ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 17 ოქტომბრის სავსემთვარეობა ფინანსურ წარმატებასა და იღბალს მოუტანს

17 ოქტომბერს ვერძის ნიშანში სავსემთვარეობაა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დღეს სამყარო თითოეულ ადამიანს ენერგიით ავსებს და აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი თავი გამოხატოს, მიიღოს ახალი შესაძლებლობები და ფინანსურადაც დაწინაურდეს, რადგანაც სავსემთვარეობა ცეცხლის ნიშანშია. მიუხედავად იმისა, რომ ეს სავსემთვარეობა დაბნელებას არ ემთხვევა, ის ვერძსა და სასწორში რაჰუსა და კეტუს კარმული კვანძების ღერძზეა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული მოვლენა განსაკუთრებით საყურადღებო იქნება და ის 8 აპრილის დაბნელების მოვლენებს დაუკავშირდება.

შეეცადეთ, გაიხსენოთ, რა დაიწყო აღნიშნულ დღეს თქვენს ცხოვრებაში ან რა შეიცვალა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, სწორედ ახლა განვითარდება და გაგრძელდება ის, რაც მაშინ დაიწყო. 17 ოქტომბრის სავსემთვარეობა კი ფინანსური თვალსაზრისით ზოდიაქოს ამ 3 ნიშნისთვის განსაკუთრებით სასარგებლო იქნება: 

თევზები

სავსე მთვარე თქვენი შემოსავლის სექტორში იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ფინანსური კუთხით საქმე იმაზე გაცილებით კარგად წარიმართება, ვიდრე შეიძლება, იფიქროთ. ეს შეიძლება, კარიერულ წინსვლას, მოულოდნელ ბონუსს, საკუთარ საქმეში გამართლებას დაუკავშირდეს. ამავდროულად, როგორც ასტროლოგები ამბობენ,17 ოქტომბრის სავსემთვარეობა დიდ ძალასა და შემართებას მოგცემთ, რომ საბოლოოდ გადაჭრათ ის საკითხები, რომლებზეც უკვე დიდი ხანია, ღელავთ, მაგრამ მოგვარების გზები ვერ იპოვეთ.

ქალწული

სავსემთვარეობა თქვენი ფინანსების, დაზღვევისა და გადასახადების სექტორში ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში შესაძლოა, თქვენი ცხოვრება ფინანსური თვალსაზრისით მნიშვნელოვნად შეიცვალოს. მიიღოთ დიდი თანხა ჰონორარის ან ჯილდოს სახით, ან შეიძლება, თქვენს ცხოვრებაში რაიმე ფინანსური ციკლი წარმატებით დასრულდეს. მაგალითად, შესაძლოა, დაფაროთ ვალი ან რომელიმე საქმემ, პროექტმა, რომელსაც ახორციელებთ, მნიშვნელოვანი მოგება მოგიტანოთ.

ტყუპები

სავსემთვარეობა თქვენი მეგობრებისა და საზოგადოების სექტორში იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ფინანსური წარმატება სწორედ ამ წრეს შეიძლება, დაუკავშირდეს. ერთობლივი საქმე წამოიწყოთ ან არსებულ პარტნიორობაში ნახოთ მეტი მოგება. ასევე, შესაძლოა, სოციალური ქსელებიდან უფრო მეტ პოპულარობას მიაღწიოთ და შემოსავალიც სწორედ სოციალურ ქსელებში აქტიურობით გაგეზარდოთ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1729002130

საზოგადოება

ქუთაისში ხანძარი იყო - დაშავებულია 1 პირი

ქუთაისში ბავშვთა გასართობ ცენტრში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევა ორახელაშვილის ქუჩაზე მოხდა. ჩვენი  ინფორმაციით შემთხვევით შედეგად დაშავებულია ერთი ადამიანი, მას  ხელზე აღენიშნება მსუბუქი დაზიანება.  თვითმ...

ააა

1728998697

სოციალური მედია

„მისი მადლობაა პირადად, რომ იცოდეთ!“ - ბუკა პეტრიაშვილი გარდაცვლილი შვილის ფოტოს აქვეყნებს

ალექსი პეტრიაშვილის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. მისი ვაჟი, შოთიკო პეტრიაშვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს....

ბუკა პეტრიაშვილი

1728997713

საზოგადოება

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 15 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7274 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7263 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

ვალუტის კურსი

1728995032

საზოგადოება

საკვები პროდუქტების ჩამონათვალი, რომლის მიღებითაც ჩვენ შეიძლება ხელი შევუწყოთ თავის ტკივილის დაწყებას

იცოდით, რომ არსებობს საკვები პროდუქტები, რისი მიღების შემდეგაც შეიძლება თავის ტკივილი დაგვეწყოს. „დილა მშვიდობისა საქართველომ“ მსგავსი სახის საკვები პროდუქტებს თავი მოუყარა და საზოგადოებას რეკომენდაცი...

საკვები

1728991998

სპორტი

„შრომაჰოლიკი, დიდი პოტენციალით“ - ყოფილი თანაგუნდელები ზურიკო დავითაშვილზე

„შრომაჰოლიკი, დიდი პოტენციალით“ - ასე ახასიათებენ „სენტ-ეტიენის“ ქართველ შემტევ ნახევარმცველს მისი ყოფილი თანაგუნდელები „ბორდოდან“. „მან გაიბრწყინა ჩემპიონატის ბოლო მატჩში ოსერთან და ბომბარდირთა დავაშ...

 ზურიკო დავითაშვილი