პროკურატურამ ყალბი ფულის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ყალბი ფულის დამზადების და გასაღების ფაქტზე ბ.ც.-ს და ლ.ჩ-ს ბრალდება წარუდგინა.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბ.ც. და ლ.ჩ., ამ უკანასკნელის საცხოვრებელ ბინაში განთავსებული სპეციალური საშუალებების გამოყენებით სისტემატიურად ამზადებდნენ ყალბ 50 და 100 ლარიან კუპიურებს, რომლებიც  2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის 12 თებერვლის ჩათვლით  თბილისსა და რუსთავში მდებარე რვა ობიექტში გაასაღეს, ხოლო შვიდ ობიექტში ყალბი კუპიურების გასაღება სცადეს.

სამართალდამცველებმა ბ.ც. და ლ.ჩ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე 15 თებერვალს დააკავეს. ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ყალბი კუპიურების დასამზადებელი მოწყობილობები და გასასაღებლად გამზადებული 34 ერთეული ყალბი 50 და 100 ლარიანი კუპიურები  იქნა ამოღებული.

ორივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 დან 10 წლამდე  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ბრალდებულების მიერ სხვადასხვა ობიექტზე ყალბი ფულის გასაღების ფაქტების გამოსავლენად გამოძიება გრძელდება“,- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

სხვა სიახლეები:

📍65 წლის პენსიონერს, რომელიც ბავშვებზე, მათ შორის ნათლულზე სექსუალურად ძალადობდა, 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

📍დედამ არ იცის... როგორ გინდა, უთხრა… - ბონდო ქურდაძე

📍საბერძნეთის მთავრობამ რეგულაციების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო - ნახეთ რა იცვლება 19 თებერვლიდან

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741268879

მსოფლიო

„სიენენი“ - დონალდ ტრამპი განათლების სამინისტროს გაუქმებას აპირებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განათლების სამინისტროს გასაუქმებლად ემზადება. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპმა შესაძლოა, ამ კვირაში ან  დღესაც  ხელი მოაწე...

დონალდ ტრამპი

1741267873

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ტაჯიკეთის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ტაჯიკეთის ახლადდანიშნულ ელჩს, ილხომ აბდურახმონს (რეზიდენციით ბაქო) შეხვდა. მაკა ბოჭორიშვილმა ტაჯიკეთის ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მ...

მაკა ბოჭორიშვილი

1741266370

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7830 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7858 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...

ვალუტის კურსი

1741264392

მსოფლიო

ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკაში მყოფი 240 ათასი უკრაინელისთვის სამართლებრივი სტატუსის გაუქმებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკაში მცხოვრები 240 ათასი უკრაინელისთვის სამართლებრივი სტატუსის ჩამორთმევას გეგმავს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. საუბარია იმ უკრაინელებზე, რომლე...

უკრაინის მოსახლეობა

1741261938

მსოფლიო

პუტინმა აშშ-ში რუსეთის ახალ ელჩად ალექსანდრე დარჩიევი დანიშნა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ში ახალი ელჩი, ალექსანდრე დარჩიევი დანიშნა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რუსეთს ელჩი ამერიკაში 2024 წლის ოქტომბრიდან არ ჰყავდა. 18 თებერვალს საუდის არა...

ალექსანდრე დარჩიევი