"ომიკრონით" 3 ადამიანი გარდაიცვალა - თამარ გაბუნია
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული "ომიკრონის" 1000-ზე მეტი შემთხვევიდან 3 ადამიანი გარდაიცვალა.
რაც შეეხება ჰოსპიტალიზაციას, როგორც თამარ გაბუნია ამბობს, ლაბორატორიულად დადასტურებული ათასზე მეტი შემთხვევიდან დაახლოებით 3%-ის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.
"ომიკრონის" გავრცელების შესახებ ჩვენ გვაქვს მხოლოდ მოდელირებით მიღებული მონაცემი და დაახლოებით, 90%-მდე არის ვარაუდი, რომ შემთხვევების დიდი ნაწილი არის აქედან. რაც შეეხება ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს, ლაბორატორიულად დადასტურებული ათასზე მეტი შემთხვევიდან დაახლოებით 3%-ის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ყველა მალე დაუბრუნდა ჩვეულ აქტივობას. აქედან არის დადასტურებული გარდაცვალების 3 შემთხვევა, რომელიც ჯერჯერობით შესაძლოა, უკავშირდებოდეს სხვა მიზეზს. აქ იყო გარდაცვალება, რომელსაც დაერთო "ომიკრონის" ფაქტი. ამას შეისწავლიან. გარდა ამისა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი წამოიწყებს მიმდინარე პერიოდში კვლევას, რადგან ჯერ ცოტა დროა გასული იმისათვის, რომ ვიმსჯელოთ კონკრეტულად "ომიკრონთან" დაკავშირებულ გარდაცვალებებზე. ეს კვლევა მიმდინარე პერიოდში დაიგეგმება და ვფიქრობთ, უკვე 10 თებერვლამდე უფრო ზუსტი წარმოდგენა გვექნება გარდაცვალების შემთხვევებიდან, რა ნაწილი შეიძლება იყოს განპირობებული კონკრეტულად "ომიკრონით“.
რა თქმა უნდა, "ომიკრონი" მთელ მსოფლიოში ცნობილია, რომ გარდაცვალებას და მძიმე შემთხვევებს ნაკლებად იწვევს, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ შესაძლოა დადგეს ასეთი რამ, განსაკუთრებით, არავაქცინირებულ პირებში და იმათ, ვისაც აქვთ ქრონიკული დაავადება", - განაცხადა გაბუნიამ.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵შე ორლარიანო, ნაძირალავ, ეს რა იკადრე?! - ვის უპირისპირდება ვახო სანაია
1736669088
მსოფლიოშვეიცარია მზადაა, ტრამპისა და პუტინის შეხვედრას ორგანიზება გაუწიოს
შვეიცარიამ განაცხადა, რომ მზადაა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრას ორგანიზება გაუწიოს, თუ ისინი ამას ითხოვენ. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო სა...
1736665083
მსოფლიოუკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობა შეუძლებელია კიევის ნატოში გაწევრიანების გარეშე - ბორის ჯონსონი
გრძელვადიანი მშვიდობა უკრაინაში შეუძლებელია კიევის ნატოში გაწევრიანებისგარეშე. ამის შესახებ ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ლიეტუვურ გამოცემა Delfi-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი...
1736663543
მსოფლიოლოს-ანჯელესში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა
ლოს-ანჯელესში მასშტაბური ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. ლოს-ანჯელესის ოლქის სამედიცინო ექსპერტიზის განცხადებით, ხუთი ადამიანია დაღუპული პასიფიკ-პალისე...
1736628108
მსოფლიოცუკერბერგი ტრამპსა და აშშ-ის მომავალ ადმინისტრაციას მოუწოდებს, ჩაერიონ, რომ ევროკავშირმა შეაჩეროს ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების დაჯარიმება
Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა მოუწოდა აშშ-ის მომავალ ადმინისტრაციას, ჩაერიონ, რომ ევროკავშირმა შეაჩეროს ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების დაჯარიმება ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის...
1736624675
მსოფლიოარ გვინდა ვიყოთ დანიელები, არ გვინდა ვიყოთ ამერიკელები, ჩვენ გვინდა, ვიყოთ გრელანდიელები - გრენლანდიის პრემიერი
გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა მუტე ეგედემ განაცხადა, რომ არქტიკის ტერიტორიის მოსახლეობას არ უნდა იყვნენ ამერიკელები, მაგრამ მას ესმის აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინტერესი კუნძულის მიმარ...