ქმარმა მეორე ცოლის მოყვანის სურვილი გამოთქვა და გამუდმებით ლაპარაკობს ამაზე, მე კი აღარ შემიძლია ამის მოსმენა

პოლიგამია ჩვენს დროში არცთუ ისე იშვიათი მოვლენაა, ეს უმეტესად რეგიონებში ხდება, სადაც ბევრი მუსულმანი მამაკაცი ცხოვრობს. ეს ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველას დამოკიდებულება დადებითია ამ ქორწინების მიმართ.
ცოლის მაქსიმალური რაოდენობა პოლიგამურ ქორწინებაში არის 4. ამასთან, მამაკაცი იღებს ვალდებულებას ყველა ცოლზე ერთნაირად იზრუნოს და ყველასთვის კარგი ქმარი იყოს. ჩვენმა მკითხველმა ბევრი რამ იცოდა ამ თემაზე, მაგრამ ქმრის გაყოფა სხვასთან ნამდვილად არ სურს. თუმცა მისი სიმპათიური ქმარი სხვაგვარად ფიქრობს.

მრავალცოლიანობა

პრობლემის არსი – ვარ 34 წლის, მყავს სამი შესანიშნავი შვილი. ქმართან უკვე შვიდი წელია ვცხოვრობ და მთელი გულით მიყვარს. იუნუსი ძლიერი და მზრუნველი მამაკაცია, ის ძალიან თბილი და მოსიყვარულეა. ყველაფრით უზრუნველყოფს ჩვენს ოჯახს და სანაცვლოდ არაფერს ითხოვს.თავისთავად, მასთან ცხოვრების დროს ბევრი რამ ვისწავლე, გამომიმუშავდა ქალური თვინიერება და სინაზე. სულელი და ქარაფშუტა გოგოდან გადავიქეცი გამგებ და ღირსეულ ცოლად და დედად. მე ვარ ჩემი მამაკაცის საყრდენი და მრჩეველი. შემიძლია ნებისმიერ დროს გვერდით დავუდგე და მხარი დავუჭირო. ასეთივეა ისიც ჩემს მიმართ.მაგრამ ცოტა ხნის წინ იუნუსმა მეორე ცოლზე დაიწყო ლაპარაკი. მისი აზრით, ამით ჩვენს სიყვარულს არაფერი დააკლდება, პირიქით გაძლიერდება. უფრო მეტიც, შემომთავაზა თავად შემერჩია მისთვის ცოლი, რადგან სურს მეტი მემკვიდრე ჰყავდეს – ტრადიციების და მოვალეობის გრძნობის გამო.

მე კი ძალიან მაღელვებს ის, რომ ეს ქალი ჩვენი ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდება. ის კანონიერად მოეფერება ჩემს ქმარს და განიხილავს მასთან ყველაფერს მათ შორის ჩემი და ჩემი შვილების ცხოვრებასაც. მე კი ამ ყველაფერს მშვიდად უნდა ვუყურო და თავი ისე დავიჭირო, რომ ყველაფერი რიგზეა.მას შემდეგ, რაც ქმრის საქმეები ძალიან კარგად წავიდა და ფული ნებისმიერი ახირებისთვის გვყოფნიდა, ის ხშირად უბრუნდებოდა ამ თემას. და თუ ადრე მისი სიტყვები სულელურ ფანტაზიად მეჩვენებოდა, ახლა ყველაფერი შეიცვალა. ვფიქრობ, რომ ახლა უკვე რაღაც უნდა მოვიმოქმედო. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ასეთი ცვლილების.

რას ამბობენ სპეციალისტები – უნდა დავიწყოთ ყველაზე მთავარით: რწმენის საკითხებში ფსიქოლოგები უძლურები არიან. თუ ქმრის სურვილი დაკავშირებულია წინაპრების ტრადიციასთან, მისი გადარწმუნება არ იქნება მარტივი. თუ მიზეზი უბრალო ახირებაა, რამდენიმე საუბარმა შეიძლება შედეგი გამოიღოს.ორივე შემთხვევაში უნდა გააცნობიეროთ, რომ უკან დასახევი გზა არ არის. შეეცადეთ მაქსიმალურად კატეგორიულად გააგებინოთ ქმარს, რომ მისი ეს სურვილი ძალიან გაშფოთებთ და არ მოგწონთ.არ ღირს სკანდალის მოწყობა და მდგომარეობის გამწვავება. ამით თქვენი სიტყვები მხოლოდ უარყოფით ელფერს შეიძენს. დაიწყება ემოციების თამაში, რომელიც საბოლოოდ პრინციპში გადაიზრდება და ის მთელ ჰარემს მოითხოვს. დაუთმეთ რამდენიმე დღე გულწრფელ საუბარს, უნდა იყოთ ურყევი და მკაფიოდ დაიცვათ თქვენი პოზიცია.

მას ორი არჩევანი უნდა მისცეთ – ან თქვენი ემოციის გაგება, ან განქორწინება. ეს არ უნდა იყოს მხოლოდ მუქარა. თქვენ სიტყვა 100% უნდა შეასრულოთ.პოლიგამიის შემთხვევები ჩვენს დროში არა მხოლოდ მუსულმანურ ოჯახებში გვხვდება. ოფიციალურად ეს შეიძლება მიღებული არ იყოს, მაგრამ მაინც გვხვდება. სამყარო იცვლება და მასთან ერთად ვიცვლებით ჩვენც.

თქვენ რას ფიქრობთ პოლიგამიურ ურთიერთობებზე? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵რაც ერთიანი იყო, ნაწილებად დაიშლება, ეს რუსეთის გვერდით მოხდება - რა ხილვა ჰქონდა რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებაზე ვანგას

🔵ზურაბიშვილის, კობახიძის, ღარიბაშვილის, ივანიშვილის განცხადებები რუსეთ-საქართველოს ომზე მომავალი თაობების გასარჩევი გახდება, როგორც სამარცხვინო - თამარ ჩერგოლეიშვილი

წყარო:paparazzi.ge

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741274766

ახალი ამბები

10 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ32-კმ47 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების...

მოძრაობა

1741274219

ახალი ამბები

გიორგი გამსახურდია ოპოზიციაზე: დასცინიან ადამიანების რელიგიურ გრძნობებს, ამათი „საღადაო“ არის ჯვარი, რწმენა და საერთოდ ყველაფერი, რაც ტრადიციებთან და სულიერ ღირებულებებთან არის ასოცირებული

დიდი მარხვის პირველ დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ Fox News-ზე ნაცრის ოთხშაბათის ჯვრით გამოჩენასთან დაკავშირებით ქართველი ოპოზიციონერების გამოხმაურებას საქართველოს პირველი პრეზიდენტ...

გიორგი გამსახურდია

1741271948

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი: აგრძელებენ ზეწოლას საქართველოზე, მაგრამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება საქართველოს სუვერენიტეტს არ დათმობს

„დიფ სთეითს“ უზარმაზარი გავლენა აქვს ევროპელ პოლიტიკოსებზე, ევროპული ქვეყნების ლიდერებზე, ევროკავშირის ხელმძღვანელობის სტრუქტურებზეც. ბალტიისპირეთის ქვეყნები არიან წამოწეული წინა პლანზე, რომლებიც ახმო...

თენგიზ შარმანაშვილი

1741270395

მსოფლიო

„რუსეთი უკრაინაში ნატოს ჯარების განლაგებას არ მოითმენს“ - ლავროვი

რუსეთი არ მოითმენს ნატოს ჯარების ყოფნას უკრაინაში, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი ნატის სამხედროების ყოფნას უკრაინაში ზუსტად ისე განიხილ...

აა

1741268879

მსოფლიო

„სიენენი“ - დონალდ ტრამპი განათლების სამინისტროს გაუქმებას აპირებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განათლების სამინისტროს გასაუქმებლად ემზადება. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპმა შესაძლოა, ამ კვირაში ან  დღესაც  ხელი მოაწე...

დონალდ ტრამპი