„ჯერ საკუთარი ქმარი და შემდეგ იძულებით ჩემი შვილები გავამწესე ემიგრაციაში“ - exclusivetv.ge ემიგრაციაში მყოფი წარმატებული ახალგაზრდების დედამ სევდიანი ისტორია უამბო

exclusivetv.ge-ს ემიგრაციაში მყოფი წარმატებული ახალგაზრდების დედა დაუკავშირდა და თავისი სევდიანი ისტორია უამბო.
„ვკითხულობ თქვენს სტატიებს ემიგრანტებზე და ემიგრაციაში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებზე, არც თქვენ გიცნობთ და არც თქვენ რესპონდენტებს, საშინლად ავფორიაქდი, დავპატარავდი, უსუსური გავხდი და აღსარება მინდა ჩაგაბაროთ, ქართველმა დედამ, რომელიც ემიგრანტია საკუთარ ქვე - ყანაში. ყანაში, რომელსაც საქართველო ჰქვია.
გაგიკვირდებათ ალბათ, მაგრამ მე ჯერ საკუთარი ქმარი და შემდეგ იძულებით ჩემი შვილები გავამწესე ემიგრაციაში, დიახ არ მოგესმათ, ქმარი იმისთვის, რომ ოჯახი ერჩინა და შვილებისთვის საუკეთესო განათლება მიგვეცა!
შვილებისთვის განათლების მიცემა შევძელით, ხოლო სამშობლოში წლების შემდეგ დაბრუნებული მეუღლე გააკოტრეს. ხელისუფლებების უკუღმართობის გამო, დავკარგეთ ყველაფერი, რაც გაგვაჩნდა და გაბღენძილმა ჯიპებზე მომჯდარმა მევახშე დედაკაცებმა ყველაფერი დაგვაკარგვინეს, მორალურად გაგვანადგურეს, სული ხელოვნურად ამოგვაგლიჯეს და პირნათლად დაბრუნებული, უცხოურ განათლება მიღებული შვილები ისევ გადაიხვეწნენ, ერთი ევროპაში, მეორე ამერიკაში. იქ კი დაუფასეს განათლებაც და ადამიანობაც და მე უსუსური დედა მათ კმაყოფაზე ვარ, მრცხვენია და ვკანკალებ თითოეულ დახარჯულ ლარზე.
მე ვარ ემიგრანტი საკუთარ ქვეყანაში, რომელსაც მთელი ცხოვრება ენატრებოდა ჯერ ქმარი, მერე შვილები. როდემდე შეიძლება ასე დამძიმებული ცხოვრება, დაკნინებული სახელმწიფოს მიერ, რომელიც არ მიცავს, მაშინებს, საუკეთესო ახალგაზრდებს მიერეკება უცხოეთში, მიერეკება ყველას.
მრცხვენია ყველას მაგივრად, მრცხვენია ხვალინდელი დღის, მრცხვენია სიცოცხლის, მრცხვენია ყველა გათენებული დღის, რომელიც ჩემთვის ღამეა, გთხოვ გამოაქვეყნოთ როგორ ვიყიდებით ყველა დღე, ყველა წამს.
მადლობა, რომ დამითმეთ ძვირფასი დრო ჩემი წუხილის გამო“, - მოგვწერა ემიგრაციაში მყოფი წარმატებული ახალგაზრდების დედამ.
ასევე დაგაინტერესებთ:
1743964062
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია Byline Times-ის სტატიაზე: ეს არის იმ საცეცების და ფესვების ნამუშევარი და ნახელავი, რომელიც ძალიან ღრმად აქვს გადგმული ეგრეთ წოდებული „დიფ სთეითს“
ეს არის იმ საცეცების და ფესვების ნამუშევარი და ნახელავი, რომელიც ძალიან ღრმად აქვს ეგრეთ წოდებული „დიფ სთეითს“, გნებავთ „გლობალური ომის პარტია“ დაარქვით, რომელსაც ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ტრამპი და მი...
1743961730
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი - რადიკალური ოპოზიციის უუნარობის ამსახველი, დამამტკიცებელი, არგუმენტებით გაჯერებული სცენები იხილა საზოგადოებამ - კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ საქართველოში რადიკალიზმს გასაქანი არა აქვს
მოცემულობა იყო ამორფული, როდესაც აქტიური აგენტი ზურაბიშვილი, პასიურ აგენტ სააკაშვილის დიდი ბანერის ფონზე ცდილობდა არარსებული გეგმის პრეზენტაციას, რაც ისევ უგეგმობაში გადაიზარდა საბოლოო ჯამში და სტვენ...
1743958867
ახალი ამბებითეა წულუკიანი: ეს დგას ამ კომისიის მიღმა, რომ საზოგადოებამ დაინახოს, სად და რა პირობებში გვიწევდა ჩვენ ყველას ყოფნა 2003-2012 წლებში და როგორ შევიდა მაშინდელი დანაშაულებრივი რეჟიმი პრაქტიკულად ყველა ოჯახში თავისი ბინძური ხელებით
სწორედ ეს დგას ამ კომისიის მიღმა, რომ საზოგადოებამ დაინახოს ის, თუ სად და რა პირობებში გვიწევდა ჩვენ ყველას ყოფნა 2003-2012 წლებში და როგორ შევიდა მაშინდელი დანაშაულებრივი რეჟიმი პრაქტიკულად ყველა ოჯ...
1743956546
ახალი ამბებითბილისის რამდენიმე უბანში, 7 აპრილს, წყალი 6-10 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართი
GWP-ის ინფორმაციით, 7 აპრილს თბილისის რამდენიმე უბანს წყალი შეუწყდება. კომპანიის განმარტებით, სამგორის რაიონში დაგეგმილია აუცილებელი ტექნიკურ სამუშაოების ჩატარება. ასევე წყალი შეზღუდვით მიეწოდება ჩუღ...
1743953662
მსოფლიოწყალდიდობის გამო ბრაზილიის ორ ქალაქში, მათ შორის რიო-დე-ჟანეიროში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
წყალდიდობის გამო ბრაზილიის ორ ქალაქში, მათ შორის რიო-დე-ჟანეიროში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 24 საათის განმავლობაში რეგიონში რეკორდული რაოდენობის ნალექი დაფიქსირდა, რამაც წყალდიდობასთან ერთად...