ხმაური და დაპირისპირება სააკაშვილის სასამართლო პროცესზე

ხმაური თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მიხეილ სააკაშვილმა ე.წ. პიჯაკების საქმეზე საუბრისას, მის მიმართ წაყენებულ ბრალს, აბსურდული უწოდა.
"პროცესი, რომელიც ტარდება არის პოლიტიკური, ანეკდოტური, ალბათ, ყველაზე სამარცხვინო საქართველოს ისტორიაში"- განაცხადა სააკაშვილმა.
მან სხდომაზე "ქართული ოცნების" ლიდერების, პრემიერ-მინისტრის, მათ შორის პროკურორების ძვირად ღირებული მდიდრული სახლების ფოტოები წარადგინა და განაცხადა, რომ მმართველი გუნდი ხალხის ხარჯზე მდიდრდება.
უფრო კონკრეტულად, სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის, დავით ნარმანიას და პროკურორ ჯარჯი წიკლაურის კუთვნილი სახლების ფოტოები წარადგინა.
პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილის თავი პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისგან არ შეუკავებია.
"ეს არის მათი მედიების ფეიკ ნიუსები"- თქვა წყობიდან გამოსულმა პროკურორმა. ბრალდების მხარის ამ გამოსვლას მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები აპროტესტებენ.
"ბატონი არჩილი სრულიად პროვოკაციულად წამოდგა, ხმამაღლა, შეაწყვეტინა და გააკეთა პოლიტიკური შინაარსის პროპაგანდისტული განცხადება,"- განაცხადა ბექა ბასილაიამ და მოსამართლეს რეაგირებისკენ მოუწოდა.
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა კი მხარეებს მიმართა, რომ თუ მხარეები სიმშვიდეს არ შეინარჩუნებენ, სხდომას დახურავს.
ასევე დაგაინტერესებთ:
1741268879
მსოფლიო„სიენენი“ - დონალდ ტრამპი განათლების სამინისტროს გაუქმებას აპირებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განათლების სამინისტროს გასაუქმებლად ემზადება. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპმა შესაძლოა, ამ კვირაში ან დღესაც ხელი მოაწე...
1741267873
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ტაჯიკეთის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ტაჯიკეთის ახლადდანიშნულ ელჩს, ილხომ აბდურახმონს (რეზიდენციით ბაქო) შეხვდა. მაკა ბოჭორიშვილმა ტაჯიკეთის ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მ...
1741266370
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7830 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7858 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...
1741264392
მსოფლიოტრამპის ადმინისტრაცია ამერიკაში მყოფი 240 ათასი უკრაინელისთვის სამართლებრივი სტატუსის გაუქმებას გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკაში მცხოვრები 240 ათასი უკრაინელისთვის სამართლებრივი სტატუსის ჩამორთმევას გეგმავს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. საუბარია იმ უკრაინელებზე, რომლე...
1741261938
მსოფლიოპუტინმა აშშ-ში რუსეთის ახალ ელჩად ალექსანდრე დარჩიევი დანიშნა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ში ახალი ელჩი, ალექსანდრე დარჩიევი დანიშნა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რუსეთს ელჩი ამერიკაში 2024 წლის ოქტომბრიდან არ ჰყავდა. 18 თებერვალს საუდის არა...