"ჩვენი მეტოქეობა რჩება და დარჩება, მაგრამ ჩვენი ამოცანა ძალაუფლების ცვლილებაა და არა ურთიერთგანადგურება" - ელენე ხოშტარია შერიგების იდეაზე

"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია "შერიგების იდეას" სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც ელენე ხოშტარია წერს, მისთვის ამ პროცესში პოლიტიკური და საზოგადოების ცხოვრების წესებზე შეთანხმება იგულისხმება.

"შერიგების" იდეაზე მინდა გაგიზიაროთ კიდე ჩემი დამოკიდებულება.

ეს სიტყვა ძალიან არასწორია, ყალბი და კომიკურიც კი. ორი ძალიან ცუდი შთაბეჭდილება რჩება:

1. თითქოს ოცნება და ოპოზიცია, ანუ ჩვენ პოლიტიკოსები უნდა შევრიგდეთ. თითქოს გაბუტულები ვიყოთ. ეს სრული აბსურდია, არც ხალხს სჭირდება და არც ქვეყანას. ჩვენ გვაქვს ისეთი განსხვავებები, რომ თუ მოვიტყუებით და უცებ ჩახუტების ფოტოებს დავდებთ ვიქნებით უპრინციპო მატყუარები. ოპონენტები ვართ და უნდა ვიყოთ, რადგან ამას ძირეული და რეალური მიზეზები აქვს.

2. თითქოს დანაშაულები უნდა ჩამოიწეროს. დანაშაულების ჩამოწერა უდანაშაულობის და უსამართლობის განცდას ისე გააძლიერებს, რომ ხალხსაც გული აერევა ყველაფერზე და ჩვენც კიდევ უფრო თავხედები გავხდებით, სახელმწიფო კი ფუნქციას დაკარგავს.

რა იგულისხმება ჩემთვის ამ პროცესში:

პოლიტიკური და საზოგადოების ცხოვრების წესებზე შეთანხმება, რაც კონსტიტუციით ისედაც განსაზღვრულია, მაგრამ არ სრულდება:

1. ჩვენი მეტოქეობა რჩება და დარჩება, მაგრამ ჩვენი ამოცანა ძალაუფლების ცვლილება და არა ურთიერთგანადგურებაა.

დღეს ჩვენ მივედით ისეთ ზღვრამდე, სადაც ხელისუფლება ოპოზიციის ურთიერთობა ეგზისტენციალურ, ფიზიკურ საფრთხეებს უქმნის ერთმანეთს. სიკვდილი დგას ჩვენ შორის, ბოღმა, ჯანმრთელობის დაზიანება და ბევრი უბედურება. საშიშ ზღვარზე ვართ სადაც ორი მხარის ერთ ქვეყანაში ფიზიკური არსებობაა პრობლემა და არა პოლიტიკური. ეს დამღუპველია, არ მხოლოდ ჩვენთვის, მთლიანად ქვეყნისთვის, რადგან ხან ერთი მოერევა ხან მეორე და მუდმივ განადგურებაში ქვეყანა უბრალოდ შემოგვეცლება. ეს დამოკიდებულება ხალხსაც გადაედო, კარგავს ერთმანეთს ხალხი, სცემენ და ასე შემდეგ. ამიტომ ამ სპირალიდან უნდა გამოვიდეთ

2. ორივე მხარემ პატივი უნდა სცეს საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც განსხვავებულ აზრზეა. აქ ოპოზიციიის დიდ როლსაც ვხედავ. რაც არ უნდა ძნელი იყოს როცა იდევნები, ძალიან მწვავე კრიტიკაც ხალხისგან უნდა აიტანო უპასუხო და ის ხალხი მტრად არ გამოაცხადო. აქ მაგალითის მიცემა, განსხვავებული აზრის ხალხთან ურთიერთობაში ჩვენც შეგვიძლია.

ცხადია ბერკეტები ხელისუფლების ხელშია და ნდობა უდაბლესი. თუ სუსი მოვა გამკოჭავს და მეტყვის შემირიგდიო ეს არა კონსოლიდაცია, არამედ გათელვაა და ამასე წასვლა ოპოზიციისგან სისუსტე და კაპიტულაცია. რამდენჯერაც სუსი მოვა იმდენჯერ დახვდება კედელი და აჯანყება.

რაზე უნდა შევთანხმდეთ მაშინ? 

1. თამაშის წესებზე:

დანაშაულის მასშტაბს და ადრესატებს განსაზღვრავს დამოუკიდებელი სასამართლო.

წინა ცხრა წლისაც და ამ ცხრა წლისაც.

დღეს ერთი მხარე ამბობს მხოლოდ წინა ცხრა წელსო, მეორე ამბობს მხოლოდ ახლაო.

ჩვენ ვერასდროს შევთანხმდებით ზუსტად ამ ორი ცხრა წლის შეფასებაზე, არც არის აუცილებელი.

ამაზე უნდა ვიკამათოთ და ვიმსჯელოთ, მაგრამ დანაშაულის განსაზღვრა უნდა მოხდეს არა ჩვენი შეთანხმებით ან ვინაა დღეს ძლიერი იმით, არამედ დამოუკიდებელი სასამართლოთი.

მაშინ სამართლიანობის განცდაც დავრუნდება და უდანაშაულობის სინდრომიც გაქრება.

პოლიტიკური დევნა უნდა შეწყდეს და აშენდეს დამოუკიდებელი სასამართლოძ ტექნიკურად ეს როგორ მოხდეს სალაპარაკოა და უცხოელების ჩართულობაც საჭირო იქნება.

2. ძალაუფლების განსმაზღვრელი უნდა იყოს სამართლიანი არჩევნები, სადაც დღევანდელი მოცემულობით ვერავინ 100 პროცენტით ვერ მოვა, ამას ყველა უნდა შევეგუოთ.

შეიძლება ოცნებაც იყოს რაღაც დოზით, გახარიაც და სხვაც.

ეს უკვე პოლიტიკოსების პასუხისმგებლობის საკითხი იქნება სახე მივცეთ იმ არჩევანს, რასაც ხალხი გააკეთებს, მაგრამ არჩევანი უნდა იყოს გამჭვირვალე და სამართლიანი.

ჩემთვის ეს ორი რამეა მთავარი, რაც ვითარებას შეცვლის.

მზად ვარ მოვისმინო სხვების იდეები ამ პროცესთან დაკავშირებით.

და ზოგადად ეს იდეებიც სამსჯელოა.

მჯერა რომ ოცნება ამაზე წამოვა? არა.

ამის გამო არ ვეცდები, რომ ეს ასე მოხდეს? ცხადია ვეცდები.

ყველაფერს ვიზამ ამისთვის.

ამიტომ მნიშვნელოვანია, მე როგორც ოპოზიციის წარმომადგენელმა ხალხს ვუთხრა, რომ დიახ ჩემი ამოცანა არის ეს და არა უბრალოდ ოცნების განადგურება და მერე ამ უსამართლო სისტემაზე დაპატრონება და მოგებულის პოზიციიდან ვინმეს ჩაგვრა.

აქ საზოგადოებასაც დიდი როლი აქვს, პოლიტიკოსებზე ზეწოლის და იდეების გაზიარების.

ხოდა კიდე, ბევრი რამე, მათ შორის დღეს ოცნება რაზე წამოვა და არ წამოვა რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობაში წყდება, ეგ არ გამოგვრჩეს დიდ სურათში სად ვართ.

პირდაპირ კავშირშია.

"უახლოეს დღეებში ბრძოლა გამძაფრდება და არ გაჩერდება თქვენს დამარცხებამდე. ან თუ გონს მოეგებით და წამოხვალთ ეროვნულ შერიგებაზე სანამ გვიან არაა, ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია!" - დაწერა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 6 დეკემბერს.

გუშინ, 10 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას პოლარიზაციის გადაჭრის საკითხს შეეხო და დადო პირობა, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს "უახლესი ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად" და წინ წასასვლელად.

ამავე თემაზე:

🔲 „წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს“ - გამოხმაურებები სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე

🔲  ხატია დეკანოიძე: არ ვიცი რამდენად გულწრფელია, მაგრამ ვისურვებდი, რომ ეს ისტორიული როლი მან შეასრულოს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1736346020

ახალი ამბები

საბურთალოზე 1 ადამიანი დაჭრეს - დაპირისპირება მეზობლებს შორის მოხდა

თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე კაცი დაჭრეს. გავრცელებული ცნობით, დაპირისპირება მეზობლებს შორის მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულს მსუბუქი დაზიანება აღენიშნება.  მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ამ...

რუსთავში, დასვენებისა და კულტურის ცენტრალურ პარკში 5 წლის ბავშვი სასრიალოდან ჩამოვარდა, თავი დაარტყა და გაითიშა

1736344673

ახალი ამბები

ბაკურიანში მამა-შვილს ციგით დაეჯახნენ - დაშავებულია 5 თვის ჩვილი

ბაკურიანში, ამირანის პარკის ტერიტორიაზე მამა-შვილს ციგით მოსრიალე დაეჯახა. არსებული ცნობით, შემთხვევის შედეგად დაშავდა 5 თვის ბავშვი, რომელიც მამას დაჯახების მომენტში ხელში ეჭირა. როგორც „ექსკლუზივს“...

ბაკურიანში ციგით სრიალი

1736343777

ახალი ამბები

„დანაშაულის დაფარვის მიზნით მოკლულის ცხედარი მდინარეში გადააგდეს და მიიმალნენ“ - პროკურატურამ სვანეთში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.  „შ...

პროკურატურაა

1736342916

მსოფლიო

საბერძნეთში 120-ზე მეტი მიგრანტი დააპატიმრეს - ისინი ჩქაროსნული კატერით გადაადგილდებოდნენ

ბერძენმა სამართალდამცველებმა აღმოსავლეთ კუნძულ კარპატოსზე 124 მიგრანტი დააკავეს. ამის შესახებ AP-ი იტყობინება. სანაპირო დაცვის განცხადებით, აღმოსავლეთ ეგეოსის ზღვაში, კუნძულის მთავარ პორტთან შემოწმები...

საბერძნეთი

1736342529

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ბიძინა ივანიშვილი მშვიდობისთვის არის დასანქცირებული

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მშვიდობისთვის დაასანქცირეს. მისი თქმით, საამაყოა, როდესაც ადამია...

ლევან მაჭავარიანი