საბერძნეთში, 9 წლის ბავშვი დედამ თავშესაფარში ჩააბარა -"უნდა გადამეწყვიტა მოკვდებოდა ჩემს გვერდით თუ გადარჩებოდა ჩემგან შორს"

„ერთ დღესაც ჩემ თავს ვუთხარი, რომ ჩემი შვილი არ მოკვდებოდა. დილით ავდექი ვაკოცე მას და განცხადების გასაკეთებლად წავედი " ბავშვის რჩენა არ შემიძლია. ის ასე მოკვდება. არ გვაქვს შუქი, წყალი და საჭმელი" ეს ძალიან მტკივნეული იყო, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. მე დედა ვარ. უნდა მიმეღო გადაწყვეტილება, ჩემს გვერდით მოკვდებოდა იმ პირობებში რაშიც ვცხოვრობდით თუ გადარჩებოდა ჩემგან შორს."

დედა იძულებული გახდა 9 წლის შვილი ბავშვთა სახლში დაეტოვებინა, რადგან არ ჰქონდა საკვები, დავალიანების გამო კი შუქი და წყალი გამორთული ჰქონდათ.

ეს მძიმე ისტორია საბერძნეთში, ქალაქ ვოლოში მოხდა.

9 წლის ბავშვს, რომელიც სპეციალურ სკოლაში სწავლობდა აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, რის გამოც ის ყოველ 20 დღეში ერთხელ სისხლის გადასხმას საჭიროებს, დედასთან ცხოვრების პერიოდში მას უწევდა ეცხოვრა საკვების, შუქის და წყლის გარეშე.

მას შემდეგ რაც 9 წლის გოგონა ბავშვთა თავშესაფარში გადაიყვანეს 15 დღის მანძილზე გაუჩერებლად ტიროდა და მხოლოდ მაშინ დაწყნარდა როცა დედა ნახა. დედა შვილს 20 დღეში ერთხელ ნახულობს, როდესაც მას სისხლის გადასხმაზე მიყვება.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 45 წლის ქალი პრონიაში ჩავიდა სადაც განცხადება გააკეთა "გიტოვებთ ჩემ შვილს სანამ ფეხზე დადგომას შევძლებ. მე არ შემიძლია მისი რჩენა". პატარა გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პროკურატურის გადაწყვეტილებით ის ბავშვთა სახლში გადაიყვანეს. 

" როგორ უნდა ეცხოვრა ჩემს შვილს ელემენტარული პირობების, შუქის, წყლის და საჭმლის გარეშე . 3 წლის წინ მამამისი გარდაიცვალა, მას შემდეგ სულ ჩემთან ეძინა. უნდა ამეხსნა მისთვის, რომ მისივე კეთილდღეობისთვის ვტოვებდი და რომ მალე ისევ ერთად ვიქნებოდით. მას შემდეგ ნახევარი წელი გავიდა ბავშვი კი  ისევ თავშესაფარშია.

მამაჩემს შეეძლო ჩვენი დახმარება, მაგრამ არ ისურვა. მან არ მიიღო ჩემი ქმარი და მას შემდეგ ჩვენი ურთიერთობა გაფუჭდა. მას ახლა ახალი ცხოვრება აქვს სადაც ჩვენი ადგილი არ არის. მიუხედავად იმისა რომ ყოფილი მეუღლისგან საკმაოდ დიდი მემკვიდრეობა მიიღო. ყველგან სადაც არ უნდა გამეხედა პრობლემები მხვდებოდა.

ერთ დღესაც ჩემ თავს ვუთხარი, რომ ჩემი შვილი არ მოკვდებოდა. დილით ავდექი ვაკოცე მას და განცხადების გასაკეთებლად წავედი " ბავშვის რჩენა არ შემიძლია. ის ასე მოკვდება. არ გვაქვს შუქი, წყალი და საჭმელი" ეს ძალიან მტკივნეული იყო, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. მე დედა ვარ. უნდა მიმეღო გადაწყვეტილება, ჩემს გვერდით მოკვდებოდა იმ პირობებში რაშიც ვცხოვრობდით თუ გადარჩებოდა ჩემგან შორს."

