„დარწმუნებული ვარ, თქვენს ნათლიას და მის სისტემას მამათქვენის მოკვლის მცდელობა არ ჰქონია“ - სააკაშვილის ნათლულის წერილი

მიხეილ სააკაშვილის ნათლული,  კობა დავითაშვილის ვაჟი, თორნიკე დავითაშვილი მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს რომ შურისძიებას კარგი არასდროს და არავისთვის მოუტანია. 

„ექსკლუზივტივი“ თორნიკე დავითაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

1. დამნაშავე უნდა გასამართლდეს, მაგრამ

2. უნდა გასამართლდეს სამართლიანად და კანონის ფარგლებში.

3. ხალხის საჭორაო ნამდვილად არაა შიმშილის დეფინიცია, მაგრამ...

4. ასევე მხოლოდ ექიმები უნდა აფასებდნენ, არის თუ არა ადამიანის სიტუაცია კრიტიკული. ციხე იმის ციხეა, რომ პირადი სურვილები მგონი შეზღუდული უნდა იყოს, არა? შესაბამისად, გაუგებარია რატომ ითხოვს საავადმყოფოში გადასვლას, თუ ამის საჭიროება არ დგას.

5. მინდა რომ აუცილებლად ნეიტრალური მხარისგან გასამართლდეს. მოიწვიეთ საზღვარგარეთიდან მიუკერძოებელი მოსამართლეები, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამოვისუნთქოთ და გავაგრძელოთ ცხოვრება. თუ გაასამართლებენ, ხომ კარგი, თუ არადა, მე პირადად დავიღალე ამ ცირკით. რაც მნიშვნელოვანია, ის უკანა ფლანგზეა და ყველა იმას შევყურებთ, მიშა რას ჭამს თუ ბოდიში და რას ჯვ...

6. მე პირადად ყველაზე ირონიულად ვგრძნობ თავს ამ სიტუაციაში. დარწმუნებული ვარ, ნათლიათქვენს და მის სისტემას მამათქვენის მოკვლის 3 თუ 4 მცდელობა არ ჰქონია. მაინც, შურისძიებას კარგი არასდროს და არავისთვის მოუტანია, და მოდი გადავაგოროთ რა ეს უბედური თავი საქართველოს ისტორიაში. სჯობს, ქვეყნის აღმშენებლობით და გაძლიერებით დავკავდეთ, ვიდრე ჭორაობით.

შეგახსენებთ, რომ კობა დავითაშვილის ცემის საქმე ერთ-ერთი გახმაურებულია, იმ საქმეთა შორის, სადაც ყოფილი ხელისუფლების და მისი მაღალჩინოსნების ბრალეულობა დადგინდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵 პენიტენციური სამსახური: საჭირო რესურსი და სათანადო ინფრასტრუქტურა გვაქვს, მიხეილ სააკაშვილის სათანადო მკურნალობისთვის (ვიდეო)

🔵 "სამი დღეა, თითქმის არ ავმდგარვარ საწოლიდან და სოლიდარობის აქციის შემყურე, ისეთი ენერგია მომეცა, საკანში ადგილს ვერ ვპოულობ, ერთი კუთხიდან მეორეში დავდივარ" - მიხეილ სააკაშვილი მორიგ მიმართვას ავრცელებს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1738313901

საქართველო

ირაკლი კობახიძე: ჩვენი ქვეყანა არ არის გონჩარენკოს და გონჩარენკოების დასასჯელი, როდესაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი სახე არის გონჩარენკო, აბსოლუტურად ლოგიკურია ის შეუსაბამობები, რასაც ვხედავთ ასამბლეის საქმიანობაში

„როდესაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი სახე არის გონჩარენკო, აბსოლუტურად ლოგიკურია ის შეუსაბამობები, რასაც ვხედავთ ჩვენ ზოგადად ასამბლეის საქმიანობაში და კონკრეტულად მის რეზოლუციებში“...

ირაკლი კობახიძე

1738312744

საქართველო

როგორ ამინდს პროგნოზირებენ უახლოეს დღეებში საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტო თბილისსა და რეგიონებში 1-3 თებერვალს მოსალოდნელი ამინდი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმე...

ზოგადი

1738311442

საზოგადოება

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება საავიაციო ფორუმ Connect 2025-ში მიიღებს მონაწილეობას

3-5 თებერვალს ესპანეთის ქალაქ ჟირონაში ყოველწლიური საერთაშორისო საავიაციო ფორუმი CONNECT 2025 გაიმართება. რიგით 21-ე ფორუმში 62 ქვეყნიდან 90-მდე ავიაკომპანიის და190-მდე აეროპორტის 820 დელეგატი მიიღებს...

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება

1738311026

მსოფლიო

პიტერ სიარტო: პატრიოტიზმი მთელ მსოფლიოში ძლიერდება, სუვერენიტეტის პატივისცემა მეინსტრიმად იქცა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიარტო წერს, რომ პატრიოტიზმი მთელ მსოფლიოში ძლიერდება, ხოლო სუვერენიტეტის პატივისცემა მეინსტრიმად იქცა. „მიუხედავად იმისა, რომ ლიბერალური მეინსტრიმი ჯერ ისევ უა...

პიტერ სიარტო

1738310756

ახალი ამბები

საქსტატი: 2024 წელს ქვეყნის ეკონომიკა 9.5%-ით გაიზარდა

საქართველოში 2024 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.7 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. საქსტატის...

საქსტატი