5 ნოემბერს ახალი მთვარეა, რა ელოდება ნოემბერში დაბადებულებს - ასტროლოგ დავით ნიბლაძის განმარტება

ასტროლოგი დავით ნიბლაძე, სოციალურ ქსელ ფეისბუკში 5 ნოემბრის ახალმთვარეობის შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

როგორც ასტროლოგი გვირჩევს, ახალი მთვარის დღეს ნაკლებად სასურველია კამათი და საქმის გარჩევა.

"5 ნოემბერს ახალი მთვარეა (პიკი - 01:15სთ)

 ახალი მთვარე ამჯერად მარსთან ერთად მორიელშია 

► ყოველი ახალი მთვარე ახალი შანსია, შევცვალოთ გეზი, დავსახოთ მიზნები და იქვე დავგეგმოთ მათ მისაღწევად საჭირო მოქმედებები. ეს არ არის დღე, როდესაც უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები ან განვახორციელოთ დიდი ფინანსური ოპერაციები.

ამ დღის ენერგიის გამოყენება შეგვიძლია, ისევ და ისევ, მხოლოდ გეგმების შესადგენად და გონების ახალ, პოზიტიურ და ოპტიმისტურ განწყობაზე გადასართავად. ამ დროს რეკომენდებულია ხალხის მასებთან ურთიერთობისგან თავის შეკავება და მარტო დარჩენა. განსაკუთრებით სასიკეთოა ბუნებასთან კონტაქტი.

ახალი მთვარის დღეს ნაკლებად სასურველია კამათი და საქმის გარჩევა. ჯობია, ენერგია დავზოგოთ და მხოლოდ პოზიტიურისკენ მივმართოთ ჩვენო გონება.

წლის განმავლობაში, როგორც წესი, 12 ახალი მთვარე გვაქვს, 12 სხვადასხვა ნიშანში.

თითოეული ნიშანი თავისი უნიკალური თვისებებით გამოირჩევა და ჩვენს ჰოროსკოპებშიც აუცილებლად ააქტიურებენ რომელიღაც სფეროს ან სფეროებს, კონკრეტულ საკითხებს და გვინდა თუ არა, ჩვენი ყურადღებაც სწორედ ამ თემებზე გადადის. ახალი მთვარის გავლენა განსაკუთრებით საგრძნობია მაშინ, როდესაც ის ჩვენს რომელიმე პლანეტასთან ან/და კუთხოვან სახლებთან ქმნის ასპექტებს. მართალია, ახალი მთვარე მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ინარჩუნებს თავის გავლენას, მაგრამ ამ დროის განმავლობაში პლანეტარული ენერგიის სწორად გამოყენების შემთხვევაში, შეგვიძლია, ისეთი საქმეები შევასრულოთ, რომელიც მთელ ჩვენს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის. მით უფრო, რომ წელს მორიელის ზონა დაბნელებების სეზონის გახსნას ემთხვევა (შემდეგი სავსე მთვარე უკვე დაბნელებაა კურო/მორიელის ღერძზე).

ახალი მთვარე ამჯერად მორიელის მე-13 გრადუსზეა

► ახალი მთვარის დროს მზისა და მთვარის გარდა მორიელშია მარსიც, რომელსაც მალე მერკურიც შეუერთდება. შესაბამისად, მორიელის პოზიტიური თვისებებისა და მიდგომების სწორად გამოყენების შემთხვევაში, მომდევნო დღეები ბევრი საჭირო ცვლილებისა და სიახლის მომტანი იქნება.

► მორიელის მმართველი პლანეტა ქვესკნელის ღმერთად წოდებული პლუტონია, რომელიც ასტროლოგიაში ტრანსფორმაციასა და ქვეცნობიერის უმაღლეს ძალას უკავშირდება. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ის მართავს ყველაფერს, რაც ზედაპირის მიღმა, სიღრმეშია დამალული. პლუტონი ყველაზე ახლოსაა განახლებისა და ხელახლა დაბადების თემასთან. მისთვის ყველაზე მეტადაა მისაღები ნგრევისა და განადგურების იდეა, როგორც ახლის შექმნის წინაპირობა.

მორიელი სწორედ ის ნიშანია, რომელიც არ უშინდება სიღრმეებსა და ყველაზე მტკივნეულ შეკითხვებზე პასუხის გაცემას. ის მზადაა ჩაძვრეს სულის სიღრმეებში, გააცნობიეროს შიშები და ბოლომდე გაათავისუფლოს საკუთარი თავი იმ შეზღუდვებისგან, რომელიც განვითარებაში უშლის ხელს (ეს, რა თქმა უნდა, კარგ შემთხვევაში).

გვეშინია სიახლეების, ცვლილებების, სიყვარულის, პასუხისმგებლობის, ერთგულებისაც კი… და ამ დროს ბედნიერება არ არის კომფორტის ზონაში. ზრდისა და განვითარების შანსი ყოველთვის კომფორტის ზონის მიღმაა. ასეთი ნაბიჯების გადადგმა კი გამბედაობას, საკუთარი თავის რწმენასა და მიზანდასახულობას მოითხოვს.

მორიელს შეუძლია, იყოს უბრალოდ მორიელი, თავდაცვის დროს გამოჩნდეს, უკბინოს და მოშხამოს თავდასხმის ობიექტი ან იყოს ფენიქსი, რომელსაც შეუძლია საკუთარი ფერფლისგან ხელახლა დაბადება და ყველაფრის თავიდან დაწყება. ამ ნიშანს უკავშირდება არწივიც, რომელიც სიმბოლურად ყველაფერზე მაღლაა, ხედავს და აფასებს მთლიან სურათს, აანალიზებს, აკვირდება და ყველა შესაძლებლობას ჭკვიანურად და სტრატეგიულად იყენებს.

არჩევანი არის ჩვენზე: დავრჩეთ უბრალო შხამიან მორიელად თუ ავიდეთ არწივის სიმაღლეზე.

მორიელი წყლის ნიშანია, თავისი დიდი ემოციური სამყაროთი, რომელიც კირჩხიბისა და თევზებისგან განსხვავებით ნაკლებად ექსპრესიულია და ემოციებს შიგნით, საკუთარ თავში ატრიალებს. მორიელს შეუძლია ჩაძვრეს გონებისა და სულის სიღრმეებში, დააკვირდეს ფიქრებსა და შეგრძნებებს და გაითავისუფლოს კიდევაც თავი ზედმეტისგან. სწორედ ახლა იდეალური დროა სულ ცოტა ხნით მაინც დავრჩეთ მარტო საკუთარ თავთან, დავაკვირდეთ რეალობას, რომელშიც გვიწევს ყოფნა, მივიღოთ ფიქრები და ემოციები განსჯის გარეშე და ვაღიაროთ, რომ ჩვენ არ ვართ ჩვენი ფიქრები და განცდები.

მორიელის თემა სწორედ გათავისუფლებაა ყველაფერი იმისგან, რაც არის ძველი, დრომოჭმული, ხელის შემშლელი. რაც უფრო გულწრფელია ჩვენი დამოკიდებულება, მით უკეთ შევძლებთ, ამ პროცესს ნაყოფიერად მივყვეთ ბოლომდე.

ახალ მთვარეს ზუსტი ოპოზიცია აქვს ურანთან, რაც ერთი მხრივ ზრდის ნევროზულობას, მოუთმენლობას, კონფლიქტებსა და დაუგეგმავი მოვლენების ალბათობას, თუმცა მეორე მხრივ, შანსს გვაძლევს, არსებულ პრობლემებს ახლებურად, ორიგინალურად და გასხვავებულად შევხედოთ. მათ შორის უნდა გამოვყოთ ჩვენი დამოკიდებულებები და ხედვებიც. იმდენად მარტივი იქნება ნებისმიერი ჩიხიდან გამოსვლა, რამდენადაც შევძლებთ ძველი პატერნებისგან გათავისუფლებას და ახლებური დამოკიდებულებების გათავისებას. მორიელი (განსაკუთრებით მარსი) ცდილობს, არ დათმოს და საკუთარ სიმართლეში დაარწმუნოს ყველა. მისთვის არსებობს უკვე გაკეთებული დასკვნები და საკუთარ თავთან აღიარებული ჭეშმარიტება, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში არ თმობს. 

ურანი კი პირიქით, მოგვიწოდებს, რომ ყველაფერს ახლებურად შევხედოთ, გადავხედოთ ძველ, დრომოჭმულ ხედვებს, მოვუსმინოთ ერთმანეთს, მაშინაც კი თუ მოსაუბრის აზრები სიგიჟედ მიგვაჩნია და მივიღოთ ახალი, უცხო. მინიმუმ, დაფიქრების დონეზე მაინც. თუ ამ ყველაფერში ბალანსის პოვნას შევძლებთ, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ასპექტი საკმაოდ დადებით როლს შეასრულებს ჩვენს ცხოვრებაში.

აქვე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ურანი ასტიმულირებს იდეალურის სურვილს. შესაბამისად, არსებული გარემოებები და პირობები შეიძლება, მოსაწყენი და უინტერესო მოგვეჩვენოს.

ურანისთვის ლოდინი და მოთმინება ნამდვილად უცხო ხილია, რამაც შესაძლოა, უცბად აღმოგვაჩინოს ქაოსში. მართალია, ყველაფრის საწყისი ქაოსია, მაგრამ სწორედ აქ გვმართებს მოთმინება და მორიელის სტრატეგიული აზროვნება. ხმაურიანი აჯანყებების ნაცვლად, უმჯობესი იქნება, მშვიდად და ჭკვიანურად ვიმოძრაოთ მიზნისკენ.

წინ საკმაოდ მნიშვნელოვანი დაბნელებები და სხვა ტრანზიტები გველოდება, რაზედაც მოგვიანებით ვრცლად მოგიყვებით.

აღნიშნული ტენდენციები მეტ-ნაკლებად ზოდიაქოს ყველა ნიშანს ეხება, თუმცა თუ შენს რუკაში პირადი პლანეტები ან კუთხოვანი სახლები ფიქსირებულ ნიშნებში გაქვს (კურო/მორიელი, ლომი/მერწყული), სხვებთან შედარებით მეტად იგრძნობ ახალი მთვარისა და მორიელში პლანეტების ტრანზიტების ენერგიას თავისი ასპექტებით.

ინდივიდუალურ დონეზე ტენდენციების შეფასებას უკვე პირადი რუკის შედგენა და მისი სიღრმისეული ანალიზი სჭირდება.

მშვიდობიან და წარმატებულ ნოემბერს გისურვებთ!", - წერს ასტროლოგი დავით ნიბლაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 "იმატებს მოუთმენლობა, თავშეუკავებლობა, იმპულსურობა და აგრესიულობა" - ასტროლოგი რამაზ გიგაური

🔵 "სააკაშვილ-ივანიშვილი ფინალურ ბრძოლას მართავენ და ეს პროცესები 2022 წელს დასრულდება" - რას პროგნოზირებს ასტროლოგი რამაზ გიგაური

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1730901498

ახალი ამბები

წიწამურში საცხოვრებელ სახლში ხელყუმბარა აუფეთქდათ - არის მსხვერპლი

წიწამურში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, კაცს ხელყუმბარა აუფეთქდა. დაიღუპა 1 და დაშავდა კიდევ 1 ადამიანი. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყ...

ხელყუმბარა

1730899898

სოციალური მედია

„ვგიჟდები ამ გოგოს გემოვნებაზე“ - ანუკი არეშიძე ახალ ფოტოებს გვიზიარებს

მოდელი და დიზაინერი ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა, იგი ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან. მან ამჯერად, სოციალურ ქსელში გადაღებიდან მორიგი ახალი ფოტოები გაავრცელა,...

ანუკი არეშიძე

1730898883

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი უცვლელი - 2.7247 ლარი დარჩა. მნიშვნელოვნად გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9288 ლარია. დღეს მოქმედი კუ...

ააა

1730895391

სოციალური მედია

„ჩემს ცხოვრებას აზრი ჰქონია...“ - რას წერს ნინი ქარსელაძე?

მომღერალმა ნინი ქარსელაძემ რამდენიმე წლის წინ ბიზნესმენ თაზო ჯახუტაშვილზე იქორწინა. წყვილი ურთიერთობას დიდი ხნის განმავლობაში მალავდა. 5 წლიანი ურთიერთობის შემდეგ იგი ქმარს დაშორდა ამის შესახებ ინფორმ...

ნინი ქარსელაძე

1730891103

საზოგადოება

მუხრანის მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 ბენეფიციარი დაიღუპა

„მუხრანის მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს ორი ბენეფიციარი ემსხვერპლა“, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ავრცელებს.  მათივე ინფორმაციით, დაშავებულია კიდევ 2 ბენეფიციარი, რომლ...

ხანძარი ბათუმში