"ნაცმოძრაობის" ცხრა დეპუტატმა შიმშილობა დაიწყო - სია

"ნაციონალური მოძრაობის" ცხრა დეპუტატმა შიმშილობა დაიწყო", - ამის შესახებ ენმ-ს წევრმა დავით კირკიტაძემ პარლამენტში  საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

პოლიტიკოსები მოითხოვენ, პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში.

შიმშილობა დაიწყეს აკაკი მინაშვილმა, თემურ ჯანაშიამ, ბაჩუკი ქარდავამ, ნიკა მაჭუტაძემ, გიორგი გოდაბრელიძემ, სულხან სიბაშვილმა, ლევან ბეჟაშვილმა, აბდულა ისმაილოვმა და დავით კირკიტაძემ.

გაერთიანებული ოპოზიცია 6 ნოემბრიდან პერმანენტულ აქციებს მართავს მიხეილ სააკაშვილის მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. სააკაშვილი დაკავების დღიდან შიმშილობს. იგი ამჟამად იმყოფება სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. 11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში, გარდა გორის სამხედრო ჰოსპიტლისა, გადაყვანის შემთხვევაში, მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს.

ამავე თემაზე:

🔲 "არ მინდა კიდევ ერთი ტრაგიკული ამბის მომსწრე გავხდე, თან როცა ვიცი, ეს ჩემი ქვეყნის სირცხვილი იქნება და არა სამართლიანობის აღდგენის აქტი! გადაიყვანეთ!!" - ნიკოლოზ რაჭველი

🔲 "დეკანოზ მამალაძეს დაუდგინდა კოვიდი, ნახულობდა ის პერსონალი, ვინც მიშას ნახულობს" - ნიკა გვარამია

🔲 "ნაცმოძრაობის" მიერ დღეისთვის დაგეგმილი აქციები გაუქმდა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740982120

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დიდთოვლობით მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა

დიდთოვლობის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესწავლაზე სპეციალური კომისია იმუშავებს,- შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო. კომისია დეტალურად შეისწ...

ირაკლი კობახიძე

1740981935

მსოფლიო

მაკრონი აცხადებს, რომ ევროპული კონტინგენტი უკრაინაში მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გაიგზავნება

ევროპული სამშვიდობო კონტინგენტი უკრაინაში უახლოეს კვირებში არ გამოჩნდება, ეს მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოხდება. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაზეთ Le F...

საფრანგეთს პრეზიდენტი

1740979239

ახალი ამბები

პარლამენტში დღეს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს განიხილავენ

პარლამენტში დღეს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს განიხილავენ. განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით გაიმართება. პროექტის ინიციატორთა განცხადებით, მათ მიერ წარდგენილია აშ...

საქართველოს პარლამენტი

1740978318

ახალი ამბები

გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში, საავტომობილო გზების თოვლისგან წმენდის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

 გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში საავტომობილო გზების თოვლის საფარისგან წმენდის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ყველა რთულ მონაკვეთზე, სადაც გადაადგილება შეუძლებელი იყო, მძიმე ტექნიკა ინტენსიურ რეჟიმში მუ...

თოვლის საფარი

1740948853

საზოგადოება

საქართველოში 3 მარტს დედის დღე აღინიშნება

საქართველოში 3 მარტს დედის დღეს აღნიშნავენ, ის ოფიციალურ დღესასწაულად ითვლება და სახელმწიფო დაწესებულებებისთვის დასვენების დღეა. 3 მარტს დედის დღის აღნიშვნის ინიციატივა, საქართველოს პირველ პრეზიდენტს...

დედის დღე