"ამ ორი ნივთიერების კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი" - ექიმი ზაზა თელია საზოგადოებას აფრთხილებს

ექიმი, ზაზა თელია ფეისბუკ მომხმარებლებს სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს. ამჯერად მედიკოსი მიკროელემენტის შესახებ წერს, რომელიც პოლივიტამინებსა და საკვებ დანამატებში შეიძლება შეხვდეს მომხმარებელს.

რა უნდა იცოდეთ Chromium (ქრომი) შესახებ - ექიმი ზაზა თელია ფეისბუკზე ფოტოებს აქვეყნებს და გირჩევთ:

"Chromium (ქრომი) - ერთ-ერთი მიკროელემენტი რომელიც უხშირესად გვხვდება საკვებ დანამატებში და პოლივიტამინებში.

საკვებ დანამატებს ხშირად ისე იღებენ, რომ არც აკვირდებიან შემადგენლობას, რომელიც ისედაც შესაძლებელია იყოს არაზუსტი, არასწორი (mislabeled)

მეცნიერული მტკიცებულების სწრაფი მიმოხილვა:

ქრომს არ აქვს ეფექტი სხეულის კომპოზიციაზე, აღნაგობაზე როდესაც ის მიღებულია დანამატის სახით, გარდა ამისა არსებობს სერიოზული შეშფოთება მისი ორგანიზმში დაგროვების გამო პოტენციური გვერდითი ეფექტების გამოწვევის მხრივ, განსაკუთრებით ხანგრძლივი მოხმარების დროს.

გვერდითი ეფექტები:

ხელს უშლის რკინის მეტაბოლიზმს და თუთიის შეთვისებას, ხანგრძლივი მოხმარება დაკავშირებულია სერიოზულ გვერდით ეფექტებთან, მათ შორის - ანემია, ქრომოსომული დაზიანება, კოგნიტური უნარის გაუარესება, ინტერსტიციალური ნეფრიტი, კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება, კანკალი, უძილობა.

კომერციულად აკრძალულია მისი წარმოება ეფედრინთან ერთად, რადგან კომბინირებულად მიღებულმა დაბალმა დოზებმაც კი შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერტენზია, ინსულტი და სიკვდილი.

სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ:

მაგალითად ადამიანი რომელიც იღებს რომელიღაც სტიმულანტს, ენერგიის გასაუმჯობესებელ საშუალებას - მასში შესაძლოა შედიოდეს ეფედრინი და თუ ის ამის გარდა კიდევ იღებს რომელიმე სხვა დანამატს ან ვიტამინებს - მათში შეიძლება ასევე შედიოდეს ქრომი ამ ორი ნივთიერების კომბინაციამ გამოიწვიოს სიკვდილი

Netter's Sports Medicine 2018 - Elsevier", - წერს ზაზა თელია.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔲 "რატომ უნდა იყოს COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მასობრივი, სავალდებულო და არა მიზნობრივი??" - ექიმი ზაზა თელიას გირჩევთ

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1736424560

მსოფლიო

ტრამპი ლოს-ანჯელესში მძვინვარე ხანძრის გამო ჯო ბაიდენს ადანაშაულებს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კალიფორნიის შტატში, ლოს-ანჯელესში მძვინვარე ხანძრის გამო, შტატის გუბერნატორს გევინ ნიუსომს და მოქმედ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს ადანაშაულებს. „ხანძარი ლოს-ანჯელესში...

ხანძარი

1736423059

საზოგადოება

მძიმე ავარია ქუთაისში - დაღუპულია ახალგაზრდა ქალი

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაღუპულია ახალგაზრდა ქალი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილს მართავდა. გარდაცვლილს ორი შვილი დარჩა. როგორც ახალი ამბების სააგენტო „exclusivetv“-ს შინაგა...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1736421569

ახალი ამბები

„შეგიძლიათ დამისახელოთ რა გადაწყვეტილება მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ და რაში გამოადგა საქართველო რუსეთს 2012 წლიდან მოყოლებული?! ვერ დაასახელებთ იცით რატომ? ასეთი ფაქტი არ არსებობს“ - მამუკა მდინარაძე

„რა გადაწყვეტილება მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ შეგიძლიათ თქვათ, რაში გამოადგა საქართველო რუსეთს 2012 წლიდან მოყოლებული?! ვერ დაასახელებთ იცით რატომ? ასეთი ფაქტი არ არსებობს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრ...

მამუკა მდინარაძე

1736420645

ახალი ამბები

რუმინეთში მაისში ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება

რუმინეთში მაისში ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. პირველი ტური 4 მაისს ჩატარდება, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში - მეორე ტური 18 მაისს გაიმართება. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს. განმეორ...

რუმინეთი

1736419623

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ჩვენს ქვეყანას იმ სულის შემძვრელი ტრაგედიის გამო, რაც 5 ანგელოზი ბავშვის გარდაცვალების გამო თავს დაატყდა

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმარს გამოთქვამს. „მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო ჩვენს ქვეყანას იმ სულის შემ...

მამუკა მდინარაძე