გონების დაკარგვის ეპიზოდი შესაძლოა, ყოველ წუთს განმეორდეს - მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არის მძიმე, ძალიან რთული, გონების დაკარგვის ეპიზოდი შესაძლოა, ყოველ წუთს განმეორდეს, წევს რეანიმაციაში მონიტორინგის ქვეშ, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ მე-18 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
„გონების დაკარგვა მოხდა, ეს სინკოპია. ეს მოასწავებს, რომ ყოველ წუთში ხდება ცუდი რაღაცები მის ორგანიზმში. მდგომარეობა არის მძიმე, ძალიან რთული. აქ გვყავდა ნევროლოგი, რომელმაც დასვა არასასიამოვნო დიაგნოზის შესაძლებლობა, რომელიც ჩემი აზრით, იმსახურებს დიდ ყურადღებას.
გადასაყვანია მიშა სააკაშვილი მრავალპროფილურ საავადმყოფოში, სადაც არსებობს მაღალი დონი მრტ, მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია. აპარატი, რომელიც გვაძლევს საშუალებას, შევისწავლოთ მისი ტვინის მდგომარეობა. გონების დაკარგვის ეპიზოდი შესაძლოა, ყოველ წუთს განმეორდეს. წევს რეანიმაციაში მონიტორინგის ქვეშ, ველოდებით რა მოხდება“,- განაცხადა ყიფშიძემ.
ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, პენიტენციურ დაწესებულებაში შესთავაზეს კომპიუტერული ტომოგრაფიის გაკეთება, თუმცა უარი თქვეს, რადგან სააკაშვილს სჭირდება მრავალშრიანი კომპიუტერული ტომოგრაფია.
„ველოდებოდით გასტროენტეროლოგს, ჯერ არ მოსულა. ის გვჭირდებოდა, რომ გვეფიქრა, რა ხდება მის კუჭში, არის თუ არა სისხლდენა, რა ვიფიქროთ, რა გავაკეთოთ. ამ წუთში ყველაზე საყურადღებოა მრტ-ს გაკეთება. ეს აპარატი აქ არ დგას. არის სულ რამდენიმე კლინიკაში, თბილისში. ადგილობრივმა ექიმებმა შემოგვთავაზეს კომპიუტერული ტომოგრაფიის გაკეთება, რაზეც უარი ვუთხარი.
ჩვენ ვფიქრობთ, ეს არის მხოლოდ ზედმეტი დასხივება, მას სჭირდება მრავალშრიანი კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელიც აქ არ არსებობს. თავის ტვინის დიაგნოსტიკას ამ წუთში აქ ვერ ვაკეთებთ.
რაც შეეხება გორის კლინიკას, არ გამოდგება ორი მიზეზის გამო – ჯერ ერთი, კლინიკას არ აქვს ის აღჭურვილობა, რაც სააკაშვილს დღეს სჭირდება. ასევე, წარმოიდგინეთ, მას სჭირდება დაახლოებით 25 სპეციალისტი, სხვადასხვა სპეციალობის, რომლებიც ძირითადად თბილისში ცხოვრობენ, ეს ხალხი უნდა ვატაროთ გორში დღე და ღამე?“,- განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
ასევე დაგაინტერესებთ:
1741267873
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ტაჯიკეთის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ტაჯიკეთის ახლადდანიშნულ ელჩს, ილხომ აბდურახმონს (რეზიდენციით ბაქო) შეხვდა. მაკა ბოჭორიშვილმა ტაჯიკეთის ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მ...
1741266370
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7830 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7858 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...
1741264392
მსოფლიოტრამპის ადმინისტრაცია ამერიკაში მყოფი 240 ათასი უკრაინელისთვის სამართლებრივი სტატუსის გაუქმებას გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკაში მცხოვრები 240 ათასი უკრაინელისთვის სამართლებრივი სტატუსის ჩამორთმევას გეგმავს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. საუბარია იმ უკრაინელებზე, რომლე...
1741261938
მსოფლიოპუტინმა აშშ-ში რუსეთის ახალ ელჩად ალექსანდრე დარჩიევი დანიშნა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ში ახალი ელჩი, ალექსანდრე დარჩიევი დანიშნა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რუსეთს ელჩი ამერიკაში 2024 წლის ოქტომბრიდან არ ჰყავდა. 18 თებერვალს საუდის არა...
1741261815
საზოგადოებაიაგო ხვიჩია - იმედი მაქვს, ჩვენი კოლეგები, რომლებიც უკვე არ აპირებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, დარჩებიან ამ პოზიციაზე და არ გადაიფიქრებენ
იმედი მაქვს, ჩვენი კოლეგები, რომლებიც უკვე არ აპირებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, დარჩებიან ამ პოზიციაზე და არ გადაიფიქრებენ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. ხვიჩიას თქმი...