"რატომ უნდა იყოს COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მასობრივი, სავალდებულო და არა მიზნობრივი??" - ექიმი ზაზა თელიას გირჩევთ
ექიმი ზაზა თელია სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს. იგი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მუშაობის შესახებ დეტალურ განმარტებებს აკეთებს.
"არსებულ სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებით, რატომ უნდა იყოს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაცია მასობრივი, სავალდებულო და არა მიზნობრივი??
რატომ შეიძლება მოახდინოს გავლენა კონკრეტული ადამიანების გადაწყვეტილებამ - აიცრას ან არ აიცრას სხვა დანარჩენ მოსახლეობაზე??
გავცეთ პასუხები:
1. როგორც ვიცით არც ერთი არსებული ვაქცინა არ არის 100% ეფექტურობის (ზუსტი ეფექტურობა დღემდე უცნობია), ეს იმას ნიშნავს, რომ - აუცრელმა ადამიანმა შეიძლება დააინფიციროს აცრილი
მაგალითად მრავალი შემთხვევაა, როდესაც ვაქცინირებული ადამიანი დაინფიცირდა აუცრელი ოჯახის წევრისგან.
2. ჯერჯერობით ვერცერთი ვაქცინით, ვერ აიცრება ყველა ადამიანი, ანუ არსებობს ძალიან მცირე უკუჩვენებები რომლის გამოც კონკრეტული ადამიანები ვერ აიცრებიან (მაგალითად ალერგიული რეაქცია ვაქცინაში შემავალ კომპონენტებზე), ასევე ვაქცინები არ არის დამოწმებული გამოსაყენებლად 12 წლამდე ბავშვებში.
ინფიცირებულმა აუცრელმა ადამიანმა შეიძლება დააინფიციროს ბავშვები მის გარშემო
მაგალითად სკოლაში აუცრელმა ინფიცირებულმა მასწავლებელმა დააინფიცირა ნახევარი კლასი (წინა მერხებზე მსხდომები) - https://www.cdc.gov/mmwr/volumes/70/wr/mm7035e2.htm.
3. როდესაც აუცრელი ინფიცირებული პაციენტები ჰოსპიტალიზდებიან, იხარჯება დიდი რაოდენობით რესურსი - ინტენსიური პალატის საწოლები, სასუნთქი აპარატები, ადამიანური მოვლის რესურსები, ლაბორატორიული კვლევები, დრო და ასე შემდეგ.
ეს გავლენას ახდენს თითოეულ ჰოსპიტალში მყოფ პაციენტზე, ანუ რესურსი ნაწილდება, ანუ ადამიანური და ტექნიკური რესურსი ამოწურვადია.
4. აუცრელი საზოგადოების, გამო რთული ეპიდ-სტატისტიკით განპირობებული არსებული შეზღუდვების არსებობა, ახალი შეზღუდვების დაწესება, რომელიც ზეგავლენას ახდენს ყველა ადამიანის სოციო-ეკონომიკურ ვითარებაზე.
5. და ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანი, ახალი პოტენციურად მუტირებული შტამების გაჩენის მომატებული რისკი
როდესაც ყოველი ვირუსული ნაწილი განიცდის რეპლიკაციას (გამრავლებას) უჯრედში - ეს რეპლიკაციის პროცესი არ არის 100% სიზუსტის, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი რეპლიკაციური პროცესის დროს არსებობს მცირე შანსი მოხდეს ვირუსის გენეტიკურ კოდში ცვლილება, რაც შესაბამისად ნიშნავს ახალ მუტაციას.
ბევრი ასეთი მუტაცია გახლავთ ე.წ ჩუმი მუტაციები, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ რაიმე ტიპის გავლენა ვირუსის ფუნქციონირებასა და ფორმაზე, ზოგი მუტაცია დამაზიანებელია ვირუსისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსი, რომელიც ამ მუტაციას შეიცავს აღარ ექნება უნარი დააინფიციროს უჯრედი ან რეპლიკაცია გაუკეთოს საკუთარ თავს.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არის ის, რომ ყოველი ასეთი მუტაციის დროს არსებობს ძალიან მცირე შესაძლებლობა - ამ მუტაციამ ვირუსი გახადოს უფრო დამაინფიცირებელი, უფრო მკვლელი, ან უფრო გამძლე ჩვენი იმუნური სისტემის ანტი-კოვიდური იმუნიტეტის მიმართ.
შესაბამისად:
რაც უფრო მეტი ადამიანი დაინფიცირდება ვირუსით, მაგალითად იმიტომ, რომ ისინი არ არიან აცრილები - მით მეტია ვირუსის რეპლიკაციის ციკლის რაოდენობა, რომელსაც ვირუსი გაივლის, რაც იმას ნიშნავს რომ მეტია რენდომული მუტაციების რაოდენობა - რაც შესაბამისად ზრდის ახალი შტამის წარმოქმნის ალბათობას.
ვირუსის რეპლიკაციის რაოდენობა და პოტენციური რენდომული მუტაციის შანსი აუცრელ ადამიანებში ბევრად მაღალია ვიდრე აცრილებში", - წერს ზაზა თელია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔲 "კანის კიბოსთან დაკავშირებული მითები, რომლის დაჯერებაც უნდა შეწყვიტო" - ექიმი ზაზა თელია გირჩევთ
🔲 შეიძლება თუ არა საკვების გაყინვა? - ექიმი ზაზა თელია გირჩევთ
🔲 პოსტ-COVID თმის ცვენა, ასევე მშობიარობის შემდგომი თმის ცვენა და რეკომენდაციები - ზაზა თელია გირჩევთ
1736433968
ახალი ამბები19 წლის ბიჭი ჩეჩნეთში პოლიციაში წამების შემდეგ გარდაიცვალა
ჩეჩნეთის ქალაქ არღუნის მკვიდრი, 19 წლის ვისხან ტაზურკაევი გატაცების და წამების შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გარდაიცვალა. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება. გამოცემა Niyso-ს ცნობით, ვისხან ტაზურკაევი სამს...
1736432411
მსოფლიოპუტინი აცხადებს, რომ საახალწლო არდადეგებზე მუშაობა არ შეუწყვეტია
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ საახალწლო არდადეგების დროს ის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მუშაობდა. როგორს რუსული მედია წერს, პუტინი ვიდეოკონფერენციის საშუალებით რუსეთის მ...
1736431163
ახალი ამბები„ვინც უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს აძლევდა, პირობა არ შეასრულეს და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოსგან რუსეთთან ესკალაცია მოითხოვეს“ - პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მათ, ვინც უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს აძლევდა, პირობა არ შეასრულეს და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოსგან...
1736428594
მსოფლიო„ხალხი მიხვდება, რომ ეს ნამდვილად არის გარე ძალების სპეცოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავს ერთიანი ხალხის დაშლას“ - რუსეთის პატრიარქი
რუსეთის პატრიარქმა კირილმა ტელეკომპანია Rossiya 1-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში ბევრი იტანჯება კონფლიქტით და სურთ მშვიდობა რაც შეიძლება მალე, მაგრამ ეს უკრაინის ხელისუფლების პოლიტი...
1736428384
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 9 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8367 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8395 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლი...