ნუ წყევლით იმათ, ვინც არც ვიცით ვინ არიან - ქეთი წიკლაური თემურ წიკლაურის საფლავის დაზიანებაზე (ფოტორეპორტაჟი)

მომღერალ თემურ წიკლაურის ქალიშვილი, ქეთი წიკლაური მამის საფლავის დაზიანების ფაქტს, სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი თქმით, თემურ წიკლაურის ქანდაკების დაზიანების შესახებ, ოჯახის წევრებმა, საფლავზე მისვლის შემდეგ შეიტყვეს.
"ჩემო ძვირფასებო!
მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა მამას სასაფლაოს ძეგლთან დაკავშირებით.
ვინაიდან ასეთი გამოხმაურება მოყვა ამ ამბავს და ჩემი ჩუმად ყოფნა არ გამოდის.
ეს ამბავი აღმოვაჩინეთ ჩვენ - მე, ჩამმა შვილმა ანდრიამ და დედამ, როდესაც ავედით კოჯორში საფლავზე ერთი კვირის წინ.
ძეგლის ნაწილი - დედამიწის ფორმის დეტალი, ჩემთან არის, წამოვიღეთ.
რადგან ზამთარში დიდი ყინვებია კოჯორში და დედამიწა ვერ დამაგრდება კარგად და ამიტომ გაზაფხულამდე ასე იქნება მამას ძეგლი.
არავის არ წაუღია და არ მოუპარავს ეს დეტალი, იქვე დატოვეს რომ მოგლიჯეს.
რატომ მოგლიჯეს, ეს სულ სხვა საკითხია.
ზოგს ჰგონია, რომ გაჭირვებამ აიძულა ვიღაცა და რომ დაინახეს რომ არაა ფერადი მეტალი, - ლითონი, ბრინჯაო, - აღარ წაიღეს.
არ ვიცი, შესაძლოა დაპუტულ-დაგლეჯილი გვირგვინი-ც (,,ვენოკი") ასეთი გაჭირვების ნიშანია, რა გითხრათ...
თავს შევიკავებ და აღარ ვიტყვი არაფერს.
სიმართლე გითხრათ, თავიდან არ ვაპირებდი ამ სურათების გამოქვეყნებას, რომელიც ახლა საიტებზე დევს ინტერნეტში.
უბრალოდ გადავუგზავნე მეგობარს, როდესაც ეს ამბავი მოვუყევი.
მან მთხოვა ნება რომ დაედოთ ფბ-ში და დავთანხმდი - მეც ვიფიქრე, რომ მართებული იქნებოდა ხალხმა იცოდეს მომხდარის შესახებ.
გუშინ მთელი დღე გავატარეთ პოლიციაში მე და ჩემმა შვილმა.
როდესაც გასაჯაროვდა ძეგლის დაზიანების ამბავი, პროკურატურამ თავისი ინიციატივით აღძრა საქმე.
ასე რომ, გთხოვთ ნუღარ გაამძაფრებთ ვერსიებს და ნუ წყევლით იმათ, ვინც არც ვიცით ვინ არიან.
უბრალოდ იმედია, ასეთი ვანდალიზმის შემთხვევები აღარ იქნება ჩვენს ქვეყანაში - მე ადრეც მსმენია ისტორიები საფლავების წაბილწვის შესახებ და დიდად არც გამიკვირდა მამას საფლავზე მომხდარი ამბავი. უბრალოდ გამიხარდა, რომ ძეგლის ნაწილი არ გააფუჭეს ბოლომდე და არ წაიღეს.....
კარგი იდეა მომცა ახლობელმა,ვინც პირველი პოსტი დადო ამის შესახებ - გააკეთე ნიშნული, სადაც ეწერება, რომ ეს ძეგლი არ არის ბრინჯაოსგან დამზადებული! :))
დიახ, ძეგლის მასალაა:პოლიურეთანი,
შეღებილია აკრილის საღებავით.
გმადლობთ ყურადღებისთვის.
ქ.წ.
(თანდართულ სურათებში კარგად ჩანს თავდაპირველი, მარმარილოს მსგავსი მასალა - პოლიურეთანი და შემდგომი პროცესი,როდესაც ბ-ნი ელიზბარ სააკაძე (ქანდაკების ავტორი) ბრინჯაოს სახეს აძლევს ძეგლს! )",-წრს, ქეთი წიკლაური.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵„თქვენ, ქალებს პირის გაჩერება არ შეგიძლიათ ?" - მიტროპოლიტის მიმართვას დიდი გამოხმაურება მოჰყვა
1741274219
ახალი ამბებიგიორგი გამსახურდია ოპოზიციაზე: დასცინიან ადამიანების რელიგიურ გრძნობებს, ამათი „საღადაო“ არის ჯვარი, რწმენა და საერთოდ ყველაფერი, რაც ტრადიციებთან და სულიერ ღირებულებებთან არის ასოცირებული
დიდი მარხვის პირველ დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ Fox News-ზე ნაცრის ოთხშაბათის ჯვრით გამოჩენასთან დაკავშირებით ქართველი ოპოზიციონერების გამოხმაურებას საქართველოს პირველი პრეზიდენტ...
1741271948
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: აგრძელებენ ზეწოლას საქართველოზე, მაგრამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება საქართველოს სუვერენიტეტს არ დათმობს
„დიფ სთეითს“ უზარმაზარი გავლენა აქვს ევროპელ პოლიტიკოსებზე, ევროპული ქვეყნების ლიდერებზე, ევროკავშირის ხელმძღვანელობის სტრუქტურებზეც. ბალტიისპირეთის ქვეყნები არიან წამოწეული წინა პლანზე, რომლებიც ახმო...
1741270395
მსოფლიო„რუსეთი უკრაინაში ნატოს ჯარების განლაგებას არ მოითმენს“ - ლავროვი
რუსეთი არ მოითმენს ნატოს ჯარების ყოფნას უკრაინაში, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი ნატის სამხედროების ყოფნას უკრაინაში ზუსტად ისე განიხილ...
1741268879
მსოფლიო„სიენენი“ - დონალდ ტრამპი განათლების სამინისტროს გაუქმებას აპირებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განათლების სამინისტროს გასაუქმებლად ემზადება. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპმა შესაძლოა, ამ კვირაში ან დღესაც ხელი მოაწე...
1741267873
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ტაჯიკეთის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ტაჯიკეთის ახლადდანიშნულ ელჩს, ილხომ აბდურახმონს (რეზიდენციით ბაქო) შეხვდა. მაკა ბოჭორიშვილმა ტაჯიკეთის ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მ...