ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომას ითხოვენ

ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციამ რეზოლუცია შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც, ისინი ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომას ითხოვენ.

ოპოზიცია ასევე მოითხოვს, რომ ბჟანიას ენერგეტიკული, ქონებრივი და საგარეო პოლიტიკური ინიციატივების განხორციელების უფლება არ ჰქონდეს. ოპოზიცია ასევე ითხოვს შერეულ საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლას და კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას, რომლის მიხედვითაც, ე.წ. მთავრობის წევრები „პარლამენტმა“ უნდა დაამტკიცოს და მიმდინარე მოწვევის ე.წ. პარლამენტის უფლებამოსილების ვადა ერთი წლით გახანგრძლივდეს.

ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციის მხარდამჭერები ე.წ. სამართალდამცველების კორდონის გარღვევას 21 დეკემბერს ცდილობდნენ, დე ფაქტო უსაფრთხოების ძალები კი პერიმეტრის დაცვას და მომიტინგეების შეკავებას.

ადგილზე ისმოდა სროლის ხმაც. გარდა ამისა, აქციის მონაწილეებმა დე ფაქტო პარლამენტის შენობის წინ გამყოფი ზოლის სახით მობილიზებული ავტობუსების გადატრიალებას სცადეს. 

ასევე საინტერესოა:

🔵 სოხუმში მთავრობის სახლზე შტურმი მიიტანეს - ადგილზე ისმოდა სროლის ხმაც (ვიდეო)

🔵 გაუჩინარებული ეკონომისტი სურამის ტყეში იპოვეს

🔵 „... ან შენი ვაჟბატონი დაასრულებს, გამსახურდია - კოსტავას ექსტრემისტულ დაჯგუფებასთან ურთიერთობას, ან ...“ - ემიგრანტი 90 - იან წლებს იხსენებს

🔵 „დედის უხმო ანდერძი დამიტოვა“ - ლაშა ზარგინავას ემოციური წერილი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740983813

ახალი ამბები

საქართველოს რკინიგზა რეისების განახლებისა და ზოგიერთი რეისის გაუქმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

„საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, დღეიდან 3 მარტიდან ზოგიერთი სარკინიგზო რეისი აღდგება, რეისების ნაწილი კი დროებით არ შესრულდება.  3 მარტიდან შესრულდება შემდეგი რეისები: თბილისი-ოზურგეთი-თბილისი ქუ...

საქართველოს რკინიგზა

1740982120

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დიდთოვლობით მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა

დიდთოვლობის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესწავლაზე სპეციალური კომისია იმუშავებს,- შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო. კომისია დეტალურად შეისწ...

ირაკლი კობახიძე

1740981935

მსოფლიო

მაკრონი აცხადებს, რომ ევროპული კონტინგენტი უკრაინაში მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გაიგზავნება

ევროპული სამშვიდობო კონტინგენტი უკრაინაში უახლოეს კვირებში არ გამოჩნდება, ეს მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოხდება. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაზეთ Le F...

საფრანგეთს პრეზიდენტი

1740979239

ახალი ამბები

პარლამენტში დღეს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს განიხილავენ

პარლამენტში დღეს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს განიხილავენ. განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით გაიმართება. პროექტის ინიციატორთა განცხადებით, მათ მიერ წარდგენილია აშ...

საქართველოს პარლამენტი

1740978318

ახალი ამბები

გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში, საავტომობილო გზების თოვლისგან წმენდის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

 გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში საავტომობილო გზების თოვლის საფარისგან წმენდის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ყველა რთულ მონაკვეთზე, სადაც გადაადგილება შეუძლებელი იყო, მძიმე ტექნიკა ინტენსიურ რეჟიმში მუ...

თოვლის საფარი