იტალიის სკოლებში საწავლო პროცესი გადაიდო?
იტალიის მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლებში საშობაო არდადეგები იწურება და აქტუალურია კითხვა, როდის იწყება სკოლა?
იტალიის სკოლებში სასწავლო პროცესის განახლების ზუსტი თარიღის გამოცხადება ეპიდ ვითარებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე უჭირთ, თუმცა სავარაუდოდ განიხილება 7-დან 10 იანვარი.
ზოგიერთ რეგიონში კოვიდის მეოთხე ტალღისა და ახალი შტამის ,,ომიკრონის" შემთხვევების ზრდის გათვალისწინებით სავარაუდოდ საშობაო არდადეგები გახანგრძლივდება. იტალიის რეგიონები: ვენეტო, კამპანია, ლიგურია, მოსიზე, პიემონტე, აპულია, ვალე ოსტა, ბოლცანოს პროვინცია უკვე შეჯერდნენ სასწავლო პროცესის დაწყების თარიღზე, 10 იანვარზე. ცხადია, ყველაფერი მაინც ვირუსის გავრცელების მასშტაბებზეა დამოკიდებული.
კამპანიის რეგიონის ხელმძღვანელი ვინჩენცო დე ლუკა ვარაუდობს, რომ ერთი თვე დაწყებითი კლასის მოსწავლეები დისტანციურ სწავლაზე გადაიყვანონ, რაც მისი თქმით პატარებში ვაქცინაციის პროცესსაც ხელს შეუწყობს. თეორიულად განიხილება საკითხი დისტანციურ სწავლებაზე არავაქცინირებული მოსწავლეების გადაყვანის თუ მათ კლასში 2 მოსწავლე კოვიდადებითი აღმოჩნდება.
პარტიები ,,ლეგა" და ,,ჩინკუე სტელე" ამ ინიციატივას ეწინააღმდეგებიან. კამპანიის რეგიონში 5-დან 11 წლამდე ბავშვების ვაქცინაციის პროცესი ორი კვირაა რაც დაიწყო, თუმცა ნელი ტემპით მიმდინარეობს. ბავშვების 88,4% ჯერ კიდევ აუცრელია. ,,არ შეიძლება ბავშვების დისკრიმინაცია და მათი დაყოფა ვინ დისტანციურად ისწავლის და ვინ საკლასო ოთახში."- აცხადებს განათლების მინისტრის მოადგილე ბარბარა ფლორიდია.
პარტია ლეგას წევრის როსანო სასოს განმარტებით: ,, ჩვენი მოსწავლეების საკლასო ოთახში სასწავლო პროცესის წარმართვა მთავრობის პრიორიტეტი და მთავარი პრინციპი იყო. აუცილებლად ასე უნდა გავაგრძელოთ სასწავლო წლის მეორე ნახევარშიც. ინფექციების ზრდამ იზოლაციის, პროტოკოლების გამკაცრება მოითხოვა. ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ მილიონობით ბავშვი დისტანციურ სწავლაზე გადავიყვანოთ და თანაც ამ გზით სრულფასოვანი განათლების მიღების უფლებაც არ უნდა შევუზღუდოთ." იტალიის მთავრობა სწავლობს სხვადასხვა რეგიონებში არსებულ რეგულაციებს, განსაკუთრებით დაწყებით და საშუალო კლასებში.
იტალიის განათლების მინისტრი პატრიციო ბიანკი აცხადებს, რომ ქვეყნისთვის პრიორიტეტულია სასწავლო პროცესის განახლება საკლასო ოთახებში. იტალიის ზოგიერთ რეგიონში სავარაუდოდ დაწყებითი და საშუალო კლასის მოსწავლეებისთვის შემდეგი რეგულაციების შემოღება განიხილება, თუ კლასში 2 მოსწავლე კოვიდდადებითი აღმოჩნდება და ვაქცინირებული იქნება მაშინ 5-დღიან იზოლაციაში გადავლენ და მეათე დღეს კოვიდტესტს გაიკეთებენ. ეს წესი გავრცელდება ბოლო სამ თვეში კოვიდ გამოჯანმრთელებულ მოსავლეებზეც.
რაც შეეხება არავაქცინირებულ მოსწავლეებს, ისინი 10-დღიან იზოლაციაში გადავლენ. კლასში სამი კოვიდ შემთხვევის დაფიქსირების დროს კი ზომებს ჯანმრთელობის სამინისტრო მიიღებს. საბავშვო ბაღებში 1 შემთხვევის დაფიქსირების დროს მთელი ჯგუფი 10-დღიან იზოლაციაში გადავა და შემდგომ აუცილებლად კოვიდ ტესტები უნდა გაიკეთონ.
2021 წლის 15 დეკემბრიდან იტალიის მასშტაბით სკოლებში მომუშავე ყველა ადამიანის Covid19-ზე აცრა სავალდებულო გახდა, ასევე ვალდებულნი არიან სკოლებში გამოიყენონ სამედიცინო ნიღბის ტიპი Ffp2. დაწყებითი და საშუალო კლასის მოსწავლეებიც ვალდებულნი არიან ამ ტიპის სამედიცინო ნიღაბი გამოიყენონ. დაველოდოთ თუ რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ განათლების სამინისტროში სკოლებში სასწავლო პროცესის განახლების თარიღთან დაკავშირებით და რა ტიპის რეგულაციები ამოქმედდება 2022 წელს სკოლებში ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად.
ნონა გედენიძე სპეციალურად ExclusiveTV.ge-სთვის ემილია-რომანიადან
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 გაიგე დეტალურად რა კოვიდრეგულაციები მოქმედებს იტალიაში ამჟამად
1735289346
ახალი ამბებიგარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს. „28 დეკემბრიდან 29 დეკემბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, მთაში და მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თო...
1735287222
საზოგადოება„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ოკუპანტია, ვაჭრობა გვიწევს რუსეთთანაც“ - Angel Logistic-ის დირექტორი ვახტანგ ბეჟიტაშვილი
რუსეთთან ვაჭრობაში მყოფი Freebusiness.ge-ზე რეგისტრირებული კომპანიის Angel Logistic-ის დირექტორი ვახტანგ ბეჟიტაშვილი Newshub.ge-სთან საუბრისას ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ოკუპანტია, ვაჭრობა რ...
1735286356
საზოგადოება„რუსეთთანაც ვთანამშრომლობთ... ბიზნესი ცოტა სხვა თემაა“ - რას ამბობენ კომპანია „ლორგოში“, რომელიც პლაფორმა „თავისუფალი ბიზნესის“ ხელმომწერია?
„რუსეთთანაც ვთანამშრომლობთ... ბიზნესი ცოტა სხვა თემაა და პოლიტიკა ცოტა სხვა“ - რას ამბობენ კომპანია „ლორგოში“, რომელიც პლატფორმა „თავისუფალი ბიზნესის“ ხელმომწერია? სოციალურ ქსელებში გავრცელდა იმ კომპ...
1735279200
საზოგადოებასაპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე დაფინანსებას 6 პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს - ცესკო
კანონმდებლობის თანახმად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის მეორე დღიდან, 26 ნოემბრიდან სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება მო...
1735246372
ჰოროსკოპი27 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი ამ დღეს გარკვეული შფოთვა და გაურკვევლობა ახლავს, მაგრამ მუშაობის პროცესში ეს განცდა თანდათან გაქრე...