„ერთი დღით ადგილს გავუცვლიდი პრეზიდენტს და მივიღებდი ისეთ კანონებს, რომლითაც ქვეყანას ვიხსნიდი სიდუხჭირისგან, ყველა ემიგრანტს სახლში დავაბრუნებდი“ - ემიგრანტი იტალიიდან

იტალიაში, ნეაპოლში მცხოვრები ქართველ თანამემამულესთან, ნონა ჯიბღაშვილთან ინტერვიუ, exclusivetv.ge-მ უკრაინაში მიმდინარე საომარ ვითარებამდე ჩაწერა. მასთან საუბრის დეტალებსა და მომავლის იმედით სავსე ისტორიას დღეს გთავაზობთ.
- პროფესიით მედდა ვარ. მყავს მეუღლე და ორი შვილი. ჩემთვის ოჯახი წმინდა ტაძარია, ფასდაუდებელი საუნჯე. ემიგრანტი, საქართველოში უპერსპექტივობის და უმუშევრობის გამო გავხდი. პირველად ემიგრაციაში 28 წლის ასაკში წავედი. ვიყავი რამდენიმე ქვეყანაში, იტალიაში სამი წელია ვარ და სიმართლე, რომ გითხრათ ძალიან მომწონს. ხალხი, რაღაცნაირად ქართულ ხასიათს მივამსგავსე (განსხვავება ვნახე რუსეთს შორის). აქ იმდენი ქართველი ვნახე მართლა არ ველოდი, პატარა საქართველოა ნაპოლის ცენტრში „piazza garibaldis“ ტერიტორიაზე.
პანდემიის გამოცხადების დროს გავაკეთე ჯგუფი „ჩვენ ქართველები იტალიაში noi georgiani in italia“ და მეგობრებს ვეხმარებოდი იტალიური გაკვეთილებით და იტალიური სამზარეულოს რეცეპტების მიწოდებით. მინდოდა რამე პოზიტიური საკითხები შემეტანა მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
რაც შეეხება, ჩემს საქმიანობას იტალიაში, ვმუშაობ მომვლელად ერთ უკეთილშობილეს იტალიელ ბაბუასთან. ჩვენ როგორც მამა-შვილი ისე ვართ და მიხარია რომ მათ ოჯახში მოვხვდი. გარდა ამისა, რამდენიმე თვის წინ გავაკეთე ტურისტული სააგენტო „Georgian tour“ და ვეხმარები ქართველებს ევროპის ქვეყნებში მოგზაურობასა და მუშაობის დაწყებაში.
რომ ვუყურებ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, ვფიქრობ რომ ემიგრანტები განწირულები ვართ სამუდამო ემიგრაციისთვის. მტკივა ყველას ტკივილი, ვისმენ და მესმის უამრავი ემიგრაციული ისტორია, რაც გულს უფრო მიმძიმებს. ვცდილობ მუდამ ვიყო ემიგრანტების გვერდით, როგორც შემიძლია. ჯერ არ ვფიქრობ დაბრუნებაზე, ვფიქრობ ოჯახის ჩამოყვანას.
ჩემი იდენტობა - ანუ ვინ ვარ მე, ნონა ჯიბღაშვილი: დავიბადე კახეთში, ერთ მზიან დღეს, 12 ივნისს. გავიზარდე მრავალსულიან ღირსეულ, მეტად თბილ და ტრადიციულ ოჯახში. მეგონა, როგორც ზღაპრებში, ცხოვრებაშიც მიუღწეველი არაფერი იყო (უფრო ბავშვობაში). მინდოდა ცნობილი მომღერალი ვყოფილიყავი. მომღერლობა ვერა, მაგრამ მედდა გავხდი.
ადრეულ ასაკში უფრო მიამიტი და დამთმობი ადამიანი ვიყავი (ვფიქრობ ზედმეტადაც). მიყვარს სიმღერა, პოეზია და მეგობრებთან ერთად გართობა. მძულს ორპირობა, ჭორაობა, შური, ტყუილი, ღალატი. ვნანობ ალბათ ბევრ რამეს, მაგრამ მწამს, რომ წარსულით უნდა ვისწავლოთ! მშურს - არავისი არაფერი არასდროს! მაინტერესებს - მოგზაურობა, მიხარია - სიკეთის კეთება, ბედნიერი ადამიანების თვალების დანახვა. ვამაყობ - ჩემი ოჯახით, მეგობრებით. მწყინს - დაუნახაობა, ცივი დამოკიდებულება ადამიანთა შორის, გაუტანლობა. ვკითხულობ - ხშირად ლექსებს. მენატრება - შვილები, ოჯახი, სამშობლო, ახლობლები, ბავშვობა და საკუთარი „მე“- ჩემს სახლში. მეშინია - სიკვდილის, რადგან ვთვლი, რომ ჯერ ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი.
ჩემი კომფორტისათვის აუცილებელი პირობაა: - სითბო და სიყვარული, ოჯახური იდილია, ჯანმრთელობა და მშვიდობა. მაცივარში უნდა მქონდეს ხორცი, ყველი, არაჟანი. სამზარეულოს კარადაში - ტკბილეული, ბევრზე ბევრი.
ღიმილის მიღმა ბევრი სევდა-დარდი მაქვს და ამ ღიმილის მიღმა საფიქრალი იმალება, მაგრამ ვარ წრფელი, რაც მთავარია. „რაცა ვარ, ეს ვარ“გულწრფელობა მთავარია. ჩემთვის ოჯახი უმთავრესია. მყავს მეუღლე და ორი შვილი მარიამი და გიორგი. მწამს, რომ ოჯახი არის პატარა ტაძარი, სადაც მუდამ სითბო და სისპეტაკე უნდა სუფევდეს.
ერთი დღით ადგილს გავუცვლიდი პრეზიდენტს და მივიღებდი ისეთ კანონებს, რომლითაც ქვეყანას ვიხსნიდი სიდუხჭირისგან, ყველა ემიგრანტს სახლში დავაბრუნებდი.
კაცად რომ დავბადებულიყავი, ალბათ უფრო მეტად შევძლებდი ბრძოლას, არსებული უსამართლობის წინააღმდეგ. ყველაზე სამახსოვრო რჩევა - სადაც არა სჯობს გაცლა სჯობს!
ვცდილობ ყოველთვის ფორმაში ვიყო და საკუთარ თავს ვეუბნები, “ნონა, ცუდად ყოფნის უფლება არ გაქვს, როცა შენს უკან შენი მარიამი და გიორგი დგას“. მენატრება შვილები, ჩემი სამყარო, ჩემი საყვარელი საქმე.
როგორი სიბერე მექნება, ღმერთმა იცის. ვფიქრობ ნორმალური, რადგან ჩემი შვილები არასოდეს მიმატოვებენ.
10 წლის შემდეგ 49 წლის ვიქნები. საკუთარი თავი 10 წლის შემდეგ შვილიშვილების სიყვარულში ჩაფლული წარმომიდგენია, ასევე მექნება ბედნიერი კერა და ვიქნები იტალიის მოქალაქე.
ჩემი ღმერთი ყოველთვის ჩემთანაა, როცა სასოწარკვეთილებაში ვარ. დიდება უფალს! ადამიანებო, უთხარით ერთმანეთს თუ როგორ გიყვართ ერთმანეთისთვის არ დაიშუროთ სითბო და სიყვარული. უფალმა დაგლოცოთ ყველა!
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 თუ საზღვარგარეთ იმყოფებით და არასრულწლოვანისთვის პასპორტის დამზადება გსურთ
📌 რატომ ეგონათ იტალიელ კარაბინიერებს ქართველები, რუსი მაფიოზები - ორი გურულის თავგადასავალი
1740940730
მსოფლიომარკო რუბიო - პრეზიდენტი ტრამპი ერთადერთი ადამიანია დედამიწაზე, რომელსაც აქვს რაიმე შანსი, მიიყვანოს პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან
ჩვენ უნდა გავარკვიოთ, არსებობს თუ არა გზა, რომ ომი შეაჩერონ და ერთადერთი გზა ამის გასაკეთებლად არის რუსების ჩართვა მოლაპარაკებებში, რაც ევროპელებმა ვერ შეძლეს, ბაიდენის ადმინისტრაციამ ვერ შეძლო ან არც...
1740940672
სპორტირაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალი 16 მარტს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთის ნაკრები 43:5 დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც ესპანეთის ნაკრებს შეხვდება. ფინალის საგზურის გარდა, სა...
1740940602
მსოფლიოკირ სტარმერი - დროა, გავერთიანდეთ მშვიდობის ახალი გეგმის გარშემო, ევროპამ უნდა იტვირთოს მძიმე ტვირთი, ჩვენ ვეთანხმებით ტრამპს მდგრადი მშვიდობის გადაუდებელ საჭიროებაზე, ერთად უნდა შევასრულოთ ეს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა წარმოადგინა ოთხი ნაბიჯი, რომელზედაც ლიდერები ლონდონში სამიტის დროს შეთანხმდნენ. სტარმერის თქმით, უკრაინის მხარდასაჭერად ნებისმიერი ახალი შეთანხმება უნდ...
1740936429
საზოგადოებაპატრიარქი: ხშირად გვიჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა, სხვისთვის პატიების თხოვნა, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მაგალითი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი - მოწყალენი ვიყოთ ერთმანეთის მიმართ
„ხშირად გვიჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა, - სხვისთვის პატიების თხოვნა, ან წყენის დავიწყება, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მაგალითი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც ამქვეყნად მოვიდა ჩვენი ცხონებისათ...
1740933056
მსოფლიოსენატორი ლინდსი გრემი - დიდი მწუხარებით ვამბობ: ადამიანთა ბოლო ჯგუფი, რომელსაც თავისუფლების დასაცავად მოვიაზრებდი, ევროპელები არიან
რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი ოვალურ კაბინეტში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის დაპირისპირებასა და ევროპელი მაღალჩინოსნების კომენტარებს სოციალურ ქსელში პასუხობს. „სასოწარკვეთილ, შეშფო...