"მიშ, გაუძელი! არ დაიხიო, არ დანებდე!" - გივი თარგამაძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გივი თარგამაძე, სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს ავრცელებს.
იგი ექსპრეზიდენტს მოუწოდებს, რომ გაუძლოს და სიკვდილთან უკან არ დაიხიოს.
"მიშ, გაუძელი!
არ დაიხიო, არ დანებდე!
აი ეს მომენტია, რაღაც აგვიფეთქეს ოფისთან - არ დავიხიეთ, მივაწექით, მერეც არსად დავიხიეთ, ყველგან მივაწექით და გავიმარჯვეთ.
ქოცებთან და მაგათ მთავარ საძაგლობასთან შენ უკვე არ დაიხიე, უკვე გაიმარჯვე.
სიკვდილთანაც არ უნდა დაიხიო.
მანდ მოსულა ჭიდაობა, ჩემი პირადი გამოცდილებით ვიცი.
სიკვდილიც კი არაა ქოცი - აუხსენი, რომ უკვდავებას არ აპირებ, მაგრამ არც ახლა აპირებ სიკვდილს - გაგიგებს და გაგეშვება.
უნდა გაუძლო!
გაუძლებ!", - წერს გივი თარგამაძე.
დღეს საღამოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ, ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ სააკაშვილი წაიქცა, რომელიც მისი თქმით საკაცეზე დააწვინეს და წაიყვანეს.
აღნიშნული განცხადებიდან მალევე პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.
ცნობისთვის, სახალხო დამცველის ექიმთა ჯგუფმა გუშინ დასკვნა გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნულია, რომ სააკაშვილივით კრიტიკული პაციენტის მართვის პირობებს მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.
უახლესი ცნობით, რესპუბლიკური კლინიკის ექიმი-რეანიმატოლოგი გულიკო ქილიფთარი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა უკვე დამაკმაყოფილებელია. მისი თქმით, სააკაშვილი დარჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც მუდმივი დაკვირვების ქვეშ იქნება.
ასევე დაგაინტერესებთ:
1741280979
მსოფლიოკიტ კელოგი: დონალდ ტრამპს რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვა სურს
უკრაინასა და რუსეთში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის ლიდერის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ახალი მიდგომა რუსეთის მიმართ ურთიერთობების გადატვირთვას ეხება. ...
1741278600
ახალი ამბები„საქართველო მზად არის განაახლოს დიალოგი ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას“ - მაკა ბოჭორიშვილი
საქართველო მზად არის განაახლოს დიალოგი ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვ...
1741275993
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო.აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მთავრობის მეთაურს თურქმე...
1741274766
ახალი ამბები10 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ32-კმ47 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების...
1741274219
ახალი ამბებიგიორგი გამსახურდია ოპოზიციაზე: დასცინიან ადამიანების რელიგიურ გრძნობებს, ამათი „საღადაო“ არის ჯვარი, რწმენა და საერთოდ ყველაფერი, რაც ტრადიციებთან და სულიერ ღირებულებებთან არის ასოცირებული
დიდი მარხვის პირველ დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ Fox News-ზე ნაცრის ოთხშაბათის ჯვრით გამოჩენასთან დაკავშირებით ქართველი ოპოზიციონერების გამოხმაურებას საქართველოს პირველი პრეზიდენტ...