ბათუმში თანატოლებმა მოზარდს სცემეს, ძალადობის ამსახველი ვიდეო კი, სოციალურ ქსელში გაავრცელეს - მომხდარზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში არასრულწლოვან გოგონებს შორის დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

"შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, როგორც კი ცნობილი გახდა ფაქტის შესახებ, დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები. ჩატარდა გამოკითხვები, მათ შორის არასრულწლოვნების.

საგამოძიებო მოქმედებები კანონის სრული დაცვით – მშობლებთან და სოც-მუშაკთან ერთად ჩატარდა.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით," - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა ქეთი კოვზიაშვილმა.

არსებული ინფორმაციით, ბათუმში არასრულწლოვან გოგონებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ფაქტის ამსახველი ვიდეო მოზარდებმა სოციალურ ქსელ TikTok-ში ატვირთეს.

როგორც ირკვევა, მე-8 კლასელი გოგონა თანატოლებმა მიტოვებულ რესტორანში წაიყვანეს, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

სკოლის ადმინისტრაცია  ფაქტს ადასტურებს.

სკოლის დირექტორის ინფორმაციით, დაზარალებულის მშობლებმა შსს-ს უკვე მიმართეს. მისივე თქმით, ფაქტი სკოლის ტერიტორიაზე არ მომხდარა. 

ამავე თემაზე:

🔵 “კოვიდაპლიკაციის გარეშე, ადამიანი სახლს ვერ უნდა ტოვებდეს” - ბიძინა კულუმბეგოვი

🔵 "ბადანტე" სამსახურიდან ალკოჰოლის მიღების გამო დაითხოვეს

🔵 (ფოტო, ვიდეო) - ნიუ-იორკში სააკაშვილის სამუდამო პატიმრობის მოთხოვნით, ქართველმა ემიგრანტებმა აქცია გამართეს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741504157

ახალი ამბები

საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი - გარემოს ეროვნული სააგენტო

 გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში 9-10 მარტს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თბილი...

ამინდი

1741465889

სპორტი

საქართველოს ნაკრებმა რუმინეთთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართა

9 მარტს, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები რუმინეთის წინააღმდეგ პირველ ამხანაგურ მატჩს გამართავს. საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის პირველი მატჩი 9 მარტს, 18:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის...

საქართველოს ნაკრებ

1741464309

მსოფლიო

ჩინეთი კანადურ სასოფლო-სამეურნეო და საკვებ პროდუქტებზე ტარიფებს აწესებს

ჩინეთი კანადას 2.6 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების კანადურ სასოფლო-სამეურნეო და საკვებ პროდუქტებზე ტარიფებს უწესებს. ჩინეთის ეს გადაწყვეტილება საპასუხო ქმედებაა კანადის მიმართ, რომელმაც ჩინეთს ტარიფე...

ჩინეთიჩინეთი

1741462307

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცის ბლოკმა სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან კოალიციური მთავრობის ფორმირების შესახებ წინასწარი მოლაპარაკებები დაასრულა

გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალური გაერთიანების ბლოკმა სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან კოალიციური მთავრობის ფორმირების შესახებ წინასწარი მოლაპარაკებები დაასრულა. ბლოკის ლიდერმა, ფრიდრ...

ფრიდრიხ მერცი

1741461052

მსოფლიო

„შემაძრწუნებელი ამბავი“ - აშშ-ის ელჩი უკრაინაში რუსეთის სარაკეტო იერიშს ეხმაურება

აშშ-ის ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი უკრაინაზე რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო იერიშს გამოეხმაურა, რასაც, ბოლო მონაცემებით, 11 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ელჩმა აღნიშნა, „მშვიდობიანი მოსახლეობა ამ...

 ბრიჯიტ ბრინკი