„როდემდე აპირებთ ადამიანების დაყოფას თქვენ მიერ მოგონილი ხელოვნური ნიშნით? - იაგო ხვიჩია „ქართულ ოცნებას“ მიმართავს

„როდემდე აპირებთ ადამიანების დაყოფას თქვენ მიერ მოგონილი ხელოვნური ნიშნით? არა იძულებას! არა „მწვანე პასპორტებს“! არა სეგრეგაციას!“- ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.
„შვილების ადგილას წარმოიდგინეთ ის ადამიანები, რომლებსაც სხვა ადამიანებთან - მოსახლეობის 70%-თან ურთიერთობა აუკრძალეთ, ხოლო თუკი ექნებოდათ, დაემუქრეთ რომ „გატყიპავდით“, - თქვა ხვიჩიამ.
როგორც იაგო ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, „ქართული ოცნება“ შეზღუდვების და აკრძალვების ხელისუფლებაა.
„ჩემი გამოსვლა შეეხება ე.წ მწვანე პასპორტებს, მესმის, რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი ყველაზე შეზღუდვების მოყვარული ხელისუფლება. მგონია, მოგწონთ კიდეც ეს როლი და ხშირად ამბობთ, რომ ხართ მზრუნველი მთავრობა, მაგრამ სინამდვილეში თქვენ ხართ ყველაზე მეტი შეზღუდვების და აკრძალვების ხელისუფლება, რაც აქამდე გვყოლია, მჯერა, რომ საბოლოო ჯამში ხალხი თქვენ ამ მოტივით გადაგირჩევთ ერთხელ და სამუდამოდ, როდესაც მობეზრდება ის, რაც ახლა ჩემს მაგიდაზე ხდება, რომ ყველა კანონი ადამიანების შემზღუდველია შინაარსობრივად და ამას, როგორც „მზრუნველობის მოტივს“ ისე აფასებთ“- უთხრა დეპუტატებს „გირჩის“ ლიდერმა.
მისი თქმით, შეურაცხმყოფელია, როდესაც სრულწლოვან ადამიანებს მშობელი 9 საათზე დაგვაძინებს, მერე თუ კარგად მოვიქცევით 2 საათი გაგვიხანგრძლივებს და 11-ზე დაგვაძინებს.
„შეურაცხმყოფელია, როდესაც დიდი ხარ უკვე და გეუბნებიან, რომ ვიღაცასთან ერთად კაფეში არ იარო, რადგან შენთვის ასე ჯობია. ან როცა გეუბნებიან გაკვეთილიდან, ლექციიდან, პარლამენტის სხდომიდან პირდაპირ სახლში წამოდიო. გინახავთ ისეთი მშობლები ზედმეტი მზრუნველობით შვილებს მეგობრებთან უფუჭებენ საქმეს, რომლებიც შეიძლება ამით სამუდამოდაც კარგავენ მეგობრებს. შვილების ადგილას წარმოიდგინეთ ის ადამიანები რომლებსაც თქვენ აუკრძალეთ სხვა ადამიანებთან - მოსახლეობის 70%-თან ურთიერთობა, ხოლო თუ კი ექნებოდათ დაემუქრეთ, რომ „გატყიპავდით“ - განაცხადა პარლამენტარმა ხვიჩიამ.
„რამდენი ურთიერთობა დაანგრიეთ ასე თუ წარმოგიდგენიათ, რამდენი ერთგული მომხმარებელი გააგდებინეთ კაფე-ბარების მფლობელებს საკუთარი დაწესებულებებიდან?! მგონია, რომ ეს ძალიან დიდი სირცხვილია. მგონია ჩემთანაც უნდა შეგრცხვეთ, როგორც ადამიანთან, რომელიც კაფეებში, ბარებსა და სასტუმროებში ვერ დადის, რატომ არ მიშვებთ, რა დაგიშავეთ? და ზოგადად, როდემდე აპირებთ ადამიანების დაყოფას თქვენ მიერ მოგონილი ხელოვნური ნიშნით? არა იძულებას! არა „მწვანე პასპორტებს“! არა სეგრეგაციას!“ - თქვა იაგო ხვიჩიამ.
დღის სხვა ამბები:
🔵 შვილების გაუპატიურებაში ბრალდებულ მამას პატიმრობა შეეფარდა
1740983813
ახალი ამბებისაქართველოს რკინიგზა რეისების განახლებისა და ზოგიერთი რეისის გაუქმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
„საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, დღეიდან 3 მარტიდან ზოგიერთი სარკინიგზო რეისი აღდგება, რეისების ნაწილი კი დროებით არ შესრულდება. 3 მარტიდან შესრულდება შემდეგი რეისები: თბილისი-ოზურგეთი-თბილისი ქუ...
1740982120
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დიდთოვლობით მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა
დიდთოვლობის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესწავლაზე სპეციალური კომისია იმუშავებს,- შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო. კომისია დეტალურად შეისწ...
1740981935
მსოფლიომაკრონი აცხადებს, რომ ევროპული კონტინგენტი უკრაინაში მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გაიგზავნება
ევროპული სამშვიდობო კონტინგენტი უკრაინაში უახლოეს კვირებში არ გამოჩნდება, ეს მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოხდება. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაზეთ Le F...
1740979239
ახალი ამბებიპარლამენტში დღეს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს განიხილავენ
პარლამენტში დღეს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს განიხილავენ. განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით გაიმართება. პროექტის ინიციატორთა განცხადებით, მათ მიერ წარდგენილია აშ...
1740978318
ახალი ამბებიგურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში, საავტომობილო გზების თოვლისგან წმენდის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა
გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში საავტომობილო გზების თოვლის საფარისგან წმენდის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ყველა რთულ მონაკვეთზე, სადაც გადაადგილება შეუძლებელი იყო, მძიმე ტექნიკა ინტენსიურ რეჟიმში მუ...