განათლების სამინისტრო: სრულად დისტანციურ სწავლებაზე 672 სკოლა იმყოფება, ბოლო კვირის განმავლობაში კორონავირუსი მასწავლებელთა 5,8%-სა და მოსწავლეების 2,1%-ს დაუდასტურდა

სრულად დისტანციურ სწავლებაზე 672 სკოლა იმყოფება, ბოლო კვირის განმავლობაში კორონავირუსი მასწავლებელთა 5,8%-სა და მოსწავლეების 2,1%-ს დაუდასტურდა.
ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
„კორონავირუსის შიდა გავრცელების თავიდან ასაცილებლად სკოლები ჯანდაცვის რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებენ და ცალკეული კლასი ან სკოლა მყისიერად გადადის დისტანციურ სწავლებაზე. სწორედ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით, 2 085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან, სრულად დისტანციურ სწავლებაზე 672 სკოლა იმყოფება. რაც შეეხება პედაგოგებს, სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი რისკის ჯგუფის 146-მა მასწავლებელმა გამოთქვა.
ბოლო კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით კორონავირუსი მასწავლებელთა 5,8%-ს და მოსწავლეების 2,1%-ს დაუდასტურდა. ამ დროისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.6%“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.
ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, მოსწავლეთა მშობლებს შესაძლებლობა აქვთ, არჩევანი გააკეთონ დასწრებითი და დისტანციური სწავლების ფორმას შორის.
„შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით სასწავლო პროცესი სკოლებში შერეული ფორმატით უწყვეტად მიმდინარეობს. მასწავლებელთა და მოსწავლეთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში სკოლების მონიტორინგი გრძელდება. ვირუსის თავიდან ასაცილებლად სკოლები სრულად უზრუნველყოფილია შესაბამისი რესურსების სასწავლო წლის ბოლომდე სამყოფი მარაგით“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.
ამასთან, განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ 400-ზე მეტ საჯარო და კერძო სკოლაში თანამშრომლების კოვიდტესტირება სკოლის ექიმებმა დაიწყეს.
სხვა სიახლეები:
1741451878
საზოგადოებაპეტრე ცისკარიშვილი თვითმმართველობის არჩევნებზე: ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ მონაწილეობას არ მივიღებთ
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობა“ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. ხოლო იმ კონკრეტულ ძალებზე...
1741448456
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი გუდაურში მიმდინარე შეჯიბრებაზე: ჩვენ უკვე 300-ზე მეტ საერთაშორისო სპორტსმენს ვუმასპინძლებთ ჩვენს სათხილამურო კურორტებზე
ჩვენ უკვე 300-ზე მეტ საერთაშორისო სპორტსმენს ვუმასპინძლებთ ჩვენს სათხილამურო კურორტებზე. მიმდინარე შეჯიბრიც ძალიან წარმატებულია ჩვენი ქვეყნისთვის, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრ...
1741445968
საზოგადოებაპაატა სალია ოჯახური ღირებულებების კანონზე: ეს ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა იყო, შესაბამისად, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ ჩვენ ეს კანონი გავაუქმოთ
ირიბად, ეს ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმურობას აღიარებენ, რადგან ითხოვენ, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტმა გააუქმოს კანონი - მთავრობა ვერ გააუქმებს კანონს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლეს...
1741443176
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: სამწუხაროა, რომ ევრო ბიუროკრატები კვლავ ილუზიის ქვეშ იმყოფებიან, თითქოს არის ათასობით სქესი. მადლობა ღმერთს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენ ამის მტკიცება არ გვჭირდება, არის ორის სქესი, კაცი და ქალი
სამწუხაროა, რომ ევრო ბიუროკრატები კვლავ ილუზიის ქვეშ იმყოფებიან, თითქოს არის ათასობით სქესი. მადლობა ღმერთს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენ ამის მტკიცება არ გვჭირდება, არის ორის სქესი, კაცი და...
1741442993
ახალი ამბებისპორტის მინისტრი: სასიხარულოა, რომ დღეს სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულთა მსოფლიო ყურადღების ცენტრშია გუდაური და ამინდშიც ძალიან გაგვიმართლა
სასიხარულოა, რომ დღეს სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულთა მსოფლიო ყურადღების ცენტრშია გუდაური და ამინდშიც ძალიან გაგვიმართლა, - განაცხადა სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ. მინისტრი გუდაურში იმყოფება...