დედამ ჩვილი ფეხსაცმლის ყუთით საავადმყოფოს კართან დატოვა - რა სასჯელი ელის?

ალისა, ასე ჰქვია ახალშობილს, რომელიც დედამ ქალაქ მონცას საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილების წინ, ფეხსაცმლის ყუთში დატოვა. 

შემთხვევა იტალიაში, 30 აგვისტოს, გამთენიისას მოხდა. ყუთში ასევე იყო ბავშვის დასაფარებელი და ერთი პამპერსი. ექიმების მოსაზრებით, ჩვილი სულ რამდენიმე საათის დაბადებული იყო. 

ამბის გავრცელებისთანავე ალისას შვილად აყვანის უამრავი მსურველი გამოჩნდა, მაგრამ იტალიური კანონმდებლობის თანახმად, ამ ფორმით მიტოვებული ბავშვის გაშვილება, მხოლოდ მოტოვების მომენტიდან 10 დღის შემდეგ შეიძლება, ანუ ბიოლოგიურ დედას სწორედ ეს დრო აქვს აზრის შესაცვლელად და მის უკან დასაბრუნებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი შვილზე საბოლოოდ კარგავს უფლებას.

ასევე კანონმდებლობა არეგულირებს, რომ მშვილებელი წყვილი აუცილებლად მინიმუმ სამი წლის დაქორწინებული უნდა იყოს.

დედის ვინაობა ამ დრომდე უცნობია. ზოგადად, იტალიაში, ბიოლოგიურ დედას კანონით აქვს უფლება ჩვილი დატოვოს იმ საავადმყოფოში, სადაც იმშობიარა და მისი სახელი ანონიმური დარჩება, მაგრამ იტალიაში 14 წლამდე არასრუწლოვნის ამ ფორმით მიტოვება, როგორ ეს პატარა ალისას შემთხვევაში მოხდა, 6 თვიდან 5 წლამდე პატიმრობით ისჯება. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740481452

მსოფლიო

დიმიტრი პესკოვი - რუსეთს აქვს უამრავი იშვიათი მინერალი, რომელიც აშშ-ს სჭირდება და ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისთვის

რუსეთს აქვს უამრავი იშვიათი მინერალი, რომელიც აშშ-ს სჭირდება და ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისთვის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „ამერიკელებს სჭირდებათ იშ...

აა

1740481109

საზოგადოება

რა ვითარებაა გზებზე? - განახლებული ინფორმაცია

ქვეყნის მასშტაბით რამდენიმედღიანი ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მაგისტრალებისა და შიდასახელმწიფოებრივი გზების წმენდისთვის მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, ინტენსიურად იწმინდება გზები და იყრება...

რა ვითარებაა გზებზე?

1740480127

ახალი ამბები

დავით ნარმანია: „ენერგო პრო ჯორჯია“ და „სოკარ ჯორჯია გაზი“ ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, რეგიონებში, სადაც უხვმა ნალექმა ელექტროენერგიისა და გაზსადენის ინფრასტრუ...

დავით ნარმანი

1740479733

მსოფლიო

პუტინი: ზელენსკი ტოქსიკური ფიგურა გახდა, ის აუცილებლად წააგებს არჩევნებს თუ უხეში გაყალბება არ მოხდა

კრემლის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, თავისი ამერიკელი კოლეგის, დონალდ ტრამპის მცდელობა გააუმჯობესოს პოლიტიკური ვითარება უკრაინაში, უფრო მოგებიანი უკრაინისთვის არის, ვიდრე რუსეთის ფედერაციისთ...

ვვბ

1740477439

მსოფლიო

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი - უკრაინაში ომი პროვოცირებული იყო და ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად რუსების მიერ

ომი არ უნდა მომხდარიყო, ის იყო პროვოცირებული და ეს არ ნიშნავს აუცილებლად, რომ პროვოცირებული იყო რუსების მიერ, – ამის შესახებ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ ვიტკოფმა „სიენენ...

 სტივ ვიტკოფი