"მიდის საუბარი, ღარიბაშვილის გამოცვლაზეც" - ოპოზიცია მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს აანონსებს

მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებები - ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ ერთი მინისტრის მეორეთი ჩანაცვლება, ხალხის მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ვერ შეცვლის და ის მხოლოდ ფასადური იქნება.
მეტიც, ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ ყველა გადაწყვეტილება ამჯერადაც ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებული იქნება ა სწორედ ის გადაწყვეტს, ვინ სად და როდის წავა.
ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა არც იმას გამორიცხავს, რომ თავად ირაკლი ღარიბაშვილსაც დაატოვებინონ თანამდებობა:
სამთავრობო ცვლილებების პროგნოზირება ძალიან რთულია, რადგან, ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, არანაირი საკადრო პოლიტიკა არ არსებობს, რომელიც ადამიანების კომპეტენციით, პროფესიონალიზმით ან ქვეყნის ინტერესით არის განსაზღვრული. როგორც წესი, ეს არის ხოლმე, შიდა ომები და ლოიალობის საკითხები ივანიშვილის მიმართ. მათ შორის ამ ნიშნით არჩევს და ცვლის ის პრემიერ-მინისტრებს.
დიდი ხანია მიდის საუბარი, მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილის გამოცვლაზეც, და არც გამოვრიცხავ, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგეს.
გახარიას გუნდში ამბობენ, რომ სამთავრობო ცვლილებებით, ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის არაფერი იცვლება. მიხეილ დაუშვილის განცხადებით, "ამ გადაადგილებით ჯამი არ იცვლება".
მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა ცვლილებები, ან ვინ-ვის შეცვლის, ეს უკვე არსებითი აღარ არის. მნიშვნელოვანი აღარ არის მარტივი მიზეზის გამო - უბრალოდ შედეგი არ იცვლება. რეალურად, მოქალაქისთვის არაფერი სასიკეთო არ ხდება. მარტივად რომ ვთქვათ, ამ გადაადგილებით, ჯამი არ იცვლება"- განუცხადა "პირველებს" დაუშვილმა.
"გირჩის" ლიდერის, იაგო ხვიჩია კი აცხადებს, რომ "ბიძინა ივანიშვილი როგორც უნდა ყველას ისე ნიშნავს და ხსნის".
"ოცნებამ მმართველობის მეათე წელს მიაღწია იმას, რომ მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება მინისტრი" - თქვა მან.
როგორც ყოველთვის, მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს არ ადასტურებენ მმართველ გუნდში.
შესაძლო საკადრო ცვლილებებზე, რაზეც კითხვას მისვამთ, არ მაქვს ინფორმაცია. შესაბამისად, არ ვადასტურებ.
"პირველების" ინფორმაციით, უახლოეს დღეებში იცვლება ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის მინისტრი, არ არის გამორიცხული ღარიბაშვილმა სახლში საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანიც გაუშვან.
ასევე დაგაინტერესებთ:
1741451878
საზოგადოებაპეტრე ცისკარიშვილი თვითმმართველობის არჩევნებზე: ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ მონაწილეობას არ მივიღებთ
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობა“ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. ხოლო იმ კონკრეტულ ძალებზე...
1741448456
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი გუდაურში მიმდინარე შეჯიბრებაზე: ჩვენ უკვე 300-ზე მეტ საერთაშორისო სპორტსმენს ვუმასპინძლებთ ჩვენს სათხილამურო კურორტებზე
ჩვენ უკვე 300-ზე მეტ საერთაშორისო სპორტსმენს ვუმასპინძლებთ ჩვენს სათხილამურო კურორტებზე. მიმდინარე შეჯიბრიც ძალიან წარმატებულია ჩვენი ქვეყნისთვის, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრ...
1741445968
საზოგადოებაპაატა სალია ოჯახური ღირებულებების კანონზე: ეს ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა იყო, შესაბამისად, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ ჩვენ ეს კანონი გავაუქმოთ
ირიბად, ეს ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმურობას აღიარებენ, რადგან ითხოვენ, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტმა გააუქმოს კანონი - მთავრობა ვერ გააუქმებს კანონს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლეს...
1741443176
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: სამწუხაროა, რომ ევრო ბიუროკრატები კვლავ ილუზიის ქვეშ იმყოფებიან, თითქოს არის ათასობით სქესი. მადლობა ღმერთს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენ ამის მტკიცება არ გვჭირდება, არის ორის სქესი, კაცი და ქალი
სამწუხაროა, რომ ევრო ბიუროკრატები კვლავ ილუზიის ქვეშ იმყოფებიან, თითქოს არის ათასობით სქესი. მადლობა ღმერთს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენ ამის მტკიცება არ გვჭირდება, არის ორის სქესი, კაცი და...
1741442993
ახალი ამბებისპორტის მინისტრი: სასიხარულოა, რომ დღეს სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულთა მსოფლიო ყურადღების ცენტრშია გუდაური და ამინდშიც ძალიან გაგვიმართლა
სასიხარულოა, რომ დღეს სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულთა მსოფლიო ყურადღების ცენტრშია გუდაური და ამინდშიც ძალიან გაგვიმართლა, - განაცხადა სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ. მინისტრი გუდაურში იმყოფება...