ლომჯარია, მხოლოდ მსჯავრდებულ სააკაშვილთან მიმართებაში არის გულმოწყალე - ნანა კაკაბაძე

„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე მიიჩნევს, რომ
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია არის მიკერძოებული და „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის დანამატი.
ნანა კაკაბაძის განცხადებით, ნინო ლომჯარია მხოლოდ ბრალდებულ და მსჯავრდებულ სააკაშვილთან მიმართებაშია ლოიალური.
„მინდა, ყურადღება გავამახვილო ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით ბოლო დროს გამოვლენილ ორმაგ სტანდარტებზე. ცოტა ხნის წინ წავიკითხე ომბუდსმენის შეფასება, რომ მიხეილ სააკაშვილი არ შეიძლება, გადაყვანილი იყოს გლდანის მერვე დაწესებულებაში. თუმცა, რასაც ობუდსმენი ამბობდა, არ ჰქონია არანაირი ახსნა, არც ლოგიკურად არანაირი ახსნა არ აქვს ამას გარდა იმისა, რომ ის არის მიკერძოებული, ის არის ამ პარტიის დანამატი ქვეყანაში, ის არ არის იმ როლში და იმ ფუნქციაში, რასაც მას ანიჭებს ობუდსმენის შესახებ კანონი, რაც მთავარია, რასაც ავალდებულებს კანონი, რომ იყოს თანაბარი, კანონის შესაბამისი თავის შეფასებებში და თავის ქმედებებში. თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ ის მიკერძოებულად, მხოლოდ ერთ ადამიანთან მიმართებაში, ბრალდებულ და მსჯავრდებულ სააკაშვილთან მიმართებაში არის გულმოწყალე.
ამას მხოლოდ გულმოწყალებაში ვერ ჩავთვლით, ამას ალბათ სხვა, გაცილებით ღრმა ფესვები აქვს, რომელიც შეიძლება, იყოს დაფარული, მაგრამ არაფერია დაფარული და აეხდება ფარდა, რა დგას ამის უკან. ამის უკან დგანან პატიმრები, რომლებიც ისმენენ ომბუდსმენის ამ შეფასებას და ბუნებრივია, მათ აქვთ პროტესტის გრძობა. უკვე არა მარტო იმ პატიმრის მიმართ, რომელიც 9 წლის განმავლობაში ქმნიდა სისტემურ დანაშუალს, ციხეში წამებას და ღირსების შემლახავ მოპყრობას, არამედ დღეს უკვე იმ სახალხო დამცველის მიმართ, რომელიც ასეთი არასამართლიანი, მიკერძოებულია“, – განაცხადა ნანა კაკაბაძემ.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵საზარელი შემთხვევა - კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა, შემდეგ თავი მოიკლა
1741271948
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: აგრძელებენ ზეწოლას საქართველოზე, მაგრამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება საქართველოს სუვერენიტეტს არ დათმობს
„დიფ სთეითს“ უზარმაზარი გავლენა აქვს ევროპელ პოლიტიკოსებზე, ევროპული ქვეყნების ლიდერებზე, ევროკავშირის ხელმძღვანელობის სტრუქტურებზეც. ბალტიისპირეთის ქვეყნები არიან წამოწეული წინა პლანზე, რომლებიც ახმო...
1741270395
მსოფლიო„რუსეთი უკრაინაში ნატოს ჯარების განლაგებას არ მოითმენს“ - ლავროვი
რუსეთი არ მოითმენს ნატოს ჯარების ყოფნას უკრაინაში, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი ნატის სამხედროების ყოფნას უკრაინაში ზუსტად ისე განიხილ...
1741268879
მსოფლიო„სიენენი“ - დონალდ ტრამპი განათლების სამინისტროს გაუქმებას აპირებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განათლების სამინისტროს გასაუქმებლად ემზადება. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპმა შესაძლოა, ამ კვირაში ან დღესაც ხელი მოაწე...
1741267873
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ტაჯიკეთის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ტაჯიკეთის ახლადდანიშნულ ელჩს, ილხომ აბდურახმონს (რეზიდენციით ბაქო) შეხვდა. მაკა ბოჭორიშვილმა ტაჯიკეთის ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მ...
1741266370
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7830 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7858 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...