"მე არაფერში მჭირდება ტილიანი თანამდებობები საქართველოში" - მიხეილ სააკაშვილი

"მე არაფერში მჭირდება ტილიანი თანამდებობები საქართველოში, მაგრამ მე მჭირდება დიდი, განსაკუთრებული და არა ტილიანი საქართველო", – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც მისი ბრალდების საქმეზე, რომელიც სქართველოს საზღვრის უკანონო კვეთას ეხება, პროცესი მიმდინარეობდა.
სააკაშვილის თქმით, ის „თანამდებობების ხამი“ არ არის.
"მინდა შეგახსენოთ, რომ შარშან ამ დროს მე წარმადგინეს უკრაინის ვიცე-პრემიერობაზე, რაზედაც 3-4 დღეში იმის გამო, რომ რაღაც კომპრომისებზე გვიწევდა წასვლა, ვთქვი უარი.
ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში მნიშნავდნენ მთავრობის თავმჯდომარედ.
მე არაფერში არ მჭირდება ტილიანი თანამდებობები საქართველოში, მაგრამ მე მჭირდება დიდი და განსაკუთრებული, არა ტილიანი საქართველო, არა გაუბედურებული, არა გაღარიბებული და არა მიწასთან გასწორებული
ჩემმა ჩამოსვლამ საქართველოში მოიტანა ის, რომ ოპოზიცია ერთიანია, როგორც არასდროს", – განაცხადა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ პროცესზე სიტყვის უფლებით ისარგებლა, სადაც საათ-ნახევრის განმავლობაში სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.
ცნობისთვის, მსჯავდებულ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში პატიმრობა მისჯილი აქვს ორ საქმეზე: სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე. გარდა ამისა, მის წინააღმდეგ კიდევ რამდენიმე საქმეა აღძრული, მათ შორის, სახელმწიფო ქონების გაფლანგვის - ე.წ. პიჯაკების საქმე და 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის ძალის გადამეტებით დაშლის საქმეზე.
ამავე თემაზე:
🔳 თქვენ ისეთივე სასამართლო ხართ, როგორც მე ვარ ასტრონავტი - მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეს
1741810419
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: „დიფ სთეითი“ ძალიან დაგვეხმარა რადიკალური ოპოზიციის პრაქტიკულად განადგურებაში
„დიფ სთეითი“ ძალიან დაგვეხმარა რადიკალური ოპოზიციის პრაქტიკულად, განადგურებაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში. პრემიერის თქმით, ისინი წავიდნენ ვა-...
1741808670
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: უკრაინაში მიმდინარე ომი არის მთავარი, რამაც დატვირთა საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობა და ამ ომის დასრულებამ უნდა გადატვირთოს ეს ურთიერთობები
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობის დატვირთვის მთავარი მიზეზი უკრაინაში მიმდინარე ომია და ამ ომის დასრულებამ უნდა გადატვირთო...
1741808637
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: რაც უფრო მალე დამყარდება მშვიდობა, მით უფრო მალე გაჯანსაღდება ვითარება ჩვენს გარშემო და ეს აისახება ჩვენს ქვეყანაზე
როცა საუბარია deep state-ზე, იგივე “გლობალურ ომის პარტიაზე”, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის ძალიან ძლიერი ძალა და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ სიფრთხილე უნდა შევინარჩუნოთ, - განაცხადა საქ...
1741808601
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველანაირი მოვლენის განვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად, ისეთი რთული პროცესები გამოვიარეთ გასული სამი წლის განმავლობაში, რომ ვფიქრობ, ამის იქით ვერავინ მოგვერევა
ჩვენ ყველანაირი მოვლენების განვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად, ისეთი რთული პროცესები გამოვიარეთ გასული სამი წლის განმავლობაში, რომ ვფიქრობ, ამის იქით ვერავინ მოგვერევა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მ...
1741808565
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი „დიფ სთეითზე“: სჭირდებათ, რომ საქართველოში მარიონეტული ხელისუფლება ჰყავდეთ - მოწმენდილ ცაზე შეუძლიათ ააყირაონ ნებისმიერი არჩევნები, ნებისმიერი ქვეყანა, თუკი ჩაიგდებენ ხელში სასამართლო ხელისუფლებას
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „დიფ სთეითს" საქართველოში მარიონეტული ხელისუფლება სურს. საკითხზე მან „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა. მისივე თქმით, გარკვეულ ძალებს სჭირდებათ ჰყა...