"როცა გავიგე, რომ ჩემი ძმის მკვლელიც მოკლეს - წამით გავიყინე, მაგრამ არანაირი სიმშვიდის განცდა ეს არ ყოფილა" - ფეისბუკმომხმარებელი ექსპრეზიდენტის შიმშილობაზე

სოციალურ ქსელ ფეისბუკში, ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს არაერთი ფეისბუკმომხმარებელი ეხმაურება.

როგორც ერთ-ერთი ფეისბუკ მომხმარებელი წერს, შურისძიება არ არის გამოსავალი. 

"მკვლელი!

სიტყვა, რომელმაც მთელი ბავშვობა და სამყარო ამომიტრიალა 4 წლის ასაკში!

როცა გავიგე, რომ ჩემი ძმის მკვლელიც მოკლეს - წამით გავიყინე, მაგრამ არანაირი სიმშვიდის განცდა ეს არ ყოფილა, სადღაც გულის სიღრმეში ჩემი თავი დავიჭირე, რომ დამენანა ჯოჯოხეთისთვის!!!(შემრცხვა ამ ჰუმანურობის)

რა სიამოვნებას განიჭებთ ადამიანის ცოცხლად წამების ყურება???

ღმერთო ასე არ გამაბოროტო!", - წერს ფეისბუკ მომხმარებელი.

დღეს საღამოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ, ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ სააკაშვილი წაიქცა, რომელიც მისი თქმით საკაცეზე დააწვინეს და წაიყვანეს.

აღნიშნული განცხადებიდან მალევე პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის ექიმთა ჯგუფმა დასკვნა გამოქვეყნდა გუშინ, სადაც აღნიშნულია, რომ სააკაშვილივით კრიტიკული პაციენტის მართვის პირობებს მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.

უახლესი ცნობით, რესპუბლიკური კლინიკის ექიმი-რეანიმატოლოგი გულიკო ქილიფთარი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა უკვე დამაკმაყოფილებელია. მისი თქმით, სააკაშვილი დარჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც მუდმივი დაკვირვების ქვეშ იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔲 ქართველი უსახლკარო მამაკაცის, ერთ დღეში შეცვლილი ცხოვრება

🔲 "აქაც კარგი საბუთიანი გიჟები ცხოვრობენ, ჩვენი არ იყოს" - ემიგრანტი ჟურნალისტი აშშ-დან

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741280979

მსოფლიო

კიტ კელოგი: დონალდ ტრამპს რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვა სურს

უკრაინასა და რუსეთში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის ლიდერის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ახალი მიდგომა რუსეთის მიმართ ურთიერთობების გადატვირთვას ეხება.  ...

კიტ კელოგი:

1741278600

ახალი ამბები

„საქართველო მზად არის განაახლოს დიალოგი ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას“ - მაკა ბოჭორიშვილი

საქართველო მზად არის განაახლოს დიალოგი ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვ...

 მაკა ბოჭორიშვილი

1741275993

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო.აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მთავრობის მეთაურს თურქმე...

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო

1741274766

ახალი ამბები

10 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ32-კმ47 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების...

მოძრაობა

1741274219

ახალი ამბები

გიორგი გამსახურდია ოპოზიციაზე: დასცინიან ადამიანების რელიგიურ გრძნობებს, ამათი „საღადაო“ არის ჯვარი, რწმენა და საერთოდ ყველაფერი, რაც ტრადიციებთან და სულიერ ღირებულებებთან არის ასოცირებული

დიდი მარხვის პირველ დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ Fox News-ზე ნაცრის ოთხშაბათის ჯვრით გამოჩენასთან დაკავშირებით ქართველი ოპოზიციონერების გამოხმაურებას საქართველოს პირველი პრეზიდენტ...

გიორგი გამსახურდია