სილვინიო: პატივისცემა თქვენ ჰიმნზე ტაშისთვის, ძალიან დასაფასებელი ჟესტი იყო

ალბანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სილვინიომ საქართველოს ნაკრებთან მატჩის (0:1) შემდეგ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ძალიან თანაბარი ჯგუფია და ყველას შეუძლია ყველასთან მოგება.

„კიდე ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს ძალიან დაბალანსებული ჯგუფია, სადაც ნებისმიერ შეუძლია ნებისმიერთან გამარჯვება. ვილი სანიოლი კარგად მუშაობს, ძლიერი, დალაგებული გუნდი ჰყავს. ისინი მიჩვეული არიან 5-კაციანი დაცვით თამაშს, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენი გამარჯვების მთავარი მიზეზი არა ტაქტიკური უპირატესობაა, არამედ ის, რომ ჩვენი შანსი გამოვიყენეთ, რაც საქართველომ ვერ შეძლო. ისევე, როგორც უკრაინასთან, როცა მეტოქემ ერთი მომენტი გამოიყენა და ამან გადაწყვიტა მატჩის ბედი. დღესაც ასე იყო, დაძაბულ მატჩებში ასე ხდება. ძალიან კმაყოფილი ვართ შედეგით და იმედი მაქვს, რომ ბოლო ორ მატჩშიც ასე იქნება.

კრისტიან ასლანიმ ძალიან კარგად ითამაშა, როგორც მთელმა გუნდმა. თუმცა, იყო მომენტები, როცა ცოტა ახლოს იყო მარცხენა მცველთან და სწორედ ამაზე ვესაუბრებოდით, მცირე ცვლილებები შევიტანეთ და ყველაფერი დალაგდა. მძიმე თამაში იყო, რადგან საქართველო ძალიან ძალიან რთული გუნდია, კარგი ფეხბურთელები ჰყავს, ფიზიკურად, ტაქტიკურად ძლიერი, დაუჯერებელია. რაც შეეხება, მადლობას გიხდით პატივისცემისთვის, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი პატივისცემა თქვენ ამ ჟესტისთვის.

ძალიან ღია ჯგუფია, დღევანდელი შედეგების მიუხედავად ეს არ შეიცვლება - ნებისმიერ შეუძლია ნებისმიერთან მოგება, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ საქართველოსთან სახლში წავაგეთ და სტუმრად მოვიგეთ. ვფიქრობ, რომ ბოლო ორი ტურიც ასეთივე დაძაბული იქნება. წინ ძალიან რთული ორი თამაში გველოდება, მაგრამ შანსი ყველას გვაქვს.

გავიმეორებ, რომ ჯგუფს ფავორიტი არ ჰყავს. რაც შეეხება წინა მატჩთან ცვლილებებს, ნაწილობრივ გამოწვეული იყო იმით, რომ სამი დღის წინ რთული თამაში გვქონდა, ბევრი ფეხბურთელი დაღლილი იყო, მათ გავესაუბრე და გადავწყვიტე, რომ გარკვეული ცვლილებები გაგვეკეთებინა. ისინი ამას გაგებით ეკიდებიან, რადგან ძალიან შეკრული გუნდი გვყავს და მადლობა მათ ამისთვის“, - განაცხადა სილვინიომ.

საქართველოს ნაკრებს ჯგუფში ოთხი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს. ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო მატჩში 16 ნოემბერს, უკრაინის ნაკრებს შეხვდება, რომელსაც ბათუმში უმასპინძლებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1729002130

საზოგადოება

ქუთაისში ხანძარი იყო - დაშავებულია 1 პირი

ქუთაისში ბავშვთა გასართობ ცენტრში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევა ორახელაშვილის ქუჩაზე მოხდა. ჩვენი  ინფორმაციით შემთხვევით შედეგად დაშავებულია ერთი ადამიანი, მას  ხელზე აღენიშნება მსუბუქი დაზიანება.  თვითმ...

ააა

1728998697

სოციალური მედია

„მისი მადლობაა პირადად, რომ იცოდეთ!“ - ბუკა პეტრიაშვილი გარდაცვლილი შვილის ფოტოს აქვეყნებს

ალექსი პეტრიაშვილის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. მისი ვაჟი, შოთიკო პეტრიაშვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს....

ბუკა პეტრიაშვილი

1728997713

საზოგადოება

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 15 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7274 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7263 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

ვალუტის კურსი

1728995032

საზოგადოება

საკვები პროდუქტების ჩამონათვალი, რომლის მიღებითაც ჩვენ შეიძლება ხელი შევუწყოთ თავის ტკივილის დაწყებას

იცოდით, რომ არსებობს საკვები პროდუქტები, რისი მიღების შემდეგაც შეიძლება თავის ტკივილი დაგვეწყოს. „დილა მშვიდობისა საქართველომ“ მსგავსი სახის საკვები პროდუქტებს თავი მოუყარა და საზოგადოებას რეკომენდაცი...

საკვები

1728991998

სპორტი

„შრომაჰოლიკი, დიდი პოტენციალით“ - ყოფილი თანაგუნდელები ზურიკო დავითაშვილზე

„შრომაჰოლიკი, დიდი პოტენციალით“ - ასე ახასიათებენ „სენტ-ეტიენის“ ქართველ შემტევ ნახევარმცველს მისი ყოფილი თანაგუნდელები „ბორდოდან“. „მან გაიბრწყინა ჩემპიონატის ბოლო მატჩში ოსერთან და ბომბარდირთა დავაშ...

 ზურიკო დავითაშვილი