დამოუკიდებელი იურისტები: ჯაფარიძეს, ხაზარაძეს და წერეთელს განაჩენი გამოუტანეს კანონმდებლობის დარღვევით

პარლამენტის ოპოზიციური ფრაქციის, „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის კენჭისყრის წინ გამოქვეყნდა დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის დასკვნა ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ავთანდილ წერეთლისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შესახებ.
ადვოკატების, ყოფილი მოსამართლეების და სამართლის ექსპერტების დამოუკიდებელი ჯგუფი სასამართლოს გადაწყვეტილების შესწავლის საფუძველზე აცხადებს, რომ განაჩენი გამოტანილია საქართველოს კანონმდებლობის და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების უხეში დარღვევით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენია ის საფუძველი, რომელზე დაყრდნობითაც „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა დღეს, 15 თებერვალს, პლენარულ სხდომაზე აპირებს ბადრი ჯაფარიძისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის მხარდაჭერას.
„2022 წლის 22 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე დამნაშავედ ცნო დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით, პირთა ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობაში, ხოლო ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი ამავე დანაშაულში დახმარებისთვის. მოსამართლემ სამივეს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა, სისხლის სამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, სასჯელის მოხდისგან გაათავისუფლა. ამასთან, პროკურატურის მიერ ჯაფარიძეს და ხაზარაძეს წარდგენილი ჰქონდა არა თაღლითობის, არამედ უკანონო შემოსავლის ჯგუფურად ლეგალიზაციის(ე.წ. ფულის გათეთრება), ხოლო წერეთელს ამ დანაშაულში დახმარების ბრალდება.
დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეიცავს მრავალ სამართლებრივ ხარვეზს, რაც მის აშკარა უკანონობაზე მეტყველებს. იურისტები რამდენიმე კონკრეტულ ხარვეზზე მიუთითებენ:
„მოსამართლე არ იყო უფლებამოსილი გამამტყუნებელი განაჩენი გამოეტანა იმ ბრალდებაზე, რომელზედაც პროკურატურას ოფიციალურად უარი აქვს ნათქვამი;
გამამტყუნებელი განაჩენი ეწინააღმდეგება განმეორებითი მსჯავრდების აკრძალვის პრინციპს;
ფულის გათეთრებიდან თაღლითობაზე ქმედების გადაკვალიფიცირებით დაირღვა ე.წ. ბრალდების უცვლელობის პრინციპი და ბრალდებულის საპროცესო უფლებები;
დაირღვა სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი და მხარეებს არ მიეცათ შესაძლებლობა წარმოედგინათ მოსაზრებები სასჯელის ზომასთან დაკავშირებით.“ - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე საინტერესოა:
🔵 „გვითხრეს, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე“ - უკრაინის პრეზიდენტის საგანგებო მიმართვა
🔵 რა საკითხებზე ისაუბრეს საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებმა?
1741280979
მსოფლიოკიტ კელოგი: დონალდ ტრამპს რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვა სურს
უკრაინასა და რუსეთში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის ლიდერის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ახალი მიდგომა რუსეთის მიმართ ურთიერთობების გადატვირთვას ეხება. ...
1741278600
ახალი ამბები„საქართველო მზად არის განაახლოს დიალოგი ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას“ - მაკა ბოჭორიშვილი
საქართველო მზად არის განაახლოს დიალოგი ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვ...
1741275993
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო.აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მთავრობის მეთაურს თურქმე...
1741274766
ახალი ამბები10 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ32-კმ47 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების...
1741274219
ახალი ამბებიგიორგი გამსახურდია ოპოზიციაზე: დასცინიან ადამიანების რელიგიურ გრძნობებს, ამათი „საღადაო“ არის ჯვარი, რწმენა და საერთოდ ყველაფერი, რაც ტრადიციებთან და სულიერ ღირებულებებთან არის ასოცირებული
დიდი მარხვის პირველ დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ Fox News-ზე ნაცრის ოთხშაბათის ჯვრით გამოჩენასთან დაკავშირებით ქართველი ოპოზიციონერების გამოხმაურებას საქართველოს პირველი პრეზიდენტ...