"ადვოკატებისა და სააკაშვილის მხრიდან კოვიდპანდემის რეგულაციების სრულად დარღვევა ხდებოდა" - პენიტენციური სამსახური სააკაშვილის ბრალდებას გამოემხურა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ბრალდება, რომ თითქოს საქართველოს მესამე პრეზიდენტს ადვოკატებთან შეხვედრის საშუალება არ აქვს, არის სიცრუე.
უწყების ინფორმაციით, სააკაშვილი თავის უფლებადამცველებთან შეხვედრის უფლებით შეუფერხებლად სარგებლობს.
"ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიხეილ სააკაშვილის განცხადება, თითქოს, დაწესებულების ადმინისტრაცია ადვოკატებთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევს არის სიცრუეა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს.
განვმარტავთ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაწესებულებაში მოთავსების დღიდან შეუფერხებლად სარგებლობს ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ყველა უფლებით, მათ შორის, პატიმრობის კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული იურიდიული დახმარების უფლებით.
მიხეილ სააკაშვილთან განხორციელებული ვიზიტები სწორედ ამას ადასტურებს.
დღეის მდგომარეობით, მიხეილ სააკაშვილთან 104 ვიზიტი განხორციელდა, მათგან 57- ჯერ შეხვდა ადვოკატებს. მათ შორის, შეხვედრა ერთ-ერთ ადვოკატთან დღესაც შედგა.
რაც შეეხება შეხვედრების ოთახში მინის ბარიერის განახლებას, აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისა და მისი ადვოკატების მხრიდან კოვიდპანდემიიდან გამომდინარე არსებული რეგულაციების სრულად დარღვევის გამო.
კერძოდ, მიხეილ სააკაშვილი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების მხრიდან ადგილი ჰქონდა დადგენილი რეგულაციების პერმანენტულ დარღვევას, კერძოდ, მაგიდაზე ასვლის გზით შუშის დამცავი ბარიერის ზემოდან უშუალო კონტაქტი და მიხეილ სააკაშვილის მიერ ინდივიდუალური დაცვის საშუალების (პირბადე) გამოყენებაზე უარის თქმა ზრდიდა ვირუსის გავრცელების ალბათობას. ასევე არსებობდა შუშის ბარიერის დაზიანების საშიშროება, რასაც შესაძლოა რომელიმე პირის დაზიანება მოჰყოლოდა.
აქვე განვმარტავთ, რომ დოკუმენტაციის გაცვლის ადვოკატისთვის გადაცემის პრობლემა მიხეილ სააკაშვილს არასოდეს ჰქონია და დაწესებულების ადმინისტრაციის დახმარებით დღესაც შეუძლია შეუფერხებლად ისარგებლოს აღნიშნული უფლებით.
ინფორმაციისთვის, "პენიტენციურ დაწესებულებებში განსაკუთრებული პირობების შემოღების შესახებ" სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 05 მარტის №4109 ბრძანების შესაბამისად ნებისმიერ ბრალდებულთან/ მსჯავრდებულთან ოჯახის წევრის თუ სხვა ნებისმიერი პირის შეხვედრა შუშის დამცავი ბარიერის მეშვეობით ხორციელდება, რათა დაცული იქნეს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯანმრთელობა და არ მოხდეს პენიტენციურ დაწესებულებაში ვირუსის გავრცელება.
აღსანიშნავია, რომ ადვოკატისთვის ცნობილია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისინი მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირებთან პირისპირ შეხვედრის მხოლოდ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PC ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში შეძლებენ, რაც ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის არც ერთი ადვოკატის მიერ არ მომხდარა", - ნათქვამია განცხადებაში.
საპატიმროში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს გაავრცელა განცხადება, რომ ადვოკატებთან კომუნიკაცია სრულად შეეზღუდა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. იგი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. სააკაშვილი დაკავების დღიდან, 28-ე დღეა შიმშილობს. სააკაშვილის ადვოკატები და პირადი ექიმები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე საუბრობენ და ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.
ამავე თემაზე:
1741271948
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: აგრძელებენ ზეწოლას საქართველოზე, მაგრამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება საქართველოს სუვერენიტეტს არ დათმობს
„დიფ სთეითს“ უზარმაზარი გავლენა აქვს ევროპელ პოლიტიკოსებზე, ევროპული ქვეყნების ლიდერებზე, ევროკავშირის ხელმძღვანელობის სტრუქტურებზეც. ბალტიისპირეთის ქვეყნები არიან წამოწეული წინა პლანზე, რომლებიც ახმო...
1741270395
მსოფლიო„რუსეთი უკრაინაში ნატოს ჯარების განლაგებას არ მოითმენს“ - ლავროვი
რუსეთი არ მოითმენს ნატოს ჯარების ყოფნას უკრაინაში, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი ნატის სამხედროების ყოფნას უკრაინაში ზუსტად ისე განიხილ...
1741268879
მსოფლიო„სიენენი“ - დონალდ ტრამპი განათლების სამინისტროს გაუქმებას აპირებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განათლების სამინისტროს გასაუქმებლად ემზადება. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპმა შესაძლოა, ამ კვირაში ან დღესაც ხელი მოაწე...
1741267873
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ტაჯიკეთის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ტაჯიკეთის ახლადდანიშნულ ელჩს, ილხომ აბდურახმონს (რეზიდენციით ბაქო) შეხვდა. მაკა ბოჭორიშვილმა ტაჯიკეთის ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მ...
1741266370
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7830 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7858 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...