45 წლის დედა ამჟამად თესალიის, ერთ-ერთ სოფელში ნათესავთან ცხოვრობს. 

"შემიძლია ვიმუშაო მკერავად სახლში და ამავდროულად ვიზრუნო ჩემ შვილზე. ნებისმიერი სამუშაოს შესრულება შემიძლია. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ და ერთადერთი რასაც ვითხოვ არის  სამუშაო"- ამბობს 9 წლის გოგონას დედა.

როგორც ცნობილი გახდა 45 წლის ქალის შუქი დავალიანება 10.000 ევროს შეადგენს, წყლის კი - 2650.

როგორც გაირკვა, მას კომუნალური გადასახადები 2014 წლიდან არ გადაუხდია.

ასევე საინტერესოა

🔴„მომდევნო 5 წლის განმავლობაში შესაძლოა, საჭირო იყოს წელიწადში ერთი ან ორი, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება“ - ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი

🔴გაათავისუფლეს 48 წლის ქართველი რომელიც, ბერძენმა სამართალდაცავებმა რუსი მაფიოზის და მისი შეყვარებულის მკვლელობის ბრალდებით, შეცდომით დააკავეს

🔴საბერძნეთში, პაციენტის შვილი ექიმებს დანით და ბენზინით სავსე ბიდონით დაესხა თავს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1736609208

ახალი ამბები

საპროტესტო აქციების დროს დაკავებული რვა პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული რვა პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე...

საპროტესტო აქციების დროს დაკავებული

1736607620

საინტერესო ამბები

„მავნებელი პრეზიდენტყოფილი ქალის დახვედრა ზუგდიდში, სხვანაირად ჩვენ, სამეგრელოში არ ვხვდებით“ - გიორგი გამსახურდია

გიორგი გამსახურდია საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის რეგიონულ ტურნეს ეხმიანება, რომელიც ზუგდიდიდან დაიწყო. გამსახურდია აქციაზე შეკრებილი ხალხის მცირერიცხოვნობაზე ამახვილებს ყურადღებას...

გიორგი გამსახურდია სალომე ზურაბიშვილი

1736605680

სოციალური მედია

„უნდა გითხრა, რომ ეს სანქცია საერთოდ არ მანაღვლებს, ჩემთვის დიდი პატივია ამ სიაში ყოფნა“ - ვასილ მაღლაფერიძის ღია წერილი ყოფილ მეგობარს

ცხადია, გაიგებდი, რომ შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივანს კონგრესმენებმა მოთხოვნა გაუგზავნეს ოცდახუთი ადამიანის, მათ შორის, ჩემი დასანქცირების შესახებ – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლ...

ვასილ მაღლაფერიძე

1736602609

ახალი ამბები

„მართალია, არ მოვემზადეთ, როგორც საჭირო იყო, დარწმუნებული ვიყავით, რომ ვიყავით მეტნი, რაც სწორია, მაგრამ მომზადებულიც უნდა ვიყოთ, საჭიროა ახალი პარტიები“ - სალომე ზურაბიშვილი

„კარგია დგომა, მაგრამ კიდევ უფრო კარგია იმის მომზადება, რაც გვჭირდება ხვალინდელი დღისთვის. კრიზისიდან გამოსავალი არის თავისუფალი არჩევნები, და შემდეგი არჩევნებისთვის მოუმზადებელი არ უნდა აღმოვჩნდეთ“,...

სალომე ზურაბიშვილი

1736599831

ახალი ამბები

სოხუმში სამი ადამიანი მოკლეს

11 იანვარს სოხუმში კაფე „ბისკვიტის“ სტუმრებს შორის სროლა მოხდა. დაღუპულია სამი ადამიანი. ისინი ცენტრალურ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ერთი მსროლელი მიიმალ...

სოხუმი