TikTok-ზე სასიკვდილო თამაში ვრცელდება, რომელმაც 80-ზე მეტი არასრულწლოვანი იმსხვერპლა - ბავშვები ვიდეოს ჩაწერის დროს იგუდებიან

სოციალური ქსელ TikTok-ზე ხშირად შეხვდებით გამოწვევებს, რომელიც ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშია, თუმცა მთელს მსოფლიოში ვირუსულად ვრცელდება და უამრავი მომხმარებელი ებმება. ერთ-ერთი მათგანი გულისხმობს სუნთქვის შეკავებას გონების დაკარგვამდე, გამოწვევა "ტიკტოკზე" blackout challenge-ის სახელით არის ცნობილი.

​გამოწვევა ახალი არ არის, თუმცა სოციალურ ქსელში მას დღემდე უამრავი მომხმარებელი მიმართავს. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) ინფორმაციით, blackout challenge-ს 80 ადამიანზე მეტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ინტერნეტმომხმარებლები სუნთქვას იკავებენ მანამ, ვიდრე უჟანგბადობის გამო გონებას არ დაკარგავენ. გასულ წელს ამ დავალების შესრულებისას ოთხი 12 წელს ქვემოთ ბავშვი გარდაიცვალა.

"ამ დროს ტვინს იგივე ემართება, რაც ხდება დახრჩობის, ან გულის შეტევის დროს. თუ ტვინს 3 წუთის განმავლობაში არ მიეწოდება ჟანგბადი, ის ზიანდება და შედეგად, შესაძლოა, სიკვდილი დადგეს,"  - ამბობს ექიმი ნიკ ფლინი.

CDC ასევე, ავრცელებს ნიშნების ჩამონათვალს, რომელიც შესაძლოა ჰქონდეს მოზარდს, რომელმაც გამოწვევაში ჩართვა სცადა, მათ შორის არის  ჩასისხლიანებული თვალები, უცნაური კვალი კისერზე, ძლიერი თავის ტკივილი...

"კვლევა აჩვენებს, რომ ბევრ მშობელს სასიკვდილო თამაშის შესახებ არაფერი გაუგია, ამიტომ, იმედი გვაქვს, მივაწვდით მათ ინფორმაციას, ისევე, როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს და მასწავლებლებს, რომ ამოიცნონ გამაფრთხილებელი ნიშნები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თავად ბავშვებმა, შესაძლოა, ვერ გაიაზრონ ასეთი მოქმედების საფრთხე," - აღნიშნავს პროფესორი რობინ ტობლინი. 

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵გამოვლინდა კორონავირუსის 25 161 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 51 პაციენტი

🔵თურქეთიდან იმპორტირებული დაბალფასიანი მედიკამენტები აფთიაქებში სავარაუდოდ, მარტის ბოლოდან გამოჩნდება

🔵"ოქროს ხანა" ახლოვდება - პარაცელის წინასწარმეტყველებები მეორე მსოფლიო ომზე, აშშ-ს აღორძინებასა და სამხრეთიდან მომდინარე საფრთხეებზე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741274219

ახალი ამბები

გიორგი გამსახურდია ოპოზიციაზე: დასცინიან ადამიანების რელიგიურ გრძნობებს, ამათი „საღადაო“ არის ჯვარი, რწმენა და საერთოდ ყველაფერი, რაც ტრადიციებთან და სულიერ ღირებულებებთან არის ასოცირებული

დიდი მარხვის პირველ დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ Fox News-ზე ნაცრის ოთხშაბათის ჯვრით გამოჩენასთან დაკავშირებით ქართველი ოპოზიციონერების გამოხმაურებას საქართველოს პირველი პრეზიდენტ...

გიორგი გამსახურდია

1741271948

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი: აგრძელებენ ზეწოლას საქართველოზე, მაგრამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება საქართველოს სუვერენიტეტს არ დათმობს

„დიფ სთეითს“ უზარმაზარი გავლენა აქვს ევროპელ პოლიტიკოსებზე, ევროპული ქვეყნების ლიდერებზე, ევროკავშირის ხელმძღვანელობის სტრუქტურებზეც. ბალტიისპირეთის ქვეყნები არიან წამოწეული წინა პლანზე, რომლებიც ახმო...

თენგიზ შარმანაშვილი

1741270395

მსოფლიო

„რუსეთი უკრაინაში ნატოს ჯარების განლაგებას არ მოითმენს“ - ლავროვი

რუსეთი არ მოითმენს ნატოს ჯარების ყოფნას უკრაინაში, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი ნატის სამხედროების ყოფნას უკრაინაში ზუსტად ისე განიხილ...

აა

1741268879

მსოფლიო

„სიენენი“ - დონალდ ტრამპი განათლების სამინისტროს გაუქმებას აპირებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განათლების სამინისტროს გასაუქმებლად ემზადება. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპმა შესაძლოა, ამ კვირაში ან  დღესაც  ხელი მოაწე...

დონალდ ტრამპი

1741267873

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ტაჯიკეთის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ტაჯიკეთის ახლადდანიშნულ ელჩს, ილხომ აბდურახმონს (რეზიდენციით ბაქო) შეხვდა. მაკა ბოჭორიშვილმა ტაჯიკეთის ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მ...

მაკა ბოჭორიშვილი