"ჩვენ ამ ქალაქის აღდგენაში დაგეხმარებით, იმისათვის, რომ ის კიდევ უფრო ლამაზი, კიდევ უკეთესი გახადოთ" - ნიკოს დენდია ოდესაში ვიზიტის დროს

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ნიკოს დენდია, გუშინ ოდესაში ჰუმანიტარული დახმარების ჩატანის მისიით ჩავიდა.
ოდესაში ის შეხვდა, საბერძნეთში მცხოვრები ბერძნული საზოგადოების წარმომადგენლებს უკრაინის ოფიციალურ პირებს, მათ შორის უკრაინის ვიცე-პრეზიდენტს.
მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბერძნეთის მთავრობა პრემიერ-მინისტრის კირიაკოს მიცოტაკისს ხელმძღვანელობით მხარს უჭერს უკრაინას და განაცხადა, რომ ოდესას უთუოდ ნათელი მომავალი ექნება. „ამ რთულ დროს, ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ ჩვენ ამ მომავლის ნაწილი გავხდებით და ამ ქალაქის აღდგენაში დაგეხმარებით, იმისათვის, რომ ის კიდევ უფრო ლამაზი, კიდევ უკეთესი გახადოთ“, - განაცხადა ნიკოს დენდიასმა.
ნიკოს დენდიასი ასევე ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, პოლკოვნიკ მაქსიმ მარჩენკოს შეხვდა.
„ოდესას ჩვენთვის დიდი ისტორიული მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად,ამ ქალაქისა და მისი მოსახლეობის მომავალი ჩვენი ისტორიის, ჩვენი წარსულის ნაწილია და ვიმედოვნებთ, რომ ის ჩვენი საერთო მომავლის ნაწილიც იქნება“, - განაცხადა ნიკოს დენდიასმა მასთან საუბრისას სადაც ასევე აღნიშნა, რომ საბერძნეთი არის ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომელიც ორივე ორგანიზაციის ფარგლებში უკრაინას ყველა შესაძლო დახმარებას უწევს.
საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მწუხარება გამოხატა ასევე 3 აპრილს, ოდესის ტერიტორიაზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო.
„ჩვენი აზრით, ქალაქზე თავდასხმა ყველაზე მიუღებელია, ეს არის ომის დანაშაული"- აღნიშნა მან და პირობა დადო, რომ ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს გადასცემს "იმას რაც უნდა გადაიცეს!".
ნიკოს დენდიამ ოდესაში ყვავილებით შეამკო მეგობართა ფიცის ძეგლი.
ასევე საინტერესოა
🔷რუსი ოკუპანტების შეჭრა უკრაინაში - აქცია და კონტრაქცია ათენში (ფოტოკოლაჟი)
1740585832
საზოგადოებაირაკლი ჩიქოვანი: მასშტაბური სპეკულაცია და დეზინფორმაციის გავრცელება ემსახურება სტიქიის შედეგების აღმოფხვრის პროცესში ჩართული სხვადასხვა უწყების წარმომადგენლების შრომის დისკრედიტაციას
„მიმდინარეობს მასშტაბური სპეკულაცია და დეზინფორმაციის გავრცელება, იმისათვის, რომ მოხდეს დისკრედიტაცია იმ საქმეებისა, რომელსაც დღეს სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები...
1740584934
ახალი ამბებიილია II-ის გადაწყვეტილებით, საპატრიარქოდან, დაზარალებულთათვის საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი, მედიკამენტები, თბილი გადასაფარებლები გაიგზავნება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის გადაწყვეტილებით, საქართველოს საპატრიარქოდან დაზარალებულთათვის გაიგზავნება საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი, მედიკამენტები, თბილ...
1740582835
ახალი ამბებიმიშა მშვილდაძე ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში ფულს სთხოვს: უხერხულია ასე დაპირება და მერე გადაგდება
მთელი წელი რომ ბაზრობდა ჯოზეფ ბორელი, 120 მილიონი ევრო საქართველოს მთავრობის ნაცვლად 2025-ში „ენჯეოებს“ და მედიას უნდა მივცეთო - რაშვებით, გავიდა პირველი კვარტალი, - წერს „ფორმულას“ თანადამფუძნებელი...
1740581468
მსოფლიო„ჩემთვის მთავარი იყო, რომ არ გვქონოდა ვალი“ - ზელენსკიმ დაადასტურა, რომ წიაღისეულის შესახებ შეთანხმების საბოლოო ვერსია მზად არის
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-სთან წიაღისეულის შეთანხმების საბოლოო ვერსიაში არსად არ არის მითითებული, რომ უკრაინას ვალი აქვს წარსულში მიღებული დახმარებისთვის. ამის შესახებ...
1740580845
ახალი ამბები„ადამიანის გამოყვანა უვნებლად მოხერხდა, გარდაცვალების ფაქტი არ დადასტურდა, ეს საბედნიერო ინფორმაციაა“ - მამუკა მდინარაძე
„ბოლო წუთებში და ბოლო საათებში ვრცელდებოდა ინფორმაცია ლანჩხუთის რაიონში ერთ-ერთი ადამიანის გარდაცვალების შესახებ, რაც არ არის სწორი. ადამიანის გამოყვანა უვნებლად მოხერხდა, გარდაცვალების ფაქტი არ დადას...