„სანატორია 2020“ - რა ეტაპზეა საბუთების განხილვა

2020 წელს გამოსული „სანატორიის“ საფუძველზე იტალიაში ბინადრობის ნებართვის (Permesso di soggiorno) მისაღებად განაცხადი 230 000-მა არალეგალმა უცხოელმა გააკეთა. 2021 წლის აგვისტოს მონაცემებით, ჯერ მხოლოდ 60 000 ბინადრობის ნებართვაა გაცემული, მთლიანი რაოდენობის მხოლოდ 26%. პროცესი შედარებით დაჩქარდა მიმდინარე წლის თებერვლიდან. მანამდე კი, კანონის გამოსვლიდან თებერვლამდე, საქმეების მხოლოდ 5% იყო განხილული.
განსაკუთრებით რთული სიტუაციაა დიდ ქალაქებში. მაგალითად, მილანში, 26 000 მოთხოვნიდან, მხოლოდ 2000-ია დაკმაყოფილებული, რომი - 16 000-დან მხოლოდ 60, ტურინი - 5000-დან 760, ნეაპოლი - 17 500-დან 641, კაზერტა - 3700-დან 285. შედარებით უკეთესი სიტუაციაა შემდეგ ქალაქებში: ბარი - 4150-დან 2000, ბოლონია - 3884-დან 2177, რეჯო-კალაბრია - 2000-დან 950, მაგრამ ზოგადი სურათი მაინც კრიტიკულია.
უკეთესი მდგომარეობაა „სანატორიით“ განსაზღვრული იმ საქმეების განხილვის მხრივ, რომლებიც დროებითი ბინადრობის ნებართვის მოთხოვნით, საფოსტო გზავნილის, ე.წ. KIT-ის საშუალებით გაიგზავნა. 13 000 განაცხადიდან დადებითად დასრულდა 9942 საქმე, 1500-ს უარი ეთქვა, დანარჩენი განხილვის პროცესშია.
ეს ყველაფერი ათიათასობით უცხოელს დაბრკოლებებს უქმნის როგორც სამუშაო, ასევე სოციალურ ინტეგრაციაში და აგრეთვე სრულყოფილი სამედიცინო მომსახურების მიღებაში. განსაკუთრებით კი იმ სიტუაციაში, რომელშიც ამჟამად ვიმყოფებით. ბევრ, საბუთების მომლოდინე არალეგალს, პრობლემა შეექმნა ვაქცინაციისა და Green pass-ის მიღების მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ კანონი მათ ამის საშუალებას აძლევდათ.
განაცხადების განხილვის დაგვიანების ერთ-ერთი მიზეზი პრეფექტურებში პერსონალის ნაკლებობა გახლდათ. 800 თანამშრომელი, რომელთაც საქმიანობა გასული წლის მაისში უნდა დაეწყოთ, თითქმის ერთი წლის დაგვიანებით, მიმდინარე წლის მარტი-მაისის პერიოდში შევიდნენ პრეფექტურებში, რის შედეგადაც საქმეების განხილვის პროცესი დაჩქარდა. თუმცა, მათი კონტარქტები მხოლოდ ექვსთვიანია. იმედი ვიქონიოთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი, კონტრაქტების გახანგრძლივების ბრძანებას ხელს მოაწერს, რაც ავტომატურად აისახება ბინადრობის ნებართვის საქმეების განხილვის ვადების დაჩქარებაზეც.
მოამზადა ნინა მამუკაძემ
1743966800
მსოფლიომაკრონის განცხადებით, მოსკოვი უარს თუ იტყვის მშვიდობაზე, გადამწყვეტი ქმედებები უნდა მოჰყვეს
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინის ქალაქ კრივოი-როგის ბალისტიკური რაკეტით დაბომბვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „მოსკოვი თუ უარს იტყვის მშვიდობაზე, გადამ...
1743964062
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია Byline Times-ის სტატიაზე: ეს არის იმ საცეცების და ფესვების ნამუშევარი და ნახელავი, რომელიც ძალიან ღრმად აქვს გადგმული ეგრეთ წოდებული „დიფ სთეითს“
ეს არის იმ საცეცების და ფესვების ნამუშევარი და ნახელავი, რომელიც ძალიან ღრმად აქვს ეგრეთ წოდებული „დიფ სთეითს“, გნებავთ „გლობალური ომის პარტია“ დაარქვით, რომელსაც ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ტრამპი და მი...
1743961730
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი - რადიკალური ოპოზიციის უუნარობის ამსახველი, დამამტკიცებელი, არგუმენტებით გაჯერებული სცენები იხილა საზოგადოებამ - კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ საქართველოში რადიკალიზმს გასაქანი არა აქვს
მოცემულობა იყო ამორფული, როდესაც აქტიური აგენტი ზურაბიშვილი, პასიურ აგენტ სააკაშვილის დიდი ბანერის ფონზე ცდილობდა არარსებული გეგმის პრეზენტაციას, რაც ისევ უგეგმობაში გადაიზარდა საბოლოო ჯამში და სტვენ...
1743958867
ახალი ამბებითეა წულუკიანი: ეს დგას ამ კომისიის მიღმა, რომ საზოგადოებამ დაინახოს, სად და რა პირობებში გვიწევდა ჩვენ ყველას ყოფნა 2003-2012 წლებში და როგორ შევიდა მაშინდელი დანაშაულებრივი რეჟიმი პრაქტიკულად ყველა ოჯახში თავისი ბინძური ხელებით
სწორედ ეს დგას ამ კომისიის მიღმა, რომ საზოგადოებამ დაინახოს ის, თუ სად და რა პირობებში გვიწევდა ჩვენ ყველას ყოფნა 2003-2012 წლებში და როგორ შევიდა მაშინდელი დანაშაულებრივი რეჟიმი პრაქტიკულად ყველა ოჯ...
1743956546
ახალი ამბებითბილისის რამდენიმე უბანში, 7 აპრილს, წყალი 6-10 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართი
GWP-ის ინფორმაციით, 7 აპრილს თბილისის რამდენიმე უბანს წყალი შეუწყდება. კომპანიის განმარტებით, სამგორის რაიონში დაგეგმილია აუცილებელი ტექნიკურ სამუშაოების ჩატარება. ასევე წყალი შეზღუდვით მიეწოდება ჩუღ...