ოპოზიციის ლიდერები იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია და ხატია დეკანოიძე იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან შეხვედრას ითხოვენ.
ამის შესახებ ნიკა მელიამ, იუსტიციის სამინისტროსთან მიმდინარე ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
სამინისტროსთან მოქალაქეები მსჯავრდებული პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის მე-18 დაწესებულებაში მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაყვანას აპროტესტებენ.
მიხეილ სააკაშვილი, მისი უფლებადამცველები და თანამებრძოლები მიიჩნევენ, რომ გლდანში ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლე და უსაფრთხოება სათანადოდ ვერ იქნება დაცული.
პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში.
მანამდე ექსპრეზიდენტის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.
მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. სააკაშვილი დაკავების დღიდან, მე-40 დღეა შიმშილობს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔲 სახალხო დამცველი: სააკაშვილმა იცოდა, რომ ის სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაეყვანათ
🔲 "ადამიანის მოტყუებით წაყვანა არის გატაცება. სტრასბურგის სასამართლოში იქნება ყველაფერი ნათქვამი" - ნიკა გვარამია
1740986829
მსოფლიოCNN: ტრამპისა და პუტინის შეხვედრის მომზადება დაჩქარდა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრის მომზადება დაჩქარდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ამერიკული ტელეარხის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ტრამპისა და პუტინის გუ...
1740983813
ახალი ამბებისაქართველოს რკინიგზა რეისების განახლებისა და ზოგიერთი რეისის გაუქმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
„საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, დღეიდან 3 მარტიდან ზოგიერთი სარკინიგზო რეისი აღდგება, რეისების ნაწილი კი დროებით არ შესრულდება. 3 მარტიდან შესრულდება შემდეგი რეისები: თბილისი-ოზურგეთი-თბილისი ქუ...
1740982120
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დიდთოვლობით მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა
დიდთოვლობის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესწავლაზე სპეციალური კომისია იმუშავებს,- შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო. კომისია დეტალურად შეისწ...
1740981935
მსოფლიომაკრონი აცხადებს, რომ ევროპული კონტინგენტი უკრაინაში მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გაიგზავნება
ევროპული სამშვიდობო კონტინგენტი უკრაინაში უახლოეს კვირებში არ გამოჩნდება, ეს მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოხდება. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაზეთ Le F...
1740979239
ახალი ამბებიპარლამენტში დღეს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს განიხილავენ
პარლამენტში დღეს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს განიხილავენ. განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით გაიმართება. პროექტის ინიციატორთა განცხადებით, მათ მიერ წარდგენილია აშ...