გუდაური და ამინდშიც ძალიან გაგვიმართლა, - განაცხადა სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ. მინისტრი გუდაურში იმყოფება...