დეკანოზი თამაზ ლომაძე: აჩვენეთ ღმერთს, რომ ჩვენ შევიცვალეთ!

დეკანოზი თამაზ ლომიძე ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. 

როგორ  დეკანოზი აცხადებს, ძველი შეცდომების დაშვების დრო არ არის, რადგან ერთი პრეზიდენტი უკვე მოკლა ქვეყანამ.

"მე ასე ვხედავ: დღეს ღმერთი ქართველ ერს ცოდვის გამოსყიდვის შანსს გვაძლევს.

სწორედ ახლა გვაქვს ის უძვირფასესი წამი, რომ ვაჩვენოთ უფალს ნამდვილი სინანული, გამოვისყიდოთ წლების წინ ჩადენილი პრეზიდენტის მკვლელობის მძიმე ცოდვა, მოვიპოვოთ ნამდვილი შენდობა და ბოლოს და ბოლოს გავთავისუფლდეთ ამ სიმძიმისგან.

ახლა გადამწყვეტი მომენტია და უნდა ავირჩიოთ: ჯიუტად გავაგრძელებთ ძმის მკვლელი კაენის გზას თუ შემოვბრუნდებით და კაცთ-მოყვარებით შევცვლით ჩადენილს.

სინანულის ნამდვილი მნიშვნელობაც ხომ შემობრუნება, შეცვლა და განშორებაა ცოდვისგან.

წარსული მეორდება ამ წამს: მაშინაც, წლების განმავლობაში ბოროტმა მტერმა მზაკვრული ტყუილებით და ვერაგი ჭორებით დაგვიბნელა გონება, დაგვაჯერა სიცრუე, შეგვაჩვია სიძულვილს და მოგვაკვლევინა სამშობლოსთვის მებრძოლი კაცი.

დღესაც იგივეს ჩადენის წინაშე ვდგავართ და ღმერთი გვიყურებს ზეციდან თუ რას ავირჩევთ ახლა.

ძალიან საშიში მომენტი გვიდგას ქართველებს, რადგან სწორედ ის ნაბიჯი, რომელსაც გადავდგამთ დღეს მოშიმშილე საქართველოს პრეზიდენტის მიმართ, განსაზღვრავს ჩვენი ცხოვრების შემდეგ ათწლეულებსაც და

ღმერთის წყალობასაც ჩვენდამი.

არ მოკლათ პრეზიდენტი!

აჩვენეთ ღმერთს, რომ ჩვენ შევიცვალეთ!", - განაცხადა დეკანოზ თამაზ ლომიძემ.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას განაცხადებით, ექსპრეზიდენტი თანახმაა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე, სადაც მოთავსების შემდეგ შიმშილობას შეწყვეტს. ადვოკატის ინფორმაციითვე, მიხეილ სააკაშვილს დღესვე გადაიყვანენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში, თუმცა დრო არ დაუკონკრეტებია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741288497

მსოფლიო

ბელგიის პრემიერი: უკრაინისათვის F-16-ის მიწოდება 2026 წლამდე გადაიდო

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ბარტ დე ვევერმა განაცხადა, რომ უკრაინისათვის F-16-ის მიწოდება 2026 წლამდე გადაიდო. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. მიწოდების შეყოვნება გამოწვეულია იმით,...

ბარტ დე ვევერი

1741284763

მსოფლიო

პუტინი: რუსეთს უკრაინაში მშვიდობის ისეთი ვარიანტი სჭირდება, რომელიც რუსეთის სტაბილურ განვითარებას და სიმშვიდეს უზრუნველყოფს, სხვისი არაფერი გვჭირდება

„რუსეთს სჭირდება მშვიდობის ისეთი ვარიანტი უკრაინაში, რომელიც უზრუნველყოფს რუსეთის სტაბილურ განვითარებას და მშვიდობას“,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. როგორც პუტინმა აღნ...

ვლადიმირ პუტინი

1741282174

მსოფლიო

ილონ მასკი: უკრაინაში არჩევნები უნდა ჩატარდეს - ზელენსკი დამარცხდება დიდი სხვაობით

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა უკრაინაში არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრა. „უკრაინაში არჩევნები უნდა ჩატარდეს. ზელენსკი...

ილონ მასკი

1741280979

მსოფლიო

კიტ კელოგი: დონალდ ტრამპს რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვა სურს

უკრაინასა და რუსეთში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის ლიდერის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ახალი მიდგომა რუსეთის მიმართ ურთიერთობების გადატვირთვას ეხება.  ...

კიტ კელოგი:

1741278600

ახალი ამბები

„საქართველო მზად არის განაახლოს დიალოგი ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას“ - მაკა ბოჭორიშვილი

საქართველო მზად არის განაახლოს დიალოგი ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვ...

 მაკა ბოჭორიშვილი