მაგრად მიყვარხარ, მაგრად მომენატრები შევხვდებით იქ - ნოდარ მელაძე გარდაცვლილ მოსამართლეს ემშვიდობება

„ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ჟურნალისტი ნოდარ მელაძე მოსამართლე დალი მეტრეველის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც მელაძე წერს, დალი მეტრეველს 18 წლის ასაკიდან იცნობდა და მეგობრობდა.
„უმაგრესი ადამიანი წავიდა და ამ დროს ფიქრობ, განა რა არის ეს ცხოვრება, არაფერი, წამში მთავრდება ყველაფერი. პატარა ვიყავი, რომ გავიცანი, 18 წელი ცოტა დრო არ არის, არ არსებობდა რამე გამორჩენოდა, არ მოეკითხე, არ ეფიქრა შენზე, არ ერჩია რამე. როგორ უხაროდა, ამ ავ სენთან ბრძოლაში ყველა რაუნდის დამარცხება, მაგრამ საბოლოოდ სძლია. მაგრად მიყვარხარ, მაგრად მომენატრები შევხვდებით იქ“,-წერს მელაძე.
მოსამართლე დალი მეტრეველი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მას სიმსივნე ჰქონდა.
დალი მეტრეველი 2000-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს შსს საგამოძიებო დეპარტამენტში გამომძიებლის თანამდებობაზე. 2003-2006 წლებში გაგრის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იყო.
2006-2016 წლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე იყო.
2017 წლის მაისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე.
2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებული იყო უვადოდ.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵პატიმრის სიკვდილის გამო პენიტენციური სამსახურის 3 თანამშრომელს ბრალი წარედგინა
1741270395
მსოფლიო„რუსეთი უკრაინაში ნატოს ჯარების განლაგებას არ მოითმენს“ - ლავროვი
რუსეთი არ მოითმენს ნატოს ჯარების ყოფნას უკრაინაში, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი ნატის სამხედროების ყოფნას უკრაინაში ზუსტად ისე განიხილ...
1741268879
მსოფლიო„სიენენი“ - დონალდ ტრამპი განათლების სამინისტროს გაუქმებას აპირებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განათლების სამინისტროს გასაუქმებლად ემზადება. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპმა შესაძლოა, ამ კვირაში ან დღესაც ხელი მოაწე...
1741267873
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ტაჯიკეთის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ტაჯიკეთის ახლადდანიშნულ ელჩს, ილხომ აბდურახმონს (რეზიდენციით ბაქო) შეხვდა. მაკა ბოჭორიშვილმა ტაჯიკეთის ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მ...
1741266370
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7830 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7858 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...
1741264392
მსოფლიოტრამპის ადმინისტრაცია ამერიკაში მყოფი 240 ათასი უკრაინელისთვის სამართლებრივი სტატუსის გაუქმებას გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკაში მცხოვრები 240 ათასი უკრაინელისთვის სამართლებრივი სტატუსის ჩამორთმევას გეგმავს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. საუბარია იმ უკრაინელებზე, რომლე...