"ამ არასწორი ჩაცმულობით, საბოლოოდ იღებთ განვითარების შეფერხებას" - ნევროლოგის განმარტება, თუ რატომ არ უნდა შევფუთოთ ბავშვი ზამთარში

ნევროლოგმა ბაკურ კოტეტიშვილმა ქართველი მშობლების მიერ ბავშვების თბილად ჩაცმის არასწორ პრაქტიკაზე ისაუბრა და განმარტა, რატომ არის ეს დიდი შეცდომა:

​"ნებისმიერი შეკოჭვა, შებოჭვა, მოჭერა არის მოძრაობის შეზღუდვა. არცერთ ჩვენგანს არ აწყობს არანაირი მოჭერილი ტანსაცმელი.

ეს არის დისკომფორტი.

ბავშვს უნდა ჩავაცვათ, რაც შეიძლება ხალვათად, რაც შეიძლება მინიმალური ტანსაცმელი.

ბავშვის ტემპერატურა 10 ერთეულით მაღალია მოზრდილის ტემპერატურაზე.  გავრცელებული აზრი, რომ ბავშვს სცივა - სავალალოა.

ხდება გადახურება, ორგანიზმი აორთქლებს დიდი რაოდენობით სითხეს. როდესაც აორთქლება ვერ შველის, რთავს დაცვის სისტემას, რომელიც არის ოფლდენა. ოფლი არის მკვეთრი დანაკარგი როგორც სითხის, ასევე მინერალური მარილების.

ბევრი ჩაცმა ახასიათებთ განსაკუთრებით ღამე, საბნის ქვეშ. ​ მეუბნებიან „იხდის ბავშვი.“ რადგან იხდის, ე.ი. სცხელა. ამას ბევრი განმარტება არ უნდა.

აორთქლებული სითხე დიდი დეფიციტია ორგანიზმისთვის. ჩვილის სხეულის 92 % არის სითხე. რაც უფრო ასაკში შევდივართ, ვშრებით.

ასაკოვანმა ადამიანმა და ჩვილმა ერთნაირად რომ დაკარგონ სითხე, ბავშვისთვის უფრო სავალალოა, იმიტომ, რომ მოთხოვნილება არის ძალიან დიდი. ამას არავინ აქცევს ყურადღებას.

ნებისმიერი გამოშრობა იწვევს კუნთის ტონუსის დაქვეითებას, რაც მოძრაობით აქტივობას აქვეითებს.

ამ არასწორი ჩაცმულობით საბოლოოდ იღებთ განვითარების შეფერხებას“ განაცხადა ნევროლოგმა ბაკურ კოტეტიშვილმა გადაცემაში „პირადი ექიმი მარი მალაზონია“.

სხვა სიახლეები:

🔵 პედიატრი: ომიკრონი როგორც კი დაუდასტურდებათ ბავშვებს, არის შიშები... როგორც წესი, სამ დღეში ბავშვები უკვე კარგად ხდებიან

🔵 "ვფიქრობ, პიკში ვიმყოფებით, „დელტას“ შემთხვევაში ბევრად მეტი იყო მძიმე პაციენტები, შედარებით ნაკლებია „ომიკრონის" შემთხვევაში" - ინფექციონისტი

🔵 საფრანგეთმა საქართველო “წითელი ზონის” ქვეყნების სიიდან ამოიღო

🔵 "სმენის დაქვეითება, რაც შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის" - "ომიკრონის" აქამდე უცნობი ეფექტი 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741274219

ახალი ამბები

გიორგი გამსახურდია ოპოზიციაზე: დასცინიან ადამიანების რელიგიურ გრძნობებს, ამათი „საღადაო“ არის ჯვარი, რწმენა და საერთოდ ყველაფერი, რაც ტრადიციებთან და სულიერ ღირებულებებთან არის ასოცირებული

დიდი მარხვის პირველ დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ Fox News-ზე ნაცრის ოთხშაბათის ჯვრით გამოჩენასთან დაკავშირებით ქართველი ოპოზიციონერების გამოხმაურებას საქართველოს პირველი პრეზიდენტ...

გიორგი გამსახურდია

1741271948

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი: აგრძელებენ ზეწოლას საქართველოზე, მაგრამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება საქართველოს სუვერენიტეტს არ დათმობს

„დიფ სთეითს“ უზარმაზარი გავლენა აქვს ევროპელ პოლიტიკოსებზე, ევროპული ქვეყნების ლიდერებზე, ევროკავშირის ხელმძღვანელობის სტრუქტურებზეც. ბალტიისპირეთის ქვეყნები არიან წამოწეული წინა პლანზე, რომლებიც ახმო...

თენგიზ შარმანაშვილი

1741270395

მსოფლიო

„რუსეთი უკრაინაში ნატოს ჯარების განლაგებას არ მოითმენს“ - ლავროვი

რუსეთი არ მოითმენს ნატოს ჯარების ყოფნას უკრაინაში, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი ნატის სამხედროების ყოფნას უკრაინაში ზუსტად ისე განიხილ...

აა

1741268879

მსოფლიო

„სიენენი“ - დონალდ ტრამპი განათლების სამინისტროს გაუქმებას აპირებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განათლების სამინისტროს გასაუქმებლად ემზადება. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპმა შესაძლოა, ამ კვირაში ან  დღესაც  ხელი მოაწე...

დონალდ ტრამპი

1741267873

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ტაჯიკეთის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ტაჯიკეთის ახლადდანიშნულ ელჩს, ილხომ აბდურახმონს (რეზიდენციით ბაქო) შეხვდა. მაკა ბოჭორიშვილმა ტაჯიკეთის ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მ...

მაკა ბოჭორიშვილი