კომაროველი ნიკა ცქიტიშვილი ნიუ-იორკის უნივერსიტეტში 330 000 დოლარიანი დაფინანსებით ჩაირიცხა

სკოლა-პანსიონი “კომაროვი” კიდევ ერთი წარმატებული და წარჩინებული კურსდამთავრებულის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას აქვეყნებს:
“ნიკა ცქიტიშვილი ნიუ იორკის უნივერსიტეტის აბუ-დაბის კამპუსში (NYUAD) ჩაირიცხა სრული 330 000 $-იანი დაფინანსებით ასტროფიზიკის ფაკულტეტზე !
New York University (NYU) გამოირჩევა საერთაშორისო განათლების მაღალი ხარისხითა და გამოცდილებით.
NYU-ს აქვს სამი ძირითადი კამპუსი ნიუ იორკში, აბუ- დაბისა და შანხაიში.
ასევე, მცირე გაცვლითი კამპუსები ყველა კონტინენტზე.
აბუ დაბის კამპუსში 120-ზე მეტი განსხვავებული ეროვნების სტუდენტი სწავლობს. სტუდენტებს ასევე ეძლევათ საშუალება ორი სემესტრი უნივერსიტეტის სხვა კამპუსებში გაატარონ.
ნიკა კომაროვის სკოლის 2020 წლის ოქროს მედალოსანი კურსდამთავრებულია.ნიკა არის:
საქართველოს ასტრონომიის კლუბის (GAC) ერთ-ერთი ადმინისტრატორი. ასტრონომიით დაინტერესებული ადამიანებისთვის ნიკა და მისი გუნდი აწყობენ ასტრონომიის საღამოებს, დამსწრეებს საშუალებას აძლევენ ტელესკოპებიT დააკვირდნენ ციურ სხეულებს , პასუხობენ მათთვის საინტერესო კითხვებს და უზიარებენ ცოდნას.
პანდემიის დაწყების შემდეგ კი ნიკა,სხვა მოწვეული სტუმრებთან ერთად ონლაინ ფორმატში პოპულარულ ლექციებს ატარებს. ასევე, აქვთ Facebook ჯგუფი “ასტრონომიის მოყვარულთათვის”, რომელიც აერთიანებს 32 000-ზე მეტ დაინტერესებულ ადამიანს.
საქართველოში პირველი ასტრონომიის ფესტივალი “Astrofest-2020”-ის ორგანიზატორი.აღნიშნული ფესტივალი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსში ნიკას გუნდის გამარჯვების შედეგად ჩატარდა.
ფესტივალის ფარგლებში ასტრონომიული საღამოები ჩატარდა თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, გორში, თელავსა და ოზურგეთში. კომპანია პლანეტარიუმთან ერთად კი კავკასიაში პირველი ონლაინ ასტრო-ფოტოკონკურსი ჩაატარეს.
2018 წლის ბაქსვუდის სამეცნიერო ბანაკის ფარგლებში 5 საუკეთესო მოსწავლეს შორის მოხვდა და შვეიცარიაში არსებულ წამყვან კვლევით ლაბორატორია CERN-ს ესტუმრა.
2021 წელს ახალგაზრდა ნატურალისტთა საერთაშორისო ტურნირის (IYNT) ჟიურის წევრი, ხოლო ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირზე ერთ-ერთი გიდი და მოხალისე იყო.
2018-2019 წლებში ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IOAA) საქართველოს ნაკრების წევრი.
2017-2019 წლებში მოხალისეობრივად იყო სოციალური უნარებისა და მათემატიკის მასწავლებელი სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ფონდი “მომავლის გზის” მიერ მოწყობილ საბავშვო ცენტრში.
კოსმოსის გარდა ნიკას ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკუთვნის სპორტს. თავისუფალ დროს ჩოგბურთის თამაშს უთმობს.კომაროვის სკოლა წარმატებებს უსურვებს ნიკას!", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები:
🔴 კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული, თიკა ქოქოშვილი სასწავლო პროგრამით “Meta”-ს ოფისს შეუერთდება
🔴 კომაროველი ლაშა შამუგია პრინსტონის უნივერსიტეტში მექანიკურ და აეროკოსმოსურ ინჟინერიას დაეუფლება
1741245584
ახალი ამბებიგიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
გიორგი ბაჩიაშვილს, რომელსაც კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. საქმის პროკურორის განცხადებით, ბრალდებულმა არ შეასრულა გირაოს პირობები და დაარღვია კანონი...
1741243205
საზოგადოებანათია თურნავა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს ტალეჰ კაზიმოვს შეხვდა
საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალურ ბანკს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენ...
1741243154
საზოგადოებასაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებების 63-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი გააკეთა ჟენევის მოლაპ...
1741241235
მსოფლიოდონალდ ტრამპი - გაათავისუფლეთ მძევლები ახლავე, თორემ ჯოჯოხეთურ ფასს გადაიხდით, ეს ბოლო გაფრთხილებაა, „ჰამასის“ არც ერთი წევრი არ იქნება დაცული, თუ არ გააკეთებთ იმას, რასაც ვამბობ
გაათავისუფლეთ მძევლები ახლავე, თორემ მოგვიანებით ჯოჯოხეთურ ფასს გადაიხდით, ეს ბოლო გაფრთხილებაა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს. „შალომ ჰამასი“ ნიშნავს გამ...
1741240138
საზოგადოებალევან მახაშვილი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე ოპოზიციის უარის შესახებ: თუ მათ სურთ, თვითდესტრუქციის რეჟიმში გააგრძელონ მოქმედება და კვლავაც დაუშვან შეცდომები, ეს მათი გადასაწყვეტია
თუ მათ სურთ, თვითდესტრუქციის რეჟიმში გააგრძელონ მოქმედება და კვლავაც დაუშვან შეცდომები, ეს მათი გადასაწყვეტია, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა 4...