„კულტურის მინისტრი და დროში მოგზაურობა“ - ემიგრანტი ჟურნალისტის მოსაზრება

ლალი იმედაიშვილი, იტალიაში მყოფი ემიგრანტი ჟურნალისტი, კულტურის სამინისტროს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. exclusivetv.ge-ს მკითხველს, იმედაიშვილის წერილს უცვლელად ვთავაზობთ.
„ქართული კულტურის ირგვლივ დიდი ვნებათაღელვაა მას შემდეგ, რაც კულტურის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა. იმის გამო, რომ ქვეყანაში არ ვიმყოფები, ღრმად არ ვიცნობ პროცესებს, თუმცა ინტერნეტის ეპოქაში სულაც არ არის ძნელი წაიკითხო, გააანალიზო, შეაფასო მდგომარეობა და მეტ-ნაკლებად ობიექტური წარმოდგენები შეიქმნა.
კულტურის მინისტრი, დანიშვნის დღიდან, ბევრჯერ აღმოჩნდა არასახარბიელო მდგომარეობაში. რაც ხელისგულზე დევს და მას, როგორც მაღალჩინოსანს ნათლად ახასიათებს, არის ორი ფაქტორი:
1.მინისტრს დაუძლეველი სიძულვილი დაუგროვდა წინა ხელისუფლების მიმართ.
2. ის, როგორც სახელმწიფო მოხელე, ყველა ხერხით და საშუალებით ცდილობს ბიძინა ივანიშვილის, როგორც ქართული თანამედროვეობის ყველაზე მონუმენტური ფიგურის ფენომენის დამკვიდრებას ქართულ რეალობაში. მაგალითად მისი "ფრთიანი" ფრაზებიც გამოდგება, "თქვი აბა, ბიძინას გაუმარჯოს" მიკროფონის ჩამორთმევისას რომ უთხრა ერთ რეგიონალურ რეპორტიორს. ისევე როგორც ზოგადად სახელმწიფოს, ქართულ კულტურასაც უამრავი პრობლემა და გამოწვევა დაუგროვდა.
საზოგადოება აქაც ორადაა გახლეჩილი, ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების მხარდამჭერები ურთიერთბრალდებებით არ იღლებიან, ამასობაში კი კულტურული მემკვიდრეობის უძველესი ძეგლები, ეკლესიები და მიტოვებული მონასტრები უპატრონობით ნადგურდება მთელი საქართველოს ტერიტორიაზე, იშლება ლიტერატურული კონკურსები, უქმდება ძველი და ხელახლა არსდება ახალი პრემიები, ახლა უკვე სახელმწიფოსადმი ლოიალურად განწყობილი ავტორების დასაჯილდოებლად.
მეორე დღეა ახალი სკანდალი მომწიფდა. ლიტერატურის მუზეუმმა, რომლის დირექტორიც ლაშა ბაქრაძეა, დეკემბერში გამოსცა ელენე ბაქრაძის ლექსების კრებული. შეგახსენებთ, ელენე ბაქრაძე მკვლევართა ერთი ნაწილის მიერ, მოიაზრება პაოლო იაშვილის " დარიანული ციკლის" ლექსების ავტორად. წიგნში შეცდომით შეიტანეს ანა კალანდაძის ორი ლექსი. მომხდარის გამო, ლაშა ბაქრაძემ თავის ფეისბუკის კედელზე ბოდიშის შემცველი სტატუსი გამოაქვეყნა და შეცდომის გამოსწორების შესაძლებლობა მოითხოვა.
დღეს კულტურის სამინისტრომ საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა ტექსტი, რომლის წაკითხვის შემდეგ დროში ვიმოგზაურე და დაახლოებით 35 წლის წინანდელ "მეს" შევხვდი, მაგრამ სანამ ამაზე გიამბობთ, ჯერ ამონარიდებს გაგაცნობთ სამინისტროს განცხადებიდან.
"2021 წლის 31 დეკემბრიდან, სამინისტროს მომართა არაერთმა სამართლიანად აღშფოთებულმა მოქალაქემ, მათ შორის, ღია წერილითაც. ფაქტი საზოგადოებისათვის უკვე ცნობილია: გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმმა გამოსცა ელენე ბაქრაძის (დარიანი) წიგნი, სადაც ხსენებული ავტორის კუთვნილებად გამოცხადებულია ანა კალანდაძის ორი ლექსი. წიგნის შემადგენელია ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე, რედაქტორი - დირექტორის მოადგილე თეა თვალავაძე. რედაქტორი გულწრფელად განიცდის აღნიშნულ შეცდომას, რასაც მისი ავად გახდომაც კი მოჰყვა. სამინისტრო პატივს მიაგებს თეა თვალავაძის მუზეუმში მრავალწლიან კეთილსინდისიერ საქმიანობას და მას მომავალშიც მხნეობას უსურვებს. რაც შეეხება წიგნის შემდგენელსა და, იმავდროულად, მუზეუმის ხელმძღვანელს, ის კოვიდით არის ავად. უახლოეს პერიოდში, სამინისტრო მასთანაც გეგმავს საკითხის სერიოზულად განხილვას. აუცილებელია, გაირკვეს, რამ განაპირობა ესოდენ მასშტაბური რეზონანსის გამომწვევი შეცდომა ისეთ სოლიდურ დაწესებულებაში, როგორიც ლიტერატურის მუზეუმია. სამინისტროსთვის, ასევე, პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმის პრევენციას, რომ სისტემის შიგნით მსგავსი სამწუხარო ფაქტების ალბათობა მაქსიმალურად გამოირიცხოს. კულტურის სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ პირს, ვინც წიგნში არსებული შეცდომის შესახებ მას დროულად შეატყობინა."
ახალ სკოლა დამთავრებული ლანჩხუთის რაიონულ გამოცემა "კომუნისტურ შრომაში" ვმუშაობდი. რედაქციაში, დერეფნის ბოლოს იყო ერთი ოთახი, რომლის კარი ყოველთვის დაკეტილი იყო რკინის გისოსებით და ბოქლომით. ერთხელ, როდესაც თანამშრომლების უმეტესობა შესვენებაზე იყო გასული, აღმოვაჩინე რომ საიდუმლო ოთახის კარი ღია დარჩენიათ და შევედი. არქივში აღმოვჩნდი. ყველა კედელი თაროებით იყო დაფარული, თაროებზე კი გაზეთის ძველი გამოცემები ეწყო 1932 წლიდან.
ძალაუნებურად დავიწყე გაყვითლებული, მტვრიანი ფურცლების თვალიერება. თითქმის ყველა ნომერში იყო ტუშით გადაშლილი ფოტოები. ფოტოები ან მთლიანად იყო დაფარული ტუშის სქელი ფენით, ან მხოლოდ ისინი იყვნენ ამოშლილი, ვისაც საბჭოთა სახელმწიფო მტრად აცხადებდა. ერთი სული მქონდა გამეღწია დასმენის, მკვლელობების, ცილისწამების, განადგურების ქრონიკებად ქცეული სივრციდან და ვერ ვახერხებდი. მონუსხულივით ვფურცლავდი ძველ გაზეთებს და ვკითხულობდი შემზარავ განცხადებებს, წინადადებებს.საშინელი, დამთრგუნველი და გამანადგურებელი განცდა გამიჩნდა 17 წლის გამოუცდელ, ჟურნალისტიკაში ფეხის შედგმის სურვილის მქონე, ჯერ კიდევ ბავშვს. აი ეს ამბავი და დღე გამახსენა დღეს კულტურის სამინისტროს სრულიად ბოლშევიკური პათოსით შექმნილმა განცხადებამ.
ზუსტად ასე, "ხალხის სახელით" ესაუბრებოდა საბჭოთა ბოლშევიკური მთავრობა თავის მოქალაქეებს, ეძებდა და აღმოაჩენდა " მტრებს", "ასწორებდა" შეცდომებს და სჯიდა "დამნაშავეებს" . როგორ დაამთავრეს, კი გემახსოვრებათ.
P.S. სტატიაში გამოთქმულია მხოლოდ ჩემი, როგორც რიგითი ქართველის, სუბიექტური მოსაზრებები, რომლებიც ობიექტურმა რეალობამ წარმოშვა“, - წერს ლალი იმედაიშვილი თავის მოსაზრებაში.
ასევე საინტერესოა:
🔵 ჯანდაცვის მინისტრი: პირველადი ინფორმაციით, სანატორიუმ "ქართლში" მომხდარი არის უბედური შემთხვევა
🔵 მიხეილ სააკაშვილი ხელოვნების მუზეუმიდან დათხოვნილ თანამშრომლებს სოლიდარობას უცხადებს
1741768220
ახალი ამბებიპროკურატურა მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - „2009 წლის მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, კომფორტის და ფუფუნებისთვის დანაშაულებრივად გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367 ლარი“
პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე კორუფციული დანაშაულისთვის მიხეილ სააკაშვილს 9...
1741767337
ახალი ამბებითბილისის მერია პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპს იწყებს
თბილისის მერია იწყებს პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის განაცხადა და მოქალაქეებს მოუწოდა, დღეიდან 31 მარტის ჩათვლით,...
1741765886
ახალი ამბებითბილისის საერთაშორისო აეროპორტი 5 მილიონამდე მგზავრთნაკადის მქონე ევროპის 5 საუკეთესო აეროპორტს შორის დასახელდა
Routes Europe-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 5 მილიონამდე მგზავრთნაკადის მქონე ევროპის 5 საუკეთესო აეროპორტს შორის დაასახელა. ევროპის წლის საუკეთესო აეროპორტი 9 აპრილს, სევილიაში საავიაციო ფორუმ R...
1741764667
ახალი ამბებიცოლზე ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით, პატრულ-ინსპექტორი დააკავეს - რა ხდება ცნობილი?
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორი დააკავა. უწყების ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ...
1741763589
ახალი ამბებიდიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სასამართლომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო. აღნიშნული დანაშაულისთვის მას სასჯელის ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. სასამართლომ ასევ...