კი დააბრალებ ყველაფერს ექიმი კორონას, მაგრამ შენ თავად ხომ იცი, რაც და როგორ იყო? - იაგო ფრანგიშვილი

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი ქართული ჯანდაცვის სისტემას და იმ ექიმებს აკრიტიკებს, რომლებიც კოვიდ ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ. ფრანგიშვილი კოლეგებს, მკურნალობის მეთოდებს უწუნებს და მითითებებს აძლევს.
“კიდევ ერთი ადამიანი… ახალგაზრდად ითვლება 66 წლის ასაკი, ორჯერ ვაქცინირებული გარდაიცვალა… რითი? საქართველოს ჯანდაცვას თუ ვკითხავთ და იმ კლინიკებს, სადაც იყო, გეტყვიან კოვიდით, კორონათიო… არადა, გარდაიცვალა იმიტომ, რომ კორონიანთან კონტაქტის მერე დაუდასტურდა კორონა, გაუკეთეს ყველა ანალიზი და უთხრეს, რომ ფილტვში დაზიანებააო “9 ქულა”… ისევ და ისევ ეს იდიოტური, დეგენერატული, იმბეცილური, სულელური ქულები არ არსებობს, არავითარი ქულები…
არსებობს დიაგნოზისკენ მითითება… რა ანთებითი უფროა, შეშუპებითი უფროა, ინტერსტიციული უფროა, ლოკალურ სეგმენტური უფროა და ასე შემდეგ… აი, ეს არსებობს და აქვს აზრი… ქულების აზრი არის ნული, თუ არ იცი და არ ადგენ რა ტიპის დაზიანებაა. – ეს ვერ გაიგეს და ილაპარაკე ასე მარტოდმარტო.
ეს მამაკაცი “9 ქულიანი” ფილტვის “დაზიანებით”… ხო ასე უთხრეს… გადაიყვანეს “კოვიდ კლინიკაში”. ჯერ ერთში და მერე მეორეში – იმობილიზაცია, გადასხმები… როგორც იციან ხოლმე ლიტრობით რაღაცა წამლები, კილოობით დამძიმდა… ბოლოს და ბოლოს დაუდგინდა ფილტვის შეშუპება, ანუ, ასხავ და ასხავ სითხეს და არ აკონტროლებ რამდენი გამოდის, ეს ყველაფერი დაახლოებით 7 თუ 8 კვირის მანძილზე ბოლოს კი, ჰემოდიალიზის მიუხედავად, რომელიც ბოლო დღეებში ჩაუტარეს, ვერ გამოვიდა ადამიანი ამ მდგომარეობიდან და გარდაიცვალა.
აი, რა არის ახლა ეს? ამიხსენით ვინმემ, რას უსხამთ ადამიანს, რომელსაც ჭამა-სმა შეუძლია, ან რატომ მიგყავთ იმ კლინიკაში? ან თუ მიგყავთ, სითხის ბალანსი მაინც გააკეთეთ, აწონეთ პაციენტი და გაითვალისწინეთ, რომ ჭარბწონიანი დღეში დაახლოებით 500 გრამს კარგავს, ანუ, ეს 500 გრამი იქცევა სითხედ, ის ცილა კუნთში დენატურირდება წოლის გამო და იქცევა სითხედ, და თუ შენ კიდევ უსხი და უსხი სითხე ლიტრობით, და არ შეამოწმე რამდენი გამოჰყო, მოხდება ფილტვის ქსოვილში ჟანგბადის მიმოცვლის შეზღუდვა და სატურაციის დაქვეითება, ასეთ ავადმყოფს თუ ცეპაპი ან ინვაზიური მართვის სუნთქვა მიეცი, 10 და 20 მილიბარით თუ ჩატუმბე იქ ჰაერი და ჟანგბადი, ეს სითხე გადავა ქსოვილში და უფრო დაგუბება, დამძიმდება და კატასტროფული გამოსავალი ექნება.
ალბათ მეასეჯერ ვწერ, კი დააბრალებ ყველაფერს ექიმი კორონას, მაგრამ შენ თავად ხომ იცი, რაც და როგორ იყო? უბრალოდ საკუთარ თავს გაუფრთხილდით მაინც, არ მოგასვენებთ ქვეცნობიერება”, – წერს, იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში.
ასევე წაიკითხეთ:
🔵დიახ, 1 თებევრლამდე ვინც არ აიცრება დაჯარიმდება 4000$-ით - გიორგი ფხაკაძე
🔵გიგი უგულავა სასამართლომ 3 ათას ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლდა
1741243205
საზოგადოებანათია თურნავა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს ტალეჰ კაზიმოვს შეხვდა
საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალურ ბანკს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენ...
1741243154
საზოგადოებასაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებების 63-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი გააკეთა ჟენევის მოლაპ...
1741241235
მსოფლიოდონალდ ტრამპი - გაათავისუფლეთ მძევლები ახლავე, თორემ ჯოჯოხეთურ ფასს გადაიხდით, ეს ბოლო გაფრთხილებაა, „ჰამასის“ არც ერთი წევრი არ იქნება დაცული, თუ არ გააკეთებთ იმას, რასაც ვამბობ
გაათავისუფლეთ მძევლები ახლავე, თორემ მოგვიანებით ჯოჯოხეთურ ფასს გადაიხდით, ეს ბოლო გაფრთხილებაა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს. „შალომ ჰამასი“ ნიშნავს გამ...
1741240138
საზოგადოებალევან მახაშვილი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე ოპოზიციის უარის შესახებ: თუ მათ სურთ, თვითდესტრუქციის რეჟიმში გააგრძელონ მოქმედება და კვლავაც დაუშვან შეცდომები, ეს მათი გადასაწყვეტია
თუ მათ სურთ, თვითდესტრუქციის რეჟიმში გააგრძელონ მოქმედება და კვლავაც დაუშვან შეცდომები, ეს მათი გადასაწყვეტია, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა 4...
1741240030
საზოგადოებაფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებ...