"სააკაშვილის დაპატიმრებას საქართველოში არაადეკვატური რეაგირება მოჰყვა ერთი მხრივ, მედიასაშუალებებში, მეორე მხრივ, უფლებადამცველების მხრიდან" - ნანა კაკაბაძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარის ნანა კაკაბაძის განცხადებით, სააკაშვილის დაპატიმრებას საქართველოში არაადეკვატური რეაგირება მოჰყვა ერთი მხრივ, მედიასაშუალებებში, მეორე მხრივ, უფლებადამცველების მხრიდან.
მისივე შეფასებით, ძალიან არაადეკვატურია სახალხო დამცველი, რომელიც თავის უფლებამოსილებებში და პოზიციებში ვერ გაერკვა.
როგორც ნანა კაკაბაძე ამბობს, რომ იმ ადამიანებმა, რომლებსაც 9 წლის განმავლობაში უხეშად ერღვეოდათ უფლებები, სამართლიანობა უნდა ნახონ.
"სააკაშვილის დაპატიმრება ბოლო პერიოდში ლამის ზოგადსაკაცობრიო პრობლემად იქცა, როდესაც მსოფლიო იცნობს 101-ზე მეტ პირველ პირს – პრეზიდენტსა და პრემიერს, რომლებიც სხვადასხვა სასჯელით დაპატიმრებული, გასამართლებული არიან. თუმცა, ასეთი სერიოზული ბრალდებებით, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი გამოირჩევა, ძალიან იშვიათი გამონაკლისები თუ გასამართლებულან მსოფლიოში.
მიუხედავად ამისა, საქართველოში ამას არაადეკვატური რეაგირება მოჰყვა ერთი მხრივ, მედიასაშუალებებში, მეორე მხრივ, უფლებადამცველების მხრიდან, და რაც მთავარია, ძალიან არაადეკვატურია სახალხო დამცველი, რომელიც თავის უფლებამოსილებებში და პოზიციებში ვერ გაერკვა.
რეჟიმს, რომელსაც სააკაშვილის სახელი უკავშირდება, ჰყავდა ასობით, ათასობით დაზარალებული, უფლება შელახული ადამიანი, 300 000-ზე მეტმა ადამიანმა გამოიარა პროკურატურა, სასამართლოები, რომლებმაც თავის თავზე გადაიტანეს ის პრობლემები, რომლებიც თითოეულმა ჩვენგანმა ძალიან კარგად ვიცით, ციხეებში წამება, ღირსებისშემლახავი მოპყრობები და წამებით გამოწვეული სიკვდილები, ქუჩებში უდანაშაულო ადამიანების ჩახოცვა.
ამ ადამიანების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებიც კი არ აღძრულა, გამოძიებებიც არ იყო დაწყებული და ხელისუფლება მათ პირდაპირ, უაპელაციოდ ეძახდა კრიმინალებს. ამას ემატება ის ომის პროვოცირება, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ განახორციელა 2008 წელს და რომელსაც მოჰყვა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვა.
ოდესღაც უნდა დადგეს დრო, როდესაც სამართლიანობამ უნდა იზეიმოს, იმ ადამიანებმა, რომლებსაც 9 წლის განმავლობაში უხეშად ერღვეოდათ უფლებები, უნდა ნახონ სამართლიანობა", – აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.
სახალხო დამცველის აპარატმა გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ N18 დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.
სახალხო დამცველის აპარატის შეფასებით, უსტიციის სამინისტრომ/სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უნდა შეარჩიოს ალტერნატიული სამედიცინო დაწესებულება, სადაც შესაძლებელი იქნება სრულფასოვანი და ადეკვატური სამედიცინო სერვისის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა მიხეილ სააკაშვილისთვის.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. იგი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. სააკაშვილი დაკავების დღიდან, 25-ე დღეა შიმშილობს.
ამავე თემაზე:
🔵"მდგომარეობა უკვე დამძიმდა, ღარიბაშვილის ბრძანებით საავადმყოფოში არ გადაჰყავთ" - ნანუკა ჟორჟოლიანი
1741280979
მსოფლიოკიტ კელოგი: დონალდ ტრამპს რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვა სურს
უკრაინასა და რუსეთში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის ლიდერის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ახალი მიდგომა რუსეთის მიმართ ურთიერთობების გადატვირთვას ეხება. ...
1741278600
ახალი ამბები„საქართველო მზად არის განაახლოს დიალოგი ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას“ - მაკა ბოჭორიშვილი
საქართველო მზად არის განაახლოს დიალოგი ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვ...
1741275993
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო.აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მთავრობის მეთაურს თურქმე...
1741274766
ახალი ამბები10 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ32-კმ47 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების...
1741274219
ახალი ამბებიგიორგი გამსახურდია ოპოზიციაზე: დასცინიან ადამიანების რელიგიურ გრძნობებს, ამათი „საღადაო“ არის ჯვარი, რწმენა და საერთოდ ყველაფერი, რაც ტრადიციებთან და სულიერ ღირებულებებთან არის ასოცირებული
დიდი მარხვის პირველ დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ Fox News-ზე ნაცრის ოთხშაბათის ჯვრით გამოჩენასთან დაკავშირებით ქართველი ოპოზიციონერების გამოხმაურებას საქართველოს პირველი პრეზიდენტ...