"გამოცდილება ადასტურებს რომ დასახმარებლად მისული რუსული ჩექმა ძნელად, ან აღარასოდეს ტოვებს ქვეყანას" - თინა ხიდაშელი ყაზახეთის მოვლენებზე

"ოპტიმიზმისგან დაცლილია ჩემი მოლოდინები ყაზახეთში დემოკრატიული ცვლილებების შესაძლებლობის თაობაზეთ", - ასე ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ყაზახეთში მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელ ფეისბუკში.
როგორც ხიდაშელი წერს, საკუთარი ქვეყნის მაგალითზე გამოცდილება ადასტურებს, რომ დასახმარებლად მისული რუსული ჩექმა ძნელად, ან აღარასოდეს ტოვებს ქვეყანას.
"ყაზახეთის მოვლენების შესახებ ჩემი მოლოდინები მძიმეა.
სამწუხაროდ ამ უმნიშვნელოვანესი ქვეყნისთვის და მთელი რეგიონისთვის ეს არ არის დემოკრატიული პოტენციალის მქონე მოძრაობა და რევოლუცია.
ცენტრალურ აზიაში ასეთი, დემოკრატიული ცვლილების პოტენციალის მქონე, ძალები ან უბრალოდ არ არიან, ან უკიდურესად მცირე და ფრაგმენტირებულნი არიან. თუკი რამე გვასწავლა ყირგიზეთის განგრძობითმა რევოლუციურმა მოძრაობამ 2000-იანების დასაწყისში, ყირგიზეთის სადაც მაშინ ამერიკული ბაზაც იყო და დემოკრატიული რესურსის შექმნისთვის ბევრი და მნიშვნელოვანი პროექტებიც ხორციელდებოდა, არის პირველ რიგში სწორედ ამ რესურსის სიმწირე.
დიახ, თავისუფლებად შეგვიძლია ვთქვათ რომ თავისი არსით და მასშტაბით დღევანდელი მოვლენები არის პოლიტიკური და ვერ ეტევა სოციალური მღელვარების ფარგლებში, მაგრამ პრობლემაც სწორედ აქ არის, როდესაც თავისი არსით პოლიტიკურ მოძრაობას დემოკრატიული ცვლილებების მოთხოვნები არ ახლავს თან, როდესაც დღის წესრიგი ქაოტურია და ძალადობაც ხელისუფლების, უფრო კი რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.
დღეს რუსეთისთვის დახმარებისთვის მიმართვა და ე.წ. "მშვიდობისმყოფელების" შეყვანა ყაზახეთის ქალაქებში კი უკიდურესად სახიფათო და რისკიანი ნაბიჯია პირველ რიგში თავად ნაზარბაევისა და მისი გარემოცვისთვის, რომელიც თითქმის 30 წლის მანძილზე მუდმივად აბალანსებდა ქვეყანაში დომინანტ ინტერესებს და ინარჩუნებდა ქვეყნის სუვერენიტეტს და მშვიდობას.
ყაზახეთში ჩემი უკვე თითქმის 6 წლიანი საქმიანობის შემდეგ ერთი რამ, რაც შემიძლია დადასტურებულად ვთქვა ის არის, რომ რიგითი ადამიანებისთვის სწორედ ეს მშვიდობა იყო ყველაზე ძვირფასი რის გამოც ბევრ რამეზე ხუჭავდნენ თვალს.
გამოცდილება ადასტურებს რომ დასახმარებლად მისული რუსული ჩექმა ძნელად, ან აღარასოდეს ტოვებს ქვეყანას.
არც ის არის სიახლე ვინმესთვის რომ რუსეთს საკუთარი ანგარიშები აქვს ყაზახეთთან და ეს ანგარიშები არც ტერიტორიული პრეტენზიებისგან არის შორს. სამწუხაროდ დასავლეთი არ არის ძლიერი ცენტრალურ აზიაში და მით უფრო ყაზახეთში, მათი ზემოქმედების შესაძლებლობები უკიდურესად შეზრუდული და არაეფექტურია.
ამ ყველაფერში ერთადერთი საინტერესო ამბავი რჩება ის თუ, როგორ მოიქცევა ჩინეთი? ჩინეთი რომელიც ერთმნიშვნელოვნად ყაზახეთის სტრატეგიული მოკავშირეა, განსაკუთრებით როდესაც საქმე სტრატეგიულ ეკონომიკას ეხება.
რუსეთთან გავლენის სფეროებზე ბალანსის შენარჩუნების პოლიტიკა დღევანდელი მოვლენების ფონზე შესაძლოა რისკის ქვეშ აღმოჩნდეს და შესაბამისად, აქამდე არსებული რიგი დაწერილი თუ დაუწერელი შეთანხმებები.
პარალელები საქართველოსთან უსაგნოა, ძალიან ბევრი რამ განასხვავებს ჩვენს ქვეყნებს ერთმანეთისგან დემოკრატიისა და საკუთარი ქვეყნის სუვრენიტეტისთვის ბრძოლაში.
აქ სრულიად ერთმნიშვნლეოვანი უპირატესობა გვაქვს.
თუკი რამე გვამსგავსებს ის არის, რომ, როგორც ბოლო დროს ბევრჯერ მითქვამს ბატონი ივანიშვილი ქვეყნის სწორედ ნაზარბაევიზაციას ცდილობდა, როდესაც დასავლეთის ხმა აღარ ისმის, როდესაც ქვეყანაში მთავარი მოთამაშეები რუსეთი და ჩინეთი არიან, ჩვენს შემთხვევაში ირანიც შეგვიძლია დავამტოთ ამ ჩამონათვალს, როდესაც ქვეყნის მმართველობა მთლიანად დაცლილია პოლიტიკისა და პოლიტიკოსებისგან და მართვის ბერკეტი მთლიანად და სრულად ოლიგარქისა და მისი ხელის ბიჭების ხელშია.
შედეგად კი სწორედ ის დგება, რასაც დღეს ყაზახეთში ვუყურებთ, რომ შესაძლოა ერთ დღეს ძალაუფლება ქუჩაში ეგდოს, ქვეყანაში კი პოლიტიკური ძალა აღარ იყოს რომელიც მას ხელში აიღებს და ეფექტურად, ქვეყნის სასიკეთოდ მიმართავს.
აქედან რუსეთისთვის "დახმარების ხელი გამოგვიწოდეთ" თხოვნამდე კი ნახევარი ნაბიჯია.
მოკლედ ოპტიმიზმისგან დაცლილია ჩემი მოლოდინები ყაზახეთში დემოკრატიული ცვლილებების შესაძლებლობის თაობაზე", - წერს ხიდაშელი.
ყაზახეთში მთავრობა გადადგა, პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი კი დემონსტრანტებს ცვლილებებს დაჰპირდა, თუმცა ამისდა მიუხედავად საპროტესტო ტალღა არ შეწყვეტილა. ქალაქ ალმათიში დემონსტრანტებმა დაიკავეს მერიის შენობა. საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია მთელ ქვეყანაში.
ბოლო ინფორმაციით, ამ ეტაპზე შეტაკებები ქალაქ ალმათის მთავარ მოედანზე მიმდინარეობს. ადგილზე 50-მდე სამხედრო ტექნიკაა. მათ შორის, ჯავშანტრანსპორტი და სამხედრო სატვირთო მანქანები შეიარაღებული უსაფრთხოების ძალებით.
როგორც ცნობილია, ყირგიზეთი მზადაა ყაზახეთს დაეხმაროს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა აკილბეკ ჟაპაროვმა მთავრობის სხდომაზე თქვა და აღნიშნა, რომ ყირგიზეთი მზადაა შეასრულოს თავისი ვალდებულება, როგორც კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრმა ქვეყანამ.
ყაზახეთში სამხედროების შეყვანა დაიწყო რუსეთმა.
ამავე თემაზე:
🔳 რუსეთმა ყაზახეთში სამშვიდობო ძალების შეყვანა დაიწყო
1741280979
მსოფლიოკიტ კელოგი: დონალდ ტრამპს რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვა სურს
უკრაინასა და რუსეთში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის ლიდერის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ახალი მიდგომა რუსეთის მიმართ ურთიერთობების გადატვირთვას ეხება. ...
1741278600
ახალი ამბები„საქართველო მზად არის განაახლოს დიალოგი ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას“ - მაკა ბოჭორიშვილი
საქართველო მზად არის განაახლოს დიალოგი ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვ...
1741275993
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო.აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მთავრობის მეთაურს თურქმე...
1741274766
ახალი ამბები10 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ32-კმ47 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების...
1741274219
ახალი ამბებიგიორგი გამსახურდია ოპოზიციაზე: დასცინიან ადამიანების რელიგიურ გრძნობებს, ამათი „საღადაო“ არის ჯვარი, რწმენა და საერთოდ ყველაფერი, რაც ტრადიციებთან და სულიერ ღირებულებებთან არის ასოცირებული
დიდი მარხვის პირველ დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ Fox News-ზე ნაცრის ოთხშაბათის ჯვრით გამოჩენასთან დაკავშირებით ქართველი ოპოზიციონერების გამოხმაურებას საქართველოს პირველი პრეზიდენტ...