ბექა ვაჭარაძემ ნიკა გვარამიასა და "მთავარ არხის" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
"ქართული ოცნების" ფოთის მერობის კანდიდატი ბექა ვაჭარაძე ნიკა გვარამიას და "მთავარ არხს" სასამართლოში უჩივის.
ამის შესახებ ბექა ვაჭარაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა.
ვაჭარაძის განცხადებით საქმე ეხება დეზინფორმაციის გავრცელებისთვის, რომელიც „მთავარი არხის“ ეთერში გავიდა.
ბექა ვაჭარაძე, მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 55 555 ლარის ოდენობით ფულად კომპენსაციას ითხოვს.
"შევიტანეთ სარჩელი ნიკა გვარამიასა და "მთავარი არხის" წინააღმდეგ, იმ დეზინფორმაციის შესახებ, რომელიც ემსახურებოდა ჩემი ღირსებისა და პატივის შელახვას. საქმე ეხება გაჟღერებულ ცრუ ინფორმაციას ჩემი აგენტობის შესახებ. ვითხოვთ, იმავე გადაცემაში მოხდეს ამ ინფორმაციის უარყოფა და ასევე, მორალური ზიანისთვის ვითხოვთ 55 555 ლარის ანაზღაურებას, რომელიც გადაეცემა საქველმოქმედო ფონდს", - განაცხადა ვაჭარაძემ.
მმართველი გუნდის წევრი, ოპოზიციიდან კონკურენტის გიგი უგულავას ქცევებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მას ამომრჩეველი 30 ოქტომბერს პასუხს გასცემს.
"ისიც დიდი უტიფრობაა, თითქოს ახლა აღმოაჩინა გიგი უგულავამ ფოთი. კარგად გვახსოვს მისი გუბერნატორობის პერიოდი და ფოთელებს რითაც დაამახსოვრა თავი, ეს პერიოდი იყო მასშტაბური დაჭერები. მაგალითად, ხუთი ექიმი დაიჭირეს, რომლებიც საავადმყოფოს პრივატიზებას ეწინააღმდეგებოდნენ და ბევრი სხვა მძიმე ფაქტი ზის მის კისერზე, რომლებზეც საუბარი არ გვიღირს. ფოთელებს აინტერესებთ პრობლემების გადაჭრისა და ქალაქის განვითარების გზები. აუცილებლად, 30 ოქტომბერს, სადაც გაუშვებენ ფოთელები გიგი უგულავას, იქ გავატანთ იმ ტალახს, რომელიც მან ამ ქალაქში ჩამოიტანა", – განაცხადა ბექა ვაჭარაძემ.
ასევე დაგაინტერესებთ:
1736663543
მსოფლიოლოს-ანჯელესში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა
ლოს-ანჯელესში მასშტაბური ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. ლოს-ანჯელესის ოლქის სამედიცინო ექსპერტიზის განცხადებით, ხუთი ადამიანია დაღუპული პასიფიკ-პალისე...
1736628108
მსოფლიოცუკერბერგი ტრამპსა და აშშ-ის მომავალ ადმინისტრაციას მოუწოდებს, ჩაერიონ, რომ ევროკავშირმა შეაჩეროს ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების დაჯარიმება
Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა მოუწოდა აშშ-ის მომავალ ადმინისტრაციას, ჩაერიონ, რომ ევროკავშირმა შეაჩეროს ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების დაჯარიმება ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის...
1736624675
მსოფლიოარ გვინდა ვიყოთ დანიელები, არ გვინდა ვიყოთ ამერიკელები, ჩვენ გვინდა, ვიყოთ გრელანდიელები - გრენლანდიის პრემიერი
გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა მუტე ეგედემ განაცხადა, რომ არქტიკის ტერიტორიის მოსახლეობას არ უნდა იყვნენ ამერიკელები, მაგრამ მას ესმის აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინტერესი კუნძულის მიმარ...
1736621032
ახალი ამბებიუკრაინის სამხედრო დახმარების ახალი დიდი პაკეტის წინადადებას შოლცის პარტიამ მხარი არ დაუჭირა
გერმანიის „სოციალ-დემოკრატიული“ პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელმა როლფ მუცენიჩმა მხარი არ დაუჭირა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი დიდი პაკეტის წინადადებას, რომელიც შემოთავაზებულია საგარეო...
1736616931
მსოფლიო„არცერთი ქვეყანა აღარ არის რუსეთის იმპერიის ნაწილი, ვლადიმირ, იდიოტი ხარ“ - ბორის ჯონსონი
ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს, უარი თქვას იმპერიალისტურ ამბიციებზე. „იცით, ოდესღაც ჩვენ გვქონდა იმპერია, ეს სიმართლეა. ჩვენ გვქონდა იმპ...