"რა ამბავია ამდენი ჩახუტება, ბიჭი ვარ და არ მიხდება-მეთქი, ახლა კი ვხვდები, რომ ამ სულელური აზრების გამო, ბევრჯერ ვერ ჩავეხუტე" - დომენიკ მანგოს ემოციური პოსტი გარდაცვლილ დედაზე
სამოქალაქო აქტივისტი კუკური ბარამიძე იგივე დომენიკ მანგო, ახლახან გარდაცვლილ დედაზე, ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
"პირველად ბებია იყო.
რომ მემშვიდობებოდა, უკან არ მეიხედო ჩემო კუსალია, მე შეიძლება აღარ დაგხვდე და წინსვლა არ შეწყვიტოო.
მანქანის სარკიდან გავყურებდი და ბუნდოვნდებოდა მისი სილუეტი რაც უფრო ვშორდებოდი, გული მიკანკალებდა და უკან რჩებოდა ჩემი სული იმ მოხუცთან განშორებისას.
გერმანიაში ცხოვრების ხანს შევიტყვე მისი წასვლის ამბავი, 10 დღე ლუკმა არ გადამდიოდა ყელში, ვერ წამოვდექი ფეხზე იმ გლოვისას.
საშინლად განვიცადე ჩემი ძვირფასი ბებიას დაკარგვა, მთელი ჩემი ბავშვურობა თან გაიყოლა და წავიდა.
სწორედ ის გახლდათ ჩემი პირველი გზამკვლევი ტრაგედიის გზაზე, მან გამიკვალა ამ ეკლიანი გზის ბილიკები და მაშინ ვისწავლე პირველად გლოვა.
ახლაც არ მშორდება მისი ბებერი და შრომისგან გაუხეშებული ხელების შეგრძნებები ჩემს კანზე მოფერებისას, შუბლზე რომ მეფერებოდა და მაღვიძებდა - წამო ბებია კარტოფილის წამოღებაში მომეხმარეო - და მეც სიხარულით წამოვხტებოდი ლოგინიდან, ოღონდ მასთან ერთად ვყოფილიყავი.
არ მშორდება მოგონებიდან, ახლაც ზუსტად ისე მოვთქვამ და სულ ისე ვინახავ გულში, როგორც პირველად განვიცადე ჩემი ბებიას დიდი ტრაგედია - იქ დასრულდა ჩემი ბავშვობაც და სოფლის ცხელი სიცივეებიც.
ახლა დედა.
მან წაიღო ჩემი ახალგაზრდობა და 27 წლის ასაკში დამაბერა.
სულ ვფიქრობდი რა ამბავია ამდენი ჩახუტება, ბიჭი ვარ და არ მიხდება-მეთქი, ახლა კი ვხვდები რომ ამ სულელური აზრების გამო, ბევრჯერ ვერ ჩავეხუტე.
ბოლოს რამე ვირუსი რომ არ გადამედო, მუხლებზე ჩავეხუტე.
ბებიას შემდეგ დედა მიცხობდა ზეთიან მჭადებს, მირჩევდა საგულდაგულოდ რბილ ყველს და ზუსტად ისე, როგორც ბებია, თითქოს სულს დებდა და ისე მოჰქონდა მაგიდასთან.
ეს ნახევრად მაინც მაიმედებდა, რომ მე ისევ ბავშვი ან ახალგაზრდა ვარ, მაგრამ ახლა აღარ… აღარ დადგება მჭადების სუნი, აღარ გამაღვიძებს აღარავინ დილას.
დედა მაინც არ მაღვიძებდა, ვენანებოდი გასაღვიძებლად.
ჩუმად შემოაღებდა კარს, ჩუმად დამიძახებდა და მერე მეუბნებოდა ვერ გაიღვიძეო.
იყო და გაქრა, წუთებში გაქრა.
ჩემი ძვირფასიც უკვე აღარ მყავს.
გაცივდა სახლი, გაცივდა ღამე და დღეც თითქოს აღარ ანათებს.
მე ახალგაზრდა აღარ ვარ, დედამ წაიღო ახალგაზრდობა, ის აღარასდროს დამიბრუნდება.
ჩემო ძვირფასებო", - წერს დომენიკ მანგო.
სხვა სიახლეები:
🔲 რაგბის ცნობილი კომენტატორი ზაალ გიგინეიშვილი გარდაიცვალა
🔲 NCDC: 2022 წლამდე, საქართველოში კორონავირუსი 10 687 ორსულს დაუდასტურდა
🔲 ემანუელ მაკრონი მომდევნო კვირაში რუსეთსა და უკრაინაში ჩავა
1736607620
საინტერესო ამბები„მავნებელი პრეზიდენტყოფილი ქალის დახვედრა ზუგდიდში, სხვანაირად ჩვენ, სამეგრელოში არ ვხვდებით“ - გიორგი გამსახურდია
გიორგი გამსახურდია საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის რეგიონულ ტურნეს ეხმიანება, რომელიც ზუგდიდიდან დაიწყო. გამსახურდია აქციაზე შეკრებილი ხალხის მცირერიცხოვნობაზე ამახვილებს ყურადღებას...
1736605680
სოციალური მედია„უნდა გითხრა, რომ ეს სანქცია საერთოდ არ მანაღვლებს, ჩემთვის დიდი პატივია ამ სიაში ყოფნა“ - ვასილ მაღლაფერიძის ღია წერილი ყოფილ მეგობარს
ცხადია, გაიგებდი, რომ შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივანს კონგრესმენებმა მოთხოვნა გაუგზავნეს ოცდახუთი ადამიანის, მათ შორის, ჩემი დასანქცირების შესახებ – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლ...
1736602609
ახალი ამბები„მართალია, არ მოვემზადეთ, როგორც საჭირო იყო, დარწმუნებული ვიყავით, რომ ვიყავით მეტნი, რაც სწორია, მაგრამ მომზადებულიც უნდა ვიყოთ, საჭიროა ახალი პარტიები“ - სალომე ზურაბიშვილი
„კარგია დგომა, მაგრამ კიდევ უფრო კარგია იმის მომზადება, რაც გვჭირდება ხვალინდელი დღისთვის. კრიზისიდან გამოსავალი არის თავისუფალი არჩევნები, და შემდეგი არჩევნებისთვის მოუმზადებელი არ უნდა აღმოვჩნდეთ“,...
1736599831
ახალი ამბებისოხუმში სამი ადამიანი მოკლეს
11 იანვარს სოხუმში კაფე „ბისკვიტის“ სტუმრებს შორის სროლა მოხდა. დაღუპულია სამი ადამიანი. ისინი ცენტრალურ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ერთი მსროლელი მიიმალ...
1736599760
მსოფლიოამერიკელი სოულ-მომღერალი სემ მური გარდაიცვალა
ამერიკელი სოულ-მომღერალი სემ მური, 89 წლის ასაკში, ფლორიდაში გულზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა - იუწყება MSN. მური 1960-ანი წლების პოპულარული დუეტის Sam & Dave-ის წევრი იყო. სემ მურისა და...