„ძალიან მიკვირს იმ ხალხის, რომლებსაც პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს იმედი ჰქონდათ“ - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი

„ძალიან მიკვირს იმ ხალხის, რომლებსაც პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს იმედი ჰქონდათ“, - წერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი სოციალურ ქსელში.
„ძალიან მიკვირს იმ ხალხის, რომლებსაც პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს იმედი ჰქონდათ.
ინსპექტორთან დაკავშირებით რეორგანიზაციაც და "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონიც მისაღები აღმოჩნდა მისთვის. რაც მე პირადად არ მიკვირს. მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეებმა ღია წერილიც კი გაავრცელეს ამ უკანასკნელ საკითხზე, მან იქ დასახელებული მთელი რიგი არგუმენტები და
აშშ-ის საელჩოს კრიტიკა მხედველობაში არ მიიღო.
პრეზიდენტი როდესაც ამბობს, რომ "მინდა დავარწმუნო ყველა იმაში, რომ ვიქნები დიდი ყურადღებით კანონის აღსრულების პროცესის მიმართ", ეს ნაწილი როგორი ტყუილი დაპირებაა ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ მისი უფლებამოსილება არ ვრცელდება მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების პროცესზე. შესაბამისად ამ სიტყვებს რეალური შინაარსი არ გააჩნია, რადგან "დიდი ყურადღება" მექანიზმი არ არის.“ - წერს ნაზი ჯანეზაშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
პრეზიდენტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს ვეტო არ დაადო.
როგორც სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია აღნიშნული, მან დღეს ხელი მოაწერა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომელიც ითვალისწინებს სამსახურის გაუქმებასა და მის ნაცვლად ახალი სტრუქტურების ჩამოყალიბებას.
„ამგვარი სტრუქტურული ცვლილებების მიმართ არსებობდა და არსებობს განსხვავებული შეხედულებები, თუმცა ეს გადაწყვეტილება არ შეიცავს თავისთავად კატეგორიული ხასიათის სამართლებრივ წინააღმდეგობას. სამსახურის გაუქმება და ახალი სტრუქტურების დაარსება თავისთავად არ იძლევა საფუძველს პრეზიდენტის მხრიდან სამართლებრივი ხასიათის მოტივირებული შენიშვნებისათვის.
ასევე საინტერესოა:
🔵 გიორგი ფხაკაძე: კოვიდის არასწორი მკურნალობა ან კლავს ან აინვალიდებს
🔵 ბრიტანელმა ქალმა ვაჟს ლუციფერი დაარქვა - დედამ მიზეზი ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში ახსნა
1741810492
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ყველა გარემოების გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ იყო შანტაჟის მოლოდინი კანდიდატის სტატუსის გამოყენებით, საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი დაუჭირა განაცხადის შეტანას
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თემა უცნაურად დადგა დღის წესრიგში, იყო ძალიან დიდი ზეწოლა, გვთხოვდნენ ომში ჩართვას, იყენებენ სხვადასხვა ინსტრუმენტს, როდესაც არ ვიღებდით ამ წინადადებას და არ ვემორჩილე...
1741810419
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: „დიფ სთეითი“ ძალიან დაგვეხმარა რადიკალური ოპოზიციის პრაქტიკულად განადგურებაში
„დიფ სთეითი“ ძალიან დაგვეხმარა რადიკალური ოპოზიციის პრაქტიკულად, განადგურებაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში. პრემიერის თქმით, ისინი წავიდნენ ვა-...
1741808670
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: უკრაინაში მიმდინარე ომი არის მთავარი, რამაც დატვირთა საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობა და ამ ომის დასრულებამ უნდა გადატვირთოს ეს ურთიერთობები
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობის დატვირთვის მთავარი მიზეზი უკრაინაში მიმდინარე ომია და ამ ომის დასრულებამ უნდა გადატვირთო...
1741808637
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: რაც უფრო მალე დამყარდება მშვიდობა, მით უფრო მალე გაჯანსაღდება ვითარება ჩვენს გარშემო და ეს აისახება ჩვენს ქვეყანაზე
როცა საუბარია deep state-ზე, იგივე “გლობალურ ომის პარტიაზე”, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის ძალიან ძლიერი ძალა და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ სიფრთხილე უნდა შევინარჩუნოთ, - განაცხადა საქ...
1741808601
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველანაირი მოვლენის განვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად, ისეთი რთული პროცესები გამოვიარეთ გასული სამი წლის განმავლობაში, რომ ვფიქრობ, ამის იქით ვერავინ მოგვერევა
ჩვენ ყველანაირი მოვლენების განვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად, ისეთი რთული პროცესები გამოვიარეთ გასული სამი წლის განმავლობაში, რომ ვფიქრობ, ამის იქით ვერავინ მოგვერევა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მ